ღამე და დღე ამერია. მგონი ეხლა ღამეა და უნდა დავიძინო. ან პირიქით, არ უნდა დავიძინო, იმიტომ რომ ღამე ვიფხიზლებ და დღე დავიძინებ ხოლმე. არადა სინამდვილეში დილის 10 საათია და მთვარლი ვარ მგონი... სულ რამდენიმე საათის წინ დავწექი და ველოდებოდი დილით როდის შემოვიდოდა დედაჩემი, რომ გავეღვიძებინე და მე პასუხი მზად მქონდა. „დღეს ვიგვიანებ სამსახურში დიანა!“ და დედაჩემიც ალბათ წყნარად გავიდოდა და მეც მშვიდად გავაგრძელებდი ძილს - რა მოხდა მერე! აღარც მახსოვს ბოლოს როდის დავაგვიანე სამსახურში... ძალიან ვინერვიულე! იმიტომ რომ დედაჩემს ეღვიძა, ტელევიზორიც ჩართული იყო, მამაჩემსაც ეღვიძა და ასე მოძრაობდნენ ოთახიდან ოთახში და ერთი არ უფიქრიათ, რომ შემოსულიყვნენ და გავეღვიძებინე. ძალიან ვინერვიულე, მართლა! ვიწექი და ველოდებოდი და ჩუმად ვიმეორებდი გონებაში „დღეს ვიგვიანებ სამსახურში დიანა!“ ან „დღეს ვიგვიანებ სამსახურში ტარიელ!“ (გააჩნია რომელი შემოვიდოდა)! საათზე მინდოდა დამეხედა, მაგრამ თვალის გახელაც არ მინდოდა, არ მინდოდა გამოვფხიზლებულყავი! ძალიან, ძალიან ვინერვიულე! დახუჭული თვალებით ვგრძნობდი, რომ უკვე საკმაოდ გათენებული იყო და დრო იყო ვინმეს გავეღვიძებინე და ნერვები მეშლებოდა! ბოლოს, ავდექი და ჯიბრზე თავის დროზე მოვედი სამსახურში!
P.S. გუშინ იცი როგორი მთვრალი ვიყავი? ჩემი ატეხილი მეგობრების ცნობისმოყვარეობა რომ დამეკმაყოფილებინა, მაგიდაზე ჩვენნაირი მთვრალი კაცებისთვის სპეციალურად ცალკე მსხდომ კახპებთან მივედი და გავარკვიე, რომ 1 საათი ასი დოლარიოოო... მცხვენია...
მაგრამ, ეგეც რო არა, როგორ აიწია კაცო ბაზარზე ფასებმა:)))
11 comments:
ჰაჰაააააააა....
მე კიდე დილას იცი როგორ გავიღვიძეეე?
აი ჯერ ყველა სიზმრები ჩავხურე...
იმენნნა ჩავხურე ვინდოუსირად, და მერე სტარტის მენიუდან ძილი დავაშათდაუნე.
ვსიო, პიზდეც.
კამპიუტერნაია ერა....
სტეპ ბაი სტეპ...
პაკა ატ მანიტორა ნე ასლეპ.
:))))))))))))))
ხოოო, კარგად გაგირითმავს ძმაოოო!:))) მაგრამ იცი რა მიტყდება? დღეს რა ივარჯიშებს?;((( თან დღეს ბოლო ვარჯიშია და გუდბაი ტრენაჟორებიიი!:)))
P.S.–მდე მეგონა ჩემზე ვკითხულობდი:)))))))))
რა იყო ქეთ, შენც გეზარება ხოლმე დილით ადგომა?:)))
ოიმმმ, ჩემი ცხოვრების დრამა:))))
და პროტესტი 'რატომ არ მაღვიძებენ':)))))
არადა მაღვიძარაც რა საშინელებაა. მაღვიძარას თუ ვაყენებ მთელი ღამე ვნერვიულობ, რომ დარეკვა არ დამასწროს და უფრო ადრე ვიღვიძებ:))) ნერვოზი მაქვს, ნერვოზიიი!:)))
არ არსებობს:))))))))))
მე შენ ვარ?:)))))))))))))))))
მოიცა დავფიქრდეეე... არაა, მგონი არა?:))) ალბათ სადღაც მე ხარ და სადღად შენ ხარ, სადღაც მეც ვარ შენ... ოოფ, დავიბენი! ააა! მივხვდი: ჩვენ, ჩვენ ვართ:)))
:))))
ჩვენ ჩვენ ვართ, მაღვიძარა კი ერთია, საზიზღარი, ყველა მაღვიძარა ერთნაირია!:)))))
(აქ პათოსი არი ისტერიკიანი ქალების საყვარელი ფრაზის'ყველა კაცი ერთნაირია':)))))))
კაია ქეთ, ვიხალისე:)))
:))))))
Post a Comment