ხედავთ ხომ ამდენ ველოსიპედს? ისიც ხომ შეამჩნიეთ, რომ ერთი ცალი ყველასგან განცალკევებით არის, კარებზე მიბმული. აბა ამას ვინ გააკეთებდა თუ არა ქართველი? ჰოდა, ვინ არის ერთადერთი ქართველი ამ საყვარელ ქალაქში? რა თქმა უნდა მეეე.
საერთოდ არ მიყვარს უწესრიგობა და საქართველოში ასეთ რამეს არ გავაკეთებდი (არადა საქართველოში ვერც გავაკეთებდი, სხვა მომასწრებდა), მაგრამ აქ ასე ვაყენებ ხოლმე ჩემს ველოსიპედს სპორტდარბაზის "ველო-სტაიანკაზე".
რატომ? იმიტომ რომ ბევრი სხვა მიზეზის გარდა, ძალიან მოსახერხებელია. შემოდიხარ, იქვე აყენებ (იცი სად გყავს და აღარ ეძებ ვარჯიშის მერე, არც სხვა ველოსიპედი გიდგას გვერდით, რომ გამოყვანაში ხელი შეგიშალოს, ცარიელ ადგილს არ ეძებ დაყენებისას იცი რომ შენი ადგილი თავისუფალია, ქვეყანა რომ დაიქცეს და დაკეტვა მოუნდეთ "სტაიანკის", ვერ დაკეტავენ, იმიტომ რომ შენი ველოსიპედია კარებზე მიბმული და ბოლოს, არავინ მოიპარავს, იმიტომ რომ შენი ველოსიპედის წაღებისთვის მთლიანი კარების ჩამოღებას არავინ დაიწყებს და თან გამოსასვლელთან არის და უფრო ხილვადია) და საკმაო დროსაც იგებ...
მაპატიეთ, ქართველი ვარ...
21 comments:
ზუსტად მაგას ქვია ქართველობა! :D
LOOOOOOOL mpu
აუ ცუდად ვააარ, რა გემრიელად გადავიკისკისებდი ახლა წარმოდგენა არ გაქვთ :D:D:D:D ხალხო რა ბედნიერები ხართ სიცილის უფლება, რომ გაქვს ერთი ჩემს მაგივრადაც გადაიკისკისეთ რააა :D:D:D
hahaha
magaria
ase unda aba
ise kargad daemtxva exla, zustad ori dgea kitxvaze, "what are your plans after writing master thesis" davitske amakad pasuxis gacema : "I have no plancs, I'm Georgian" :D
მადლობა ხალხო რომ გესმით ჩემი:D
ვაიმე...
გენაცვალე ქართველობაში...
კიარადა...
"იმიტომ რომ შენი ველოსიპედის წაღებისთვის მთლიანი კარების ჩამოღებას არავინ დაიწყებს" :D :D :D :D
ხოდა ნუ მახარბებ ამდენი ველიკათი.:(
რა ვქნა ქეით, ძალიან აქტუალური თემაა ველოსიპედი აქა დააა...
შენზე მითხრეს ქეთევანობა იყო გუშინო?:)))
ლალენას რატო არ აქვს სიცილის უფლება კაცო?:)
მე ვგორავ:))))))))))))))))))
ვაიმე, ახლა შენი კომენტარი ვნახე ჩემთან...
ხოდა, აუ აი რა საყვარელი ხარ...
აუ, აი ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან, საყვარელი ხარ...
და აი რაღაცნაირი...:LOVE:
ქეთევან! (ჯერ ქეთქეთას) არ ვიცი ზუსტად, მაგრამ სალომეს (ლალენას) წესით ამის უფლება წართმეული უნდა ჰქონოდეს, ვინაიდან და რადგანაც, როდესაც მან კომენტარი დატოვა უკუნეთი სიბნელე და წყვდიადი ღამე იყო თბილისში და "ქონსიქუენთლი" მთელ თბილისს და რაც უფრო მნიშვნელოვანია მისი ოჯახის წევრებს ეძინათ, ჰოდააა... იმედია სხვა მიზეზი არ არის ამის.
კვლავ ქეთევან! (ამჯერად ქეითს) ძალიან გავწითლდი და ავიბუზე:) მადლობა რომ ასეთი თბილი ხარ (hug)
პრაგმატულად მოაზროვნე ქართველი.
ვამაყობ პირდაპირ, რომ ამდენი ველოს პატრონიდან ვერცერთმა ვერ მოიფიქრა ეს, ქართველის გარდა :)
მოვკვდი სიცილით :)
დვორსკ, შენი დასკვნა მომეწონა:)
ქეთი (წარმოუდგენელია, რამდენი ქეთი კითხულობს ჩემს ბლოგს! კარგია, მომწონს) მე არ ვამაყობ ჩემი თავით ამის გამო, თუმცა ვიცი, რომ ჩემი ასეთი საქციელი არ არევს დალაგებული ევროპას:D და იმედია ყველას ჰკიდია, რომ მე იქ ვაყენებ ველოსიპედს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვიზამდი ასე, მე მიყვარს წესრიგი:)
ვიხუმრე სიამაყეზე:)
თუმცა ქართული "წესრიგით" ევროპულ წესრიგს არაფერი აკლდება ამ შემთხვევაში.
უბრალოდ პრაგმატულია მართლაც :)
ბლოგს კი სისტემატურად ვკითხულობ, რაც ევროპულ ამბებს აქვეყნებ (ამის მერე აღმოვაჩინე) და ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. თუმცა, მგონი პირველად დავწერე კომენტარი.
წარმატებები! :)
დიდი მადლობა ქეთი, მიხარია რომ ახალი მკითხველიც აღმოვაჩინე:)
სამწუხაროდ დრო არ მაქვს ბევრი, თორემ დასაწერი და ბლოგზე (აქაც და მეორე ბლოგზეც) დასადები ბევრია:(
ვეცდები ხშირად ვწერო და დავდო სურათებ-ვიდეოები და ისიამოვნე;)
გვასახელე, მიროო : ))) მასე უნდათ მაგათ. აჩვენე ვინ არის ბოსი :* : )))))
მე ვარ მე აქ ბოსი! იიიიშ!:D
კუდა, ლოოოოოოოოოოოოოოოოოლ
jaco, ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ
:D კრუტა!! :)))
Thnx Jenny;)
MIro Dzmao ai vamayobt shenit raaa....
ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ რომლები ამაყობთ? ვინ ხარ რომ არ დაგიწერია?:)
Post a Comment