მარტო ცხოვრების უარყოფითი მხარე იცი რა არის? აი დაღლილი მოდიხარ სახლში, სავარაუდოდ ვარჯიშიდან (ჩემს შემთხვევაში რაგბიდან) და ძალიან გშია. უცბად კვერცხს შეწვავ და რაც მზა საჭმელები გაქვს თეფშზე მიაყრ-მოაყრი და ერთი მაგრად ჩაიყრი და კმაყოფილი სახე გაქვს, ბედნიერი. ახლა უფრო დაღლილად გრძნობ თავს და სასწაულად გეძინება, მაგრამ...
1. მაგიდა უნდა აალაგო; 2. ჭურჭელი უნდა გარეცხო; 3. თავი უნდა გადაიპარსო (წვერთან ერთად) თორემ ხვალ უკვე შენი ბრიტვა ვეღარ დაგეხმარება ოთხი დღის თმის და წვერის გაპარსვაში; 4. სპორტულები უნდა გარეცხო, არადა შენ ჩანთაც კი არ ამოგილაგებია და ასე ოფლიან ტანსაცმელს მეორე დღემდე ვერ შეინახავ: მაისური, შორტი, ნასკი, მაჯსაკეთი (მაჯაზე რომ გიკეთია და ოფლს რომ იწმენდ), პირსახოცი...
და ამ დროს შენ რას შვები? მიდიხარ საწოლთან და...
მკაცრი ტონით ეუბნები: მე შენზე ძლიერი ვარ და ყველაფერს პუნქტებად ასრულებ, თუმცა სარეცხის მანქანასთან რომ მიდიხარ ხედავ რომ ლუსიმ დაგასწრო თავისი (ასევე რაგბის თამაშით) გაოფლილი სპორტულების რეცხვის დაწყება და ელოდები...
სულ აღარ გეძინება! მალე ორი საათი შესრულდება და შენი სარეცხიც მზად არის: შემოიტან ოთახში, გაფენ და ეგაა...
ლოგინისკეეენ!
ორის თხუთმეტი წუთია ჯერ:(
13 comments:
რატომ უნდა დავიძინოთ 2 საათზე ეგ გასაგებია და რატომ არ უნდა გვძნავდეს 4 საათზე ეგ ვერ მესმის ჯერ :((
მეტყობა ხომ უსაქმური რომ ვარ :((
ეხლა დაჟე სალომე შემოვიდა სკაიპში და :D :D :D
გამიხარდა, რომ მხოლოდ მე არ ვარ ასეთი :D
ნიინ, მეც მაგას ვეუბნებოდი სალის ჩემი წინა პოსტის კომენტარში: არ გეძინებათ ხალხოოოოოო?:)))
uf, 2 saatze martla ratom unda daizino, tundac dilis 9ze iko unishi misasvleli :D
ai 4ze rom vcvebi da mere mobili rom agar magvizebs, eg ukve problemaa:)
p.s. majsaketma daglija da ar vicodi eg tu oflis mosacmendad iko :D
მაკსაკეთი სიტყვა როგორც ესეთი ალბათ მიხვდი რომ ჩემი გამოგონილია, თორემ ისე რა ჰქვია არ ვიცი:) ხოო, აბა რა გეგონა, იმიტომ გაქვს რომ ოფლს იწმენდ და ჭუჭყიანი და ისევ ოფლიანი ხელით რომ არ მოიწმინდო და რამე არ შეგეყაროს:))) შენ სამარიაჟოდ გეგონა?:D
კარგია ფლეილისთში მარკუსა :)
Wow! თიკო wow! მაგარი თვალი გაქვს რომ შეამჩნიე:))) ხშირად ვწერ პოსტებს Marcus Miller-ის ფონზე ხოლმე:)))
აუ, ნიიინ მართლა უსაქმურობის ბრალია, მაგარი მძინარა ვიყავი და სულ ”გავზარმაცდი” გვიანობით ვიძინებ ხოლმე :))))
მე 12ზე თუ არ დავწექი, კლავიატურაზე ჩამომეძინება : ))) ქათამი ვარ :უსერ:
არასდროს დავფიქრებულვარ რისთვის იყო ეგ მაჯასკეთი, ალბათ მართლა სამარიაჟოდ მეგონა :D
მაგის არშემჩნევა არ შეიძლებოდა :)
I kinda love U all! I mean! ufff! I ააააააა, გადავეჩვიე ქართულს! და საერთოდ დღეს რუსულად ვცადე ლაპარაკი (რუსი გოგო გავიცანი, ერთადერთი რუსია რაც აქ ვნახე) და მაგარი გავიჭედე. იმიტომ რომ რაღაცის თქმას რომ ვაპირებდი ჯერ ინგლისურად ვფიქრობდი, მერე ქართულად ვთარგმნიდი და მერე ქართულიდან რუსულად It's like Lingvo you know, First U put english word, then U translate it in Russiand and then in Georgian. anyway, მადლობის თქმას ვაპირებდი კომენტარებისთვის my ass is so tired, I was cycling whole day:( ტექსელის კუნძულზე ვიყავი და საშინლად დავიღალე, საშინლად მეძინება, საშინლად ფხიზელი ვარ, მაგრამ საშინლად მიყვარხართ ყველანი და თუ ვინმეს ღვიძავს ეხლა საქართველოში - წადით დაიძინეთ!!!:)
აუ შენ ჩემი ბოლო პოსტი არ გინახავს, გეტყობა... :D
აი ახლა ვნახე (წავიკითხე) და დაგიკომენტე კიდეც:)
Post a Comment