Friday, June 13, 2008

დაე მომპარონ! (TV Show)

საქპატენტის წარმომადგენლებისგან ველი გამოხმაურებას. პრინციპში ზუსტადაც ვიცი ვინ გამომეხმაურება ზემოხსენებული უწყებიდან. ახლა მოგახსენებთ რაშია საქმე:


გუშინ მეგობართან საუბარი მქონდა სხვადასხვა ტელეპროექტზე. ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი დაეთმო პროექტს „უკანასკნელი გმირი“:
- არადა ვიღაც შვედი ტიპია, გამოიგონა ეს შოუ, დააპატენტა და ზის ეხლა სახლში. ქვეყნები რიგში დგანან, რომ ეს გადაცემა თავის ქვეყანაში გააკეთონ და ამ „როჟას“ „დარმავოი“ ფული მისდის. აზრზე ხარ რა მაგარია ეგეთ რაღაცას რო აკეთებ? - დაიწყო საუბარი მეგობარმა.
- ხოო, მაგრამ ეგრე ადვილიც არ არის, დაპატენტებასაც ფული უნდა, მით უმეტეს საერთაშორისო პატენტს. ზუსტად არ ვიცი რამდენია საჭირო, მაგრამ საკმაო ფული უნდა გქონდეს ეგეთი რაღაც რო დააპატენტო და თან გარკვეული რისკია. თუ არ გაამართლა პროექტმა, ანუ თუ არავინ დაინტერესდა მაშინ ტყუილად გადაყრი ფულს! ისედაც ყველაფერი რეკლამაა და კარგ რეკლამას რო მიაღწიო ალბათ ვინმე უნდა გყავდეს ნაცნობი ტელევიზიაში, რომ შენ პროექტს წარმატების შანსი ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში საქართველოში ასეა!
- ისედაც ყველაფერი გაკეთებულია უკვე და ახალი რა უნდა მოიგონო...
- მაგალითად რო გადავხედოთ დღესდღეობით ყველაზე „ხადავოი“ შოუებს, ძირითადად „ქაჩავს“ რეალითი და ყველას ერთი პრინციპი აქვს. ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი ცხოვრობს ერთად და რაღაცას ჩალიჩობს. და შენც თუ გინდა ახალი მოიგონო, უბრალოდ უნდა მოიფიქრო ამ ერთად ცხოვრების სპეციფიკა. ანუ, აიღე უკანასკნელი გმირი: ხალხი ცხოვრობს კუნძულზე და სხვადასხვა დავალებებს ასრულებს და „გადარჩენილი“ იგებს ფულს. სპეციფიკა: სათავგადასავლო ისტორიები; ვარსკვლავების აკადემია - სპეციფიკა - მუსიკა, ერთმანეთს ეჯიბრებიან სიმღერაში; ჯეობარი - სპეციფიკა - ბარში მუშაობა; კანდიდატი - სპეციფიკა - დავალებების უკეთ შესრულება და ბოლოში სამსახური პრესტიჟულ ორგანიზაციაში და ასე შემდეგ. ანუ მარტო ერთად ცხოვრების ასე ვთქვათ მიზეზი უნდა მოიფიქრო.
- პრინციპში მართალი ხარ, მაგრამ ყველაფერი გაკეთებულია ალბათ!
- რა ვიცი, აი გადავხედოთ სფეროებს რა სფეროში შეგიძლია გააკეთო რო სიახლე იყოს... მმმ...
- მაგას სერიოზული ნიჭი უნდა, ისე საინტერესო პროექტს ვერ მოარტყავ.
- ხოოო, მაგის პრეტენზია არ მაქვს... ისეე, თუნდაც სპორტი! არის ეგეთი შოუ სადმე, რომ სპორტსმენები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს თავის სპორტულ მიღწევებში (ჩვენი საუბრის ადგილი იყო სატრენაჟორო დარბაზი და ყველაზე აქტუალური თემაც ამიტომაც იყო სპორტი).
- ეეე, მართალი ხარ! ეგეთი შოუ მგონი არ არის არსად!
- ყველაზე პოპულარული სპორტი რომელია საქართველოში? რა თქმა უნდა ფეხბურთი.
- ხოო ეგ კარგად მოარტყი! საქართველოში ფეხბურთი კი არის პოპულარული, მაგრამ...
- ნუუ ხოოო, მაგაში გეთანხმები, ანუ აღარ გააგრძელო.
- და მაინც როგორი სახის უნდა იყოს შოუ, ანუ როგორი ფორმატი ექნება?
- ზუსტად არ ვიცი. ეგეთი მაგარიც ვერ ვარ... დაუშვათ თერთმეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი ცხოვრობს ერთად და როგორც ყველა შოუშია ყოველ კვირა ერთი ვარდება, ნუუ არ ვიცი ზუსტად რა პრინციპით გააგდებენ, მაგრამ ალბათ ისე როგორც სხვა პროექტებშია: მაყურებლის მესიჯები: ანუ მაგთი ან ჯეოსელი და სპონსორიც უკვე ვიშოვეეთ!
- ხოო, მაგას მოიფიქრებ კაცი როგორმე. მერე რა ხდება?
- მერე ერთი რჩება მოგებული. ანუ მანამდე რაღაც კონტრაქტს დადებ რომელიმე ქართულ კლუბთან და შოუს განმავლობაში ეს ფეხბურთელები ვარჯიშობენ ამ გუნდთან, მერე ღამის ცხოვრება, ვიღაცამ ჩუმად ლუდი დალია, დასჯიან და ასე შემდეგ, ინტრიგა და რამე, როგორც სხვაგან არი, ხალხს რაც აინტერესებს... ფანები...
- პრინციპში რაღაც საინტერესო ჩანს.
- ხოო, ან კიდე ყოველ კვირას სხვადასხვა ქართულ გუნდებთან ვარჯიშობენ ან თამაშობენ... ბევრი რაღაცის მოფიქრება შეიძლება.
- და პრიზი რა იქნება? კონტრაქტი თბილისის დინამოში (და გულიანად გაეცინა ჩემს მეგობარს)
- არააა, უფრო სხვა რამე, უფრო პატრიოტული... მოვიფიქრე! გამარჯვებული ფეხბურთელი პროექტის ბოლოს ითამაშეს საქართველოს ნაკრებში ერთ შეხვედრას, ოღონდ ამხანაგურში.
- ააუუუუფ! შენც თქვი რა მაგარი. მერე რა რო ითამაშებს! დედაა რა მაგარი პრიზიაა!
- ეეე, მე ეგრე არ ვფიქრობ! წარმოიდგინე 16-17 წლის ლაწირაკი ბავშვები და შენც კარგად იცი ნაკრებში მოხვედრა როგორ ხდება ხოლმე. ანუ წარმოიდგინე რამხელა სტიმული და რეკლამა იქნება მაგათთვის, პლიუს კიდე კარიერისთვის. მგონი კარგი პრიზია და შოუც ყურებადი იქნება ალბათ, რა თქმა უნდა ბევრი დეტალია მოსაფიქრებელი რო უფრო საინტერესო იყოს... სხვა პრიზებიც იქნება: იქ ცენტრ პოინტი, მაგთი და ასე შემდეგ... მოკლედ არ ვიცი.
- მგონი ცუდი აზრი არ არის! მერე მიდი დააპატენტე! (აი ამაზე კიდე მე გამეცინა ხმამაღლა, ძალიან ხმამაღლა)

4 comments:

Anonymous said...

მე მზად ვარ ჩავერთო.

პროექტის იურისტი ვიქნები.

ან რაიმე ტიპის კონსულტანტი.

ოღონდ ისე უნდა დაიდგას რო მერე სხვა ქვეყნებშიც გაიყიდოს.

აი ფეხბურთის ქვეყნებში, იტალია იყიდის, ბრაზლილია, არგენტინა, რავიცი, ვისაც არ დაეზარება...

შეიძება იგივე რეგბის სფეროშიც, გასათვლელია...

ისე შე ბოთე ეგეთ რამეს რო მოიფიქრებ ინტერნეტში კი არ უნდა დაწერო, რვეულში უნდა ჩაიწერო და...

და გაუფრთხილდე.

ეს ხო ფულია, შენ კი ახლა ამ წამს ფულს ფლანგავ.

ბოთე.

jaco said...

მადლობა s.p. ასეთი გულახდილობისთვის და იქნებ გეთქვა მაინც რომელი ხარ?:)))

P.S. ამ პოსტის სათაურია დაე მომპარონ, ჰოდა არ მინდა ჟურნალებში ჩაწერა, დაე მომპარონ იდეა!:)))

Anonymous said...

1.იდეა არ წარმოადგენს ინელექტუალური საკუთრების ობიექტს
2. გადაცემის სცენარზე პატენტი არ გაიცემა. იგი წარმოადგენს საავტორო უფლებებით დაცვის ობიექტს.
3. საერთაშორისო პატენტი არ არსებობს. ყველა ქვეყანაში ცალ–ცალკე უნდა აიღო პატენტი. თუმცა შეიძლება საერთაშორისო განაცხადის შეტანა.

jaco said...

და ჰა, ესეც კომპეტენტური აზრი!:)))