Saturday, June 28, 2008

ვადგენ გრაფიკს! ვასწრებ ყველაფერს!

საყვედურები გასაგებია, მაგრამ მეც მაინტერესებს რამდენი ადამიანი მყავს სანახავი. ასე რომ, ახლა, თქვენი „თანდასწრებით“ ჩამოვყვები მობილურს და გავარკვევ ვისთან ვარ ასე თუ ისე შერცხვენილი ან ვიქნები თუ არ მოვინახულე და ერთად არ გავატარეთ დრო... დავიწყე:

აჩიკო, ალეკო, ალექსა, ავთო, ბექა, ისევ ბექა, კრისტი, ჭუკი, დათო (წამალა), დეა, დიკა, ეკა, ეკატერინე (თუ ჩამომისწრო:)), ელე (კროშკა), გია, გიგა (დვორსკის მარტო სამსახურის დერეფნებში თუ ვხვდები ხოლმე შემთხვევით და ასე არ შეიძლება:)), გუგუშა, იკა, ირაკლი, კიდევ ირაკლი („ყიფშო“ - ცოლი მოიყვანა და მივულოცავ მაინც:)), ჯუბა, ლადო, ლევანა (ქერა), ლევანა (სვანი), მიქი, ნათია, ნათკა (cooool!), ნია, ნიაკო, ნიკუშა, ნინო (ჩემი ყოფილი „ცოლი“. არაა! ასე უფრო სწორი იქნება: ჩემი „ყოფილი ცოლი“), ნინო (ჩემი „შვილი“, შვილობილი), ოქრო, პაკო, პაპაშა, სოფია (პრინციპში უკვე აღარ), თამთა, სხვა თამთა, თამუნა, ტატო (მახაშვილი), თეო, კვლავ თეო, ზარდალა, ზურა (კეჟერა).

სიაში არ არიან ის ადამიანები, ვისი ნახვისთვისაც განსაკუთრებული მიზეზი ან უფრო სწორად რომ ვთქვათ წინასწარ დაგეგმმვა არ მჭირდება (ანუ ის მეგობრები, რომლებთანაც ბავშვობიდან ვმეგობრობ და არ აინტერებთ მცალია თუ არ მცალია) და პლიუს ჩემი ნათესავები (დეიდაშვილები, მამიდაშვილები, ბიძაშვილები - რამდენი ხანია აღარ მინახავს არცერთი და როდის მოვახერხებ აზრზე არ ვარ:()

P.S. არადა, საქმე იმაშია, რომ ვალდებულების გრძნობის გულისთვის არ ვამბობ და ამ ხალხის ნახვა მართლა ძალიან, ძალიან მინდა, იმიტომ რომ ვინც ჩამოვთვალე ყველა ჩემი მეგობარია (ზოგი უფრო ახლო, ზოგიც მეტნაკელბად) და ერთხელ და ორჯერ კი არა, წესით ხშირად უნდა ვკონტაქტობდე. ამიტომ, ახლა, ყველას წინაშე ვიხდი დიიიიიიდ ბოდიშს! ყველას ძალიან გაფასებთ და წავედით დავლიოოოოოოთ!:)))

8 comments:

Anonymous said...

ხოდ არეკე, რო არ მოვიცალე...

რა გინდა პირნათელი ხარ ჩემთან

jaco said...

მართალი ხარ, მაგრამ ხო არ ამოგშლი სიიდან, მაინც სანახავი მყავხარ!:D და ვაბშე მაშინ შენ გისაყვედურებ აქეთ რო არ მოხვედი:)))

Anonymous said...

ლოლ დეპრესიაში ჩავვარდები ასე რომ ჩამოვწერო ))

დროის დიდი ნაწილი ანტისოციალური ვარ ხოლმე და როცა "გამომინათდება" სოციალურობა, მაშინ ვცდილობ ხალხი "დავაჯგუფო" და ისე ვნახო, რაღაც ევენთებზე, ჩემთან ჩაიზე, სადმე საერთო ინტერესების მიხედვით და ა.შ.

მესინჯერში შესვლაც კი მეზარება.

ახლა ვფიქრობ, მეილებით ხომ არ დავიწყო კონტაქტი :D

jaco said...

არააა, მეილები და მესენჯერი მაინც სხვა მუღამია. მე ნახვაზე და ერთად დროის გატარებაზე მაქვს საუბარი: like in old times:)

Anonymous said...

huuuu TaTas saxelis xsenebac ar aris "sanaxavi xalxis siashi" ..
:))))

ketili mgzavroba miiir da tavs mixede :)

jaco said...

უიიი, თააათ, შენ დაგირეკავ მერე როცა მოვიცლი, შენი ნახვა მინდა და დიიიიდიიი კონსულტაცია ჰოლანდიური ენის ამბავში! ეს „დიქშენერი“ რო მომეცი, არ ვიცი რა როგორ გამოითქმის და შენი დახმარება დამჭირდება! ასე რომ წასვლამდე გნახავ არ ინერვიულოოო!;)

Katiée.Ge said...

მე იქ გნახავ, ალბათ :))

jaco said...

კაი ბატონო:)