Saturday, March 28, 2009
როცა სვამ მხოლოდ მაშინ გახსენდები? მითხრა ბლოგმა
Thursday, March 26, 2009
A notion of relatively empty fullness
.jpg)
Saturday, March 21, 2009
ღამის 4 საათია თუ დილის და არ მეძინება

დღეს მე და მარი „ვეჯიბრებოდით“ ერთმანეთს ვინ უფრო სწორად ახსნიდა თუ რა არის სიყვარული და ამავე დროს სასაცილოდ. დავემუქრე თუ შევპირდი რომ გავბლოგავ ამას თქო და აი შედეგი:
მარი: სიყვარული არის Recycle bin. რაღაცას რომ გადმოწერ, გიხარია, მერე წაშლი და შანსს იტოვებ რომ აღადგინო.
მირო: სიყვარული არის იუმორი. ზოგს აქვს ნიჭი და ზოგს არა. ჰოდა ზოგი იცინის და ზოგს დასცინიან.
მარი: როლიკებია სიყვარული. უნდა იმოძრაო რომ ბალანსი შეინარჩუნო.
მირო: სიყვარული არის ბორჯომი. ანუ გაზი თუ გაუვიდა (ანუ თუ სიყვარული აღარ არის) სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და როცა გაზიანია გემრიელია (ანუ როცა გიყვარს და უყვარხარ) მაგრამ კარგი არ არის ჯანმრთელობისთვის.
მარი: შენ ხარ სიყვარული! აუტანელი, ჯიუტი და დეგენერატი და მაინც მიყვარხარ. ეს ბრმა სიყვარული იყო და წინები კიდევ სიყვარულები.
მირო: სიყვარული არის ცეცხლი (არ მგონია მთლად ჩემი მოგონებული იყოს მაგრამ მაინც) ზოგჯერ იწვის, ზოგჯერ ქრება, ზოგჯერ აალდება...
მარი: ოოოო, არ გეთვლება. ცეცხლი არა ისა. ოდნავ სასაცილო უნდა იყოს. ცეცხლი რომ არის ვიცით ისედაც.
მირო: მაშინ პაკრიშკებით დანთებული ცეცხლია და ბოლავს. და აწუხებს ხალხს, ხშირად მეზობლებს...
პ.ს. ეს ყველაფერი სმაილებით უფრო სასაცილო იყო და თავისი ბექგრაუნდებით რაც ამ მსჯელობას ახლდა. ბოდიშს ვიხდი არასახალისო ვერსიისთვის:)))
Wednesday, March 18, 2009
Can you just stop for a while?

Tuesday, March 10, 2009
Brussels
ყველა დიდი ქალაქი ნაგვიანია ევროპაშიო ასე ამბობენ. თბილისი სუფთა ყოფილა მაშინ, ცენტრალური და პრესტიჟული რაიონები მაინც. ისე ამდენი მათხოვარიც გამიკვირდა. ღარიბი უბნები ეგრევე ცენტრის გარშემო, კომუნისტური ვაგზალი, ლოთები, ჭუჭყიანი... ეგრეთ წოდებული ერთი დიდი გეტოა ეს ქალაქი: თურქები, არაბები, ზანგები, მუსულმანები და ეს ყველაფერი ხშირად კომბინაციაში. და ბელგიელები? ფააფუ.Sunday, March 1, 2009
ორ კვირაში ერთი პოსტი? და ასე უნდა იყოს?

მაგრამ, იცი რა? ეს არ მოქმედებს ჩემს ხასიათზე. უკვე დიდი ხანია აღარ. ამ კვირაში კარნავალი იყო და მაინც უხაროდა ყველას, გვიანობამდე გარეთ იყო გამოსული ყველა ასაკის ჰომოსაპიენსი არა ჰომოსაპიენსური სამოსით. დიახ, ყველა შემოსილი იყო, სულ ყველა, სულ სულ. მეც კი. მებრძოლი ვიყავი მე. უფრო ქართულია ხომ? ალბათ კი, ან არა.
ჰოდა გაზაფხულია ჩემთან, პირველი აქ და ბოლოც შესაბამისად.
ალბათ ჩიტებიც ჭიკჭიკებენ სადღაც, მაგრამ მე არ მესმის... ყურში წყვდიადია და ხვალ ექიმთან მივდივარ.
Monday, February 16, 2009
9090 ევრო დავხარჯე 6 თვეში, აქედან 3670 პირველ თვეს
Thursday, February 12, 2009
Miro II
ეს აყლაყუდა, როხროხა, ძონძორა, მაგრამ მაგარი ტიპი არის მირო! დიახ მირო! გაგიკვირდებათ და ის უფრო მიროა ვიდრე მე. მე თუ ნამდვილი სახელი მირიანი მქვია, იმას მირიანი კი არა მიროსლავიც კი არ ჰქვია, უბრალოდ მირო - ოფიციალურად და რეალურად მირო. ნუუუ, მაგარი ტიპიც ალბათ (ალბათ კი არა ნამდვილად) იმიტომ არის რომ მიროა!
Sunday, February 1, 2009
I will miss U! friends have left...
წავიდა დავიდე და წავიდა. აი ეს არის ერასმუსის პროგრამის მინუსი. სტუდენტების 90 პროცენტი ერთი სემესტრით იყო ჩამოსული და ახლა? ახლა ახლებს დაველოდებით ვინც დავრჩით ისინი.Friday, January 23, 2009
კიდევ მინდა!
პირველ რიგში, თუ მოგზაურობის სურათები გაინტერესებთ, ჩემი ახალი ბლოგი ნახეთ: http://dreamcitytrip.blogspot.com/ და ახალი ბლოგი კი იმიტომ მივუძღვენი ამ მოგზაურობას, რომ იმსახურებდა. იმსახურებდა ქალაქი, ხალხი, ფეხბურთი და ჩემი ახდენილი ოცნება.
დაწვრილებით რომ მოვყვე როგორი დრო გავატარე, ძალიან გამიგრძელდება საუბარი და შენ კიდევ ბოლომდე წაკითხვა დაგეზარება. ასე რომ ვეცდები მოკლედ, ფრაგმენტებით მოვყვე:
ჩავედი... ცენტრში ვცხოვრობ... ორიენტაციისთვის დრო მინდა... ფეხბურთი... 5-0... დიახაც 5-0 და ბედნიერი ვარ რომ ასეთი ლამაზი თამაშის დროს ჩამოვედი... კიიი შუა ზამთარია, მაგრამ ტემპერატურა ხან 20 გრადუსამდე ადის... საოცარია, ზაგარიც კი მივიღე... კარგია ზღვის ნაპირას, დაღლილი, მთელ-ქალაქ-ფეხით შემოვლილი რომ წევხარ მოშეზლონგო ქვის ტახტზე და მზეს ეფიცხები და სითბო გსიამოვნებს... მუზეუმი ვნახე ბარსელონას გუნდის... სტადიონი ვნახე, ანუ კი არ ვნახე როგორც ასეთი, ყველა მის მნიშვნელოვან ადგილას ვიყავი... ჯაკეტი ვიყიდე ბარსასი და ძალიან სნობი მგონია თავი ასეთი ოფიციალური მაღაზიის საქონელი რომ მაქვს... ჭადრაკის ჩემპიონატზე ვიყავი, კატალონიის თასი იყო, მესმის რომ გაგიკვირდა, მაგრამ ჩემი მეგობარი თამაშობდა (თანაც ქართველი და მისი ბლოგიც მაქვს აქ ლისტში, ანა ჰქვია და კომენტარსაც კი დამიტოვებს ამ პოსტზე:P) და თანაც წარმატებით... მერე საღამოს კარგადაც მოვულხინეთ... კარგია ესპანელებთან, მხიარული ხალხია და ძალიან კეთილი, ცდილობენ დაგეხმარონ, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური მხოლოდ 1000-დან ერთმა იცის, მაინც ცდილობენ... მართლა მთელი ქალაქი შემოვიარე ფეხით და რუკა მეხმარებოდა, რომელიც ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში (შემთხვევით შესულმა) ერთმა კეთილმა ძიამ მაჩუქა... თან ერთხელ მე ავუხსენი და მივასწავლე იქაურს (ანუ ესპანელს) მისამართი... არა, მაინც მინდა ასე დავასრულო: ბარსელონა ყველაზე ლამაზი ქალაქია მსოფლიოში!!!
