Friday, May 29, 2009

ერთი გამოცდა ვსიოო, დარჩა ორი!:)

ახლა მოვედი სახლში. ტოგა ფართიზე ვიყავი. ტოგა ეს ის ტანსაცმელია რაც ძველ რომაელებს ეცვათ. ანუ თეთრი, თეთრი მოსახვევი და კაბასავით ქვემოთ და ანუ ზეწარ შემოხვეული არ გინდოდა მთელი ქალაქი გევლო და თან ფლოსტებით სანამ ფართიზე მიხვიდოდი.
პრინციპში მე შუასაუკუნეების ტანსაცმელი ვარჩიე, მაგრამ რად გინდა. მივედი შუასაუკუნეების მებრძოლის ფორმით და ხელის მარტივი მოძრაობით მეგობრებმა გადამიქციეს ტოგად.
ნამდვილად კარგი ფართი იყო. ყველას ტოგა ეცვა, ყველა ზეწარ შემოხვეული ან სხვა ხელნაკეთი ტოგათი დადიოდა. არავინ იყო ქართველივით „მაგას როგორ ჩავიცვამ ტეხავს რა პონტია“. ჰოდა, გავერთეთ მაგრად!
დღეს არაფერი დღესასწაული არ არის აქ, მაგრამ მოვედი სახლში, შევედი ლიფტში და აი რა დამხვდა

Monday, May 11, 2009

I'm gonna eat you love!!!

მორჩა! ან პირიქით, დაიწყო. მეცადინეობა, მეცადინეობა და დღე-ღამე კითხვა... და ეს ყველაფერი 15 ივნისამდე. გავა იმედია ეს დრო მალე. რომ ვთქვა ბლოგისთვის არ მეცლება და რაღაც პერიოდი ვეღარ დავწერ მეთქი, მაგარი ნაგლი ვიქნები, იმიტომ რომ ისედაც სასწაული „სიხშირით“ ვწერ.
დღეს კარტოფილი ამომივიდა გულის ფორმის. რას უნდა ნიშნავდეს ნეტა? რამე კარგია თუ ცუდი? პრინციპში უკან არ ჩავაბრუნე პარკში და მოვამზადე ვახშმად. გემრიელი ვახშამი იყო. მე სიყვარული შევჭამე! აღარავის ვუყვარვარ ახლა. წავალ და ვიდარდებ მაშინ. დავწვები და შენზე ვიფიქრებ. მმმმმმ, რა კარგია შენზე ფიქრი.


Saturday, May 2, 2009

გუშინ პირველად დავთვერი მართლა ქართულად!

ყვავილები მოგიტანე ბლოგო! დღეს შენი დაბადების დღეა. ერთი წლის გახდი მხოლოდ, მაგრამ ბევრი კი თქვი და გამოთქვი უკვე. ახლა აღარ ვწერ აქტიურად, მაგრამ რაღაც მნიშვნელობა ჩემთვის, და ალბათ საკმაოდ დიდი უკვე გქონდა ჩემთვის. მოგაქცევ ოდესმე ალბათ უკეთეს ყურადღებას. ძირითადად გეწერინება მაშინ როცა არც თუ ისე კარგად ხარ. მე კიდევ კარგად ვარ და რა დავწერო. ყველა იმას წერს რაც აწუხებს. რამდენი ხანია არავის ბლოგში არ შევსულვარ, არავის ცხოვრება და განწყობა აღარ ვიცი. არც აქ შემოდის ბევრი, გასაგები მიზეზების გამო.
არა, მაინც მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის. დარჩი, იყავი.
გუშინ ამსტერდამში ვიყავი და დღეს დილით მოვბობღდი სახლში. ძალიან საინტერესო და სახალისო დღე მქონდა და ხომ შემეძლო აქ დამეწერა და მომეყოლა? მაგრამ აღარ ვწერ, ვეღარ. ჰოდა წავალ, სურათებს დავდებ მეორე ბლოგზე.
გილოცავ, დაბადების დღეს გილოცავ!!!


Tuesday, April 21, 2009

სამშაბათი - პიკენის დღე! (მანამდე შვეიცარიული ვახშამი!)


კათოლიკური შობა, კათოლიკური აღდგომა, კარნავალი (რომელიც ასევე კათოლიკური დღესასწაულია) და კათოლიკური ეკლესია მხოლოდ და მხოლოდ... ეს ერთი წელი არ ვარ მართლმადიდებელი მე. ჩამოვალ და დავანთებ სანთელს ქაშუეთში. მეორეს მხრივ, საინტერესოა ეს ყველაფერი, ნახო სხვების ტრადიციები, ვინ რას როგორ და რანაირად ან თუნდაც რატომ აღნიშნავს. აღდგომას ისევ ოლასთან და ისევ კათოლიკურს შევხვდი თუ აღვნიშნე, ერთი კვირით ადრეა ვიდრე ჩვენი აღდგომა, ოჯახი ჩამოუვიდა და მეც ძალიან გამიხარდა ნახვა. დაჟინებით დამპატიჟეს თავისთან პოლონეთში კვლავ. არა ბატონო, ჯერ თქვენ მესტუმრეთ.
მართლმადიდებლურ აღდგომას სახლში გახლდით, არ კი არა და ვერც აღვნიშნე...
დავლევ დღეს და გავერთობი მაგის დედაც:)

Sunday, April 19, 2009

A spring party?


დიახ! სტუდენტების „კაფეა“ პიკენი. უკვე მშობლიური და გათავისებული ადგილი. ბომჟების, ნაშების, კახპების, ლუზერების, ძერსკების, მეგობრების, ლოთების, სირების, ტიპების, კაცებზე თუ ქალებზე მონადირეების... მოკლედ სტუდენტების. აქ ყველასთვის სამშაბათი პიკენთან ასოცირდება და პიკენი კიდევ სამშაბათთან. რატომ? პასუხი ერთია და უცვლელი. ყოველ სამშაბათს უცხოელი სტუდენტების, ანუ ჩვენი წვეულებაა. წვეულება გადამეტებულად ჟღერს. რა თქმა უნდა ხშირად თემა და სათაური აქვს ხოლმე ამ თავშეყრას, მაგრამ ძირითადად შედეგი ერთია: ბევრი ლუდი და ხმამაღალი მუსიკა.
მერე რა რომ არც მუსიკა მოგვწონს მაინცდამაინც და ადგილიც „ძიშოვია“, სამაგიეროდ ეს არის სტუდენტური ცხოვრება - ყველა აქ არის და შენც მიდიხარ, ნახულობ გიხარია, ახარებ და რა ვიცი რას აღარ აკეთებ კიდევ.
მივეჩვიე ძალიან.

Friday, April 3, 2009

იფ იფ იფ ცივი კოკაკოლა! მმმმმ



ჩემი ახალი სამეცადინო მაგიდა არის ეს. ოღონდ მხოლოდ მაშინ როცა არ წვიმს გარეთ და კარგი ამინდია. ირგვლივ ხალხი დადის და სულაც არ უკვირთ ჩემს მიერ თვითნებურად მოწყობილი უკედლო სამუშაო კაბინეტის ფუნქციონირება. არც მაგათი ხმაური მაწუხებს. საყურისები მაქვს და მუსიკას ვუსმენ, ხან მოვიხსნი და ნიავის ხმაში გავურევ ხოლმე მუსიკას. შედეგით კმაყოფილი ვარ. მერე რა მოხდა რომ ხანდახან ვიღაცის ძაღლი მომადგება და ჩემთან თამაში მოუნდება? მეც ცოტას მოვეფერები, მერე პატრონი თავისთან გაიხმობს, ჰოლანდიურად მომიბოდიშებს და ყველა ბედნიერი რჩება საბოლოო ჯამში.

შენ მაშინ უნდა ნახო ნიავი რომ კარგად დაუბერავს რა შეგრძნებაა. წიგნს ხელებს უშვებ, ფურცლები შრიალებს და შენ თვალებს ხუჭავ... ამ მთელი პროცესის შემდეგ ზაგარსაც კი იღებ ყველაფერთან ერთად.

ზოგადად ცხოვრების სტილი შევცვალე. ვცდილობ დილით ადრე გავიღვიძო. თუ აქამდე თორმეტამდე ჩემი გაღვიძების შანსი ნულს უტოლდებოდა, ახლა საშუალოდ ათ საათზე ვდგები. ცხრამდე თუ ჩამოვედი გამიხარდება.

რატომ ვწვალობ? თუ არსად მეჩქარება, მეძინოს ბარემ ხომ? საქმე იმაშია, რომ ეს რამდენიმე დღეა ისეთი ამინდებია, აქაურ ზაფხულსაც კი უტოლდება. დღეც დაგრძელდა და უფრო მსიამოვნებს დღის შუქი და რა თქმა უნდა მზე, სითბო, მზეე! არადა, აქამდე სულ სიცივის მოყვარული ვიყავი და სიცხე არ მიყვარდა. თუმცა აქ ისეთი შთაბეჭდილება ჩამომიყალიბდა ბოლო 5-6 თვის განმავლობაში, რომ სულ ღამეა და სულ ცივა, სულ წვიმს და ყინავს. და წარმოიდგინეთ ამდენი ხნის მანძილზე მსგავსი რომ ყოვლედღიური ყოფა ხდება შენი და ერთ დღეს რომ მზე გამოანათებს, თან ისე რომ დათბება და მეორე დღეც რომ მასეთი მიჰყვება. მოკლედ, შენც ასე იზამდი ჩემს ადგილას.

გთხოვ, არ იწვიმო, გთხოვ!

Saturday, March 28, 2009

როცა სვამ მხოლოდ მაშინ გახსენდები? მითხრა ბლოგმა

მოვედი ჩავრთე და რაზე ჩავრთე? ოთხია უკვე თბილისში და მარისაც სძინავს და არ იქნება სკაიპში, გამოვრთო ისევ? იყოს, იქნებ ვინმე შემოეხეტოს...
ბოლოს როდის დავლიე 5 ბაკალი ლუდი აღარც მახსოვს. თითქმის არ ვსვამ რაც აქ ვარ. დღეს კარგი საღამო იყო ნამდვილად. მეგობარს ვაცილებდით და ყველამ მოვილხინეთ. მაგრამ პოსტის დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ როცა შემოვედი სახლში ვიცინოდი. საქართველო გამახსენდა. ლიფტში ორი ტიპი შემხვდა რომელიც ლიფტით კატაობდა! არ წარმომედგინა აქაც თუ შვებოდნენ ეგეთებს. სანამ მე-9 სართულზე ამოვედით ლუდიც შემომთავაზეს, რომელი ლუდი უფრო მიყვარს ისიც გაიგეს და სასიამოვნო უიქენდიც მისურვეს. კარგი ტიპები იყვნენ. წავედი მაჟორულ ნოტაზე ლოგინისკენ:)

Thursday, March 26, 2009

A notion of relatively empty fullness


ამ თვის ორი ფრაზა მახსოვს, ერთი ჩემი და მეორე სხვისი.

სხვისი: „ურთიერთობაში იმდენ წრეს ვარტყამ სანამ თავბრუ არ დამეხვევა ხოლმე“.

ჩემი: „ზოგადად ყველაფერი მალე მბეზრდება... ისე, მგონი, მალ-მალე იმიტომ ვიცვლები რომ ჩემი თავიც არ მომბეზრდეს.“

ჩემი ბლოგი თვეზე ცოტა მეტში ერთი წლის ხდება. ჰოდა, დასანანია და მომბეზრდა. ძალიან მომბეზრდა, ვალდებულებად გადამექცა. თან დავხურე, დავკეტე, გავასაიდუმლოვე. რა შევცვალო ეხლა მე ამ ბლოგში რომ მობეზრებამ გამიაროს? არაფერი. არც მე მინდა იმდენი წრე ვურტყა ბლოგს სანამ თავბრუ დამეხვევა.

პრინციპში, არ მეტყობა, მაგრამ დღეს კარგ ხასიათზე ვარ. (სულ ასე არ ვარ? გიჟი ვარ, გიჟი).

Saturday, March 21, 2009

ღამის 4 საათია თუ დილის და არ მეძინება



დღეს მე და მარი „ვეჯიბრებოდით“ ერთმანეთს ვინ უფრო სწორად ახსნიდა თუ რა არის სიყვარული და ამავე დროს სასაცილოდ. დავემუქრე თუ შევპირდი რომ გავბლოგავ ამას თქო და აი შედეგი:

მარი: სიყვარული არის Recycle bin. რაღაცას რომ გადმოწერ, გიხარია, მერე წაშლი და შანსს იტოვებ რომ აღადგინო.

მირო: სიყვარული არის იუმორი. ზოგს აქვს ნიჭი და ზოგს არა. ჰოდა ზოგი იცინის და ზოგს დასცინიან.

მარი: როლიკებია სიყვარული. უნდა იმოძრაო რომ ბალანსი შეინარჩუნო.

მირო: სიყვარული არის ბორჯომი. ანუ გაზი თუ გაუვიდა (ანუ თუ სიყვარული აღარ არის) სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და როცა გაზიანია გემრიელია (ანუ როცა გიყვარს და უყვარხარ) მაგრამ კარგი არ არის ჯანმრთელობისთვის.

მარი: შენ ხარ სიყვარული! აუტანელი, ჯიუტი და დეგენერატი და მაინც მიყვარხარ. ეს ბრმა სიყვარული იყო და წინები კიდევ სიყვარულები.

მირო: სიყვარული არის ცეცხლი (არ მგონია მთლად ჩემი მოგონებული იყოს მაგრამ მაინც) ზოგჯერ იწვის, ზოგჯერ ქრება, ზოგჯერ აალდება...

მარი: ოოოო, არ გეთვლება. ცეცხლი არა ისა. ოდნავ სასაცილო უნდა იყოს. ცეცხლი რომ არის ვიცით ისედაც.

მირო: მაშინ პაკრიშკებით დანთებული ცეცხლია და ბოლავს. და აწუხებს ხალხს, ხშირად მეზობლებს...

პ.ს. ეს ყველაფერი სმაილებით უფრო სასაცილო იყო და თავისი ბექგრაუნდებით რაც ამ მსჯელობას ახლდა. ბოდიშს ვიხდი არასახალისო ვერსიისთვის:)))

Wednesday, March 18, 2009

Can you just stop for a while?


არ ვიცი რატომ შემექმნა ასე უცბად რადიკალური შთაბეჭდილება, მაგრამ მგონია, რომ ქართველებს ეჭვი, ბოღმა, შური, მტრობა და უფრო კონკრეტულად ერთმანეთის ზურგსუკან მტრობა და პირში სიცილი დაგვღუპავს. არასდროს გვიყვარს აღიარება, მაგრამ ღალატიც არ ყოფილა ჩვენი ისტორიის განმავლობაში უცხო.

რამ მიბიძგა ამის დასაწერად? ახლა კურიერი ჩავრთე რამდენი ხნის პაუზის მერე და ეგრევე მეცა თვალში რომ ყველა თავისთვის ითხოვს ყველაფერს, ყველას თავისი აზრი აქვს და ყველა მართალია და მათთვის ყველა სხვა მცდარი.

ხან მგონია რომ ბევრი ბოროტება და აგრესია იმალება ჩვენი ღიმილის უკან. ზრდილობა ჩვენ არ გვიყვარს და წესრიგი. და არც საქმის წესრიგიანი კეთება.

9 აპრილი? რას ვითხოვთ? პრინციპში ვიცით რას ვითხოვთ: უკეთესს, იდეალურ შემთხვევაში - კარგს. მაგრამ ვისგან ვითხოვთ, რისგან ვითხოვთ, რანაირად გვინდა? ანუ ისევ პირველ კითხვას ვუბრუნდები: რას ვითხოვთ კონკრეტულად?


ეეეჰ, არაფერი გვეშველება. ნეტა შეგვეძლოს ყველამ საკუთარი საქმე ვაკეთოდ კარგად...