Tuesday, June 10, 2008

დაიწყოოო!


22:40
sms: ჰა აბა რა ვქნათ?
22:45
პასუხი: შენ დეგენერატი ხარ ხოო? ფეხბურთის ტრანსპორტში ყურება, რომ მდომებოდა გეტყოდი. დაიწყო უკვე თამაში და ეხლა რაღა უნდა ვქნათ? ცოტა ადრე რო დაგერეკა ვეერ?
22:47
sms: დაიწყო უკვე?
22:50
პასუხი: ისიც არ იცი რო დაიწყო? მეკაიფები? კიდევ კარგი არსად ადგილები არ დავბრონე თორე შენ იმედზე ჩემი მტერი იყოს
22:52
sms: მე 11-ზე მეგონა
22:56
პასუხი: ხო კაი გაეთრიე, ჰოლანდია - საფრანგეთს ვუყუროთ მაშინ პარასკევს ერთად...


26-ე წუთი
1-0


29-ე წუთი

ვრეკავ იტალიის „ბალეშჩიცასთან":

- ხო არ გძინავს? უყურებ?
- არაა, არ მძინავს ვუყურებ!
- დღეს რაღაც ვეღარ მოვახერხეთ ერთად ყურება, მაგრამ შემდეგში ვუყუროთ, არაუშავს.
- ერთი წამით გავედი და გოოლო არ დაიწყეს ყვირილიი, ეეეჰ!
- გეენაცვალე! ხო გითხარი ჰოლანდია მოიგებს თქოო.
- ვერ მოიგებს, იტალია მოიგეებს.
- ვაბშე რატო ბალეშჩიკობ იტალიას, ჰოლანდია არ ჯობიაა?
- დაქალის გამოო, იქ არი ეხლა და მაგარს ნერვიულობს.
- ოოოო, მოიგებს ჰოლანდია უეჭველი და ევროპის ჩემპიონ ქვეყანაში წავალ!
- ვაიმე დედა ნერვები დამაწყდა (ტონიმ ააცილა კარებს).
- ჯერ სადა ხარ!
- ოოო, თამაშგარედან გაიტანეს გოლი!
- აი ეხლა ნახე მეორე გოლი იქნება.
- მააშ


2-0
- გაეთრიეეე! აააა, რატო მირეკააავ! რა დროს მირეკავს თან. აააა!
- ჰაჰაა, ეგეც შენ! კიდევ დაგირეკავ მესამე გოლზე!
- ვერ დამირეკავ! მე დაგირეკავ პირველ გოლს რო გაუტანენ ესენი და მერე მეორეს!
- კიი აბა, ნამდვილად გაუტანენ! კარგი მიდი, უყურე, პაკაა...
- პაკაა!
შესვენებაზე დედაჩემი შემოდის:
- ხედავ შენ რა მაგარი ყოფილა ეს ჰოლანდიაა? მე მართალი გითხრა იტალიას ვბალეშჩიკობდი და იტალია მეგონა მოუგებდა. რა მაგრად დარბიან და როგორ ურტყავენ!
- მაგრები არიან, მე ვიცოდი ჰოლანდია რო მოიგებდა!
- შენი ძმაკაცები იგებენ რა მოკლედ!

დაიწყო მეორე ტაიმი
23:55
sms: დადებული გქონდა?
00:00
პასუხი: არააა, მე რო დამედო მაინც ვერ მოვიგებდი, იმიტომ რომ რუმინეთის მოგების დაწერასაც ვაპირებდი და ნიჩია დაჯდა:((( მაგრამ იმან მოიგო მგონი...


79-ე წუთი
3-0
აღარსად დამირეკავს. ვიცი ჩემი ზარი არ ესიამოვნებოდათ იტალიის გულშემატკივრებს...

10 comments:

Anonymous said...

LOL, sagol, magrad vixalise da dzveli dro gamaxsenda, "sarbielit" xelshi rom daiarebodi repetitorebtan.

jaco said...

კარგი დრო იყო ნამდვილად მაროოო!:) ახლაც სარბიელით ხელში დავდივარ, მაგრამ ახლა უკვე სამსახურში და ყველა დოკუმენტი, რომელზეც მე სამსახურში ვმუშაობ სარბიელშია გახვეული. არა მარტო ჩემი დოკუმენტები, სხვებისაც, ვინც ამ ოთახშია...

დრო იცვლება, ჩვენ კიდევ არ ვიცვლებით, არაა?:))))

Anonymous said...

ეჭვიც არ მეპარებოდაა, რომ არ მოიშლიდი შენსას და სამსახურშიც გაავრცელებდი-”სარბიელომანიას”

ketketa said...

:))))) ძაან კაი წასაკითხია:)))

და რა ვქნა რო მარიკა მეცნობა??:))

jaco said...

მარიკა, ვიცი, რომ შენ ჩემი ყოველთვის გჯეროდა!:)
ketketa, ძალიან კარგი თუ გეცნობა მარიკა და მე როგორც მივხვდი იცნობ კიდეც!:)

ketketa said...

კიი, მარიკას ვიცნობ:)
აქაურ 'კომენტატორებს' მგონი ყველას ვიცნობ:))
მიხარია ძაან:)

jaco said...

ძალიანაც კარგიიი:)

Anonymous said...

კეთ, მიცნობ,მიცნობ :) გიგასგან
ბლოგ-ფართი და რამე :)

სხვათაშორის შენს ბლოგზეც ვიჭყიტები ხოლმე, მაგრამ რატომღაც არ ვაკომენტებ, რატომ არ ვიცი :)

აწინ დავიწყებ

ketketa said...

კიი, მარიკა, ამჯერად აღარ შევრცხვი და გიცანი, გენაცვალე:)))

ჩემ ბლოგზე სიჩუმეზე გიცნო თუ რა????:))))))))))))))

არა კაცო, ვმაიმუნობ, როცა მოგინდება, მაშინ დააკომენტე:)) მიხარია რო იჭყიტები!:)

Anonymous said...

gaixare ket,