დაბადების დღეა დღეს. ყველაზე დეგენერატი ფრაზა რაც დაბადების დღეზე უსაჩუქროდ მისვლისას უთქვამთ აი ის არის, ხომ იცი შენც: მე ვარო თვითონ საჩუქარიო და ჩემი თავი მოგიტანეო. მაგრამ ისეთი შემთხვევებიც არის როცა შენი თავიც ვერ მიგაქვს საჩუქრად. იმას არ ვიძახი როცა არ გეპატიჟებიან საერთოდ. აი მაგალითად მე, ჩემს თავს ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც უახლოესი 5 თვე საჩუქრის როლში ვერ ვხედავ. ჰოდა პრინციპში არც არავის დავუპატიჟივარ, სხვების დაბადების დღეები კი იცოცხლე, ყოველ დღე სადღაც რაღაცა ხდება. ერთობა ევროპა, ვერთობი მეც.
...ისე, ეს სიტყვა, ევროპა, ყველასთვის ერთნაირად არ ჟღერს. მაგალითად 100დან 100 ვინც ევროკავშირის მოქალაქეა, როცა ამბობს ევროპას ყოველთვის ევროკავშირის ტერიტორიას და მის ქვეყნებს გულისხმობს და არა თუნდაც ალბანეთს, მაკედონიას, უკრაინას, აღარაფერს ვამბობ საქართველოზე...
გილოცავ! მომენატრე! არ გაცივდე, თბილად ჩაიცვი და არაფერი მოიმტვრიო, ფრთხილად.

2 comments:
კიდევ ერთი დეგენერატი ფრაზა ვიცი დაბ დღეებზე: ” ხო იცი რასაც გისურვებ”
აბა მე რავი :))))))))
მერე პასუხობ ხოლმე ეგრე რომ არ ვიცი არ ვიციო? დამიკონკრეტდიო?:)))
Post a Comment