ვარჯიშიდან მოვდივარ (რა თქმა უნდა ველოსიპედით) და ვიღაც კაცი მორბის (ალბათ ვარჯიშობს) და გაოგნებული სახით ხმამაღლა მეუბნება (მიყვირის): „FონდოხუალებოხენგუღათეFებუღო ქონთღოლე!“ და მეც ინერციით გავჩერდი. კაცმა „წყნარად“ გარიბინა და მე რა თქმა უნდა მისი ფრაზიდან მარტო ბოლო სიტყვა გავიგე. მერე ასევე ინერციით აქეთ-იქით მივიხედ-მოვიხედე, „პროწივზე“ ხომ არ მივდივარ მეთქი (აქ როგორც მანქანის ტრასებს აქვს მიმართულება, ასევე ველოსიპედებსაც თავისი ზოლი აქვთ გზის ორივე მხარეს და წესით „პროწივზე„ არ უნდა იარო, ყოველ შემთხვევაში ჩემსავით ხშირად მაინც). ყველაფერი კარგად იყო და უცბად დამარტყა! შუქები! და წინა და უკანა ფარები ჩავრთე! ანუ უშუქოდ სიარული აქ აკრძალულია!
გავაგრძელე გზა და ორი გოგო მიდის ფეხით და ველოსიპედები ხელით მიაქვთ. წინა გოგო მომიტრიალდა და მეუბნება: „FონდოხუალებოხენგუღათეFებუღო ქონთღოლე!“
მე: I'm sorry, I speak only English!
ის: Ah ok, the police is checking if the bikes have lights (თვითონ არ ჰქონდა და იმიტომ მიათრევდა ველოსიპედს ფეხით)
მე: But I have ones!
ის: Oh, sorry, I haven't seen them! (ისეთი ბანძი ბატარეები მიყენია მე ძლივს ვხედავ ფარებს რომ ვუკვირდები)
მე: Ok, thank U
არადა იცი რა ძვირია ეს ფარები? თან წინაც უნდა გეყენოს და უკანაც, თორემ პოლიცია დაგაჯარიმებს. პირველი დღეები არ მქონდა და ბედი მაქვს რომ არსად გადვყრივარ.
მოკლედ ესეც შენი ევროპა!
ვოუ, ვოუ, ვოუ! რა დროს ევროპაა! რაგბის ვარჯიშზე არ უნდა მომეყოლა?
გავაგრძელე გზა და ორი გოგო მიდის ფეხით და ველოსიპედები ხელით მიაქვთ. წინა გოგო მომიტრიალდა და მეუბნება: „FონდოხუალებოხენგუღათეFებუღო ქონთღოლე!“
მე: I'm sorry, I speak only English!
ის: Ah ok, the police is checking if the bikes have lights (თვითონ არ ჰქონდა და იმიტომ მიათრევდა ველოსიპედს ფეხით)
მე: But I have ones!
ის: Oh, sorry, I haven't seen them! (ისეთი ბანძი ბატარეები მიყენია მე ძლივს ვხედავ ფარებს რომ ვუკვირდები)
მე: Ok, thank U
არადა იცი რა ძვირია ეს ფარები? თან წინაც უნდა გეყენოს და უკანაც, თორემ პოლიცია დაგაჯარიმებს. პირველი დღეები არ მქონდა და ბედი მაქვს რომ არსად გადვყრივარ.
მოკლედ ესეც შენი ევროპა!
ვოუ, ვოუ, ვოუ! რა დროს ევროპაა! რაგბის ვარჯიშზე არ უნდა მომეყოლა?
ჩემი სართულის მეზობელიც (ანუ ის ადამიანი ვისთანაც ვიყოფ მაცივარს, სამზარეულოს და სარეცხ მანქანას) დადის თურმე რაგბიზე, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ის გოგოა, დიახ გოგო და რამ გააგიჟა არ ვიცი, თან როკერობს და თან ჩემს გვერდით აქვს ოთახი და თან წინასწარ მომიბოდიშა თუ მუსიკა ხელს შეგიშლისო. მე მაგარი მკიდია, იმიტომ რომ არანაკლებ დავაყრუებ ჩემი მუსიკით და როკი მეც საკმაოდ მიყვარს (და არც როკერების საწინააღმდეგო მაქვს არაფერი). მოკლედ ამ სართულზე ექვსნი ვართ (ანუ ვინც ზემოხსენებულ კომფორტით ერთობლივად ვსარგებლობთ). ორი ბიჭი და ოთხი გოგო. აქედან ორი გოგო დაკავებულია და დანარჩენი ორი არ უქნია ღმერთს (ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ბიჭმა მეზობელმა მაცნობა). ჯერ სამ მეზობელს ვიცნობ მარტო და დარჩენილ მეზობლებსაც (ორ გოგოს) მალე გავიცნობ (თუნდაც ამ პოსტის დაწერის შემდეგ, რაგდან ხმები მესმის სამზარეულოდან და მეც მშია ცოტა არ იყოს). ყველა ჩემი მეზობელი რა თქმა უნდა აქაურია, ჰოლანდიელი, მაგრამ ეს ბიჭი კაი ტიპი ჩანს და ვიცი, რომ დავუმეგობრდები. თუმცა ვერც ერთი მეზობლის სახელი ვერ დავიმახსოვრე ჯერ.
ოოოო! რაგბი მეთქი და არა მეზობლები!
ვარჯიშმა კარგად ჩაიარა და გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად ვივარჯიშეთ, რომლებიც წესებს გვიხსნიდნენ. ტრენერი ქალი გვყავს! ვაი მის ქალობას! ან კიდე ეს ამდენი გოგო (ჩემი მეზობლის ჩათვლით) რამ გააგიჟა რაგბი რომ აირჩია, ეთამაშათ ტენისი, ფრენბურთი, ან თუნდაც ფეხბურთი.
თამაშამდე რომ მივიდა საქმე, ბიჭები და გოგოები ცალკე ვთამაშობდით. თუმცა მე სულ უკან ვრჩებოდი თამაშის დროს და იქიდან ამომქონდა ბურთი, იმიტომ რომ დეგენერატულად ვთამაშობდით! წინ პასიც შეიძლებოდა და ვიღაც სულელი რომ გამოქცეულიყო და ვიღაცას წინ გადმოეგდო პასი, ადგებოდა ესეც და დადებდა ლელოს! ჯერ პირველი ვარჯიშიაო და წესებზე თავს არ მოვიკლავთო: არც ოფსაიდი, არც დერეფანი, არც შერკინება (გარდასახვა-არეკნი-ჯარიმაზე ხომ არც მაქვს საუბარი), ერთადერთი, ბურთის ჩახურვა არ შეგეძლო. დებილებივით დავრბოდით... თუმცა, არ მინდა ვიამაყო, მაგრამ ჩემი შეჩერება გამოცდილებსაც უჭირდათ (მაინც ვიმარიაჟე!). პასის მიცემის მაგივრად „მანიოვრს“ ვაკეთები და წინ მივდიოდი, ხან მარცხნიდან, ხან მარჯვნიდან.
ამ მანიოვრმა მიყო რაც მიყო. პირველად იყო მგონი, რომ ჩვეულებრივ სიტუაციაში თავი აღარ მოვიკალი და უკეთეს პოზიციაში მდგარ ჯეისონს პასი მივეცი და ბრახ!
ანუ, ერთმა ჰოლანდიელმა ტიპმა, მიყურა-მიყურა, შეატყო, რომ პასებს არ ვიძლეოდი და ადვილად ვიგერიებდი მოწინააღმდეგეს და გაიფიქრა, ეხლა ამას ვუჩვენებ სეირსო! თან ალბათ გუნდის მოთამაშე იყო, იმიტომ რომ ისეთი „ზახვატი“ გამიკეთა, არაფერი მტკენია, პროსტა ძირს დამაგდო, „აკურატნა“, თუმცა ძლიერად! მისდა სამწუხაროდ, პასის მიცემა უკვე მოვასწარი. თამაშის ბოლოს მადლობა გადავუხადე კარგი თამაშისთვის. მაინც კარგია, რომ გამოცდილ მოთამაშეებს შეუძვრები, ცოტა პადლიზობაც საჭიროა. თვითონაც, საღოლ ძმაო მაგარი ითამაშეო.
ტრავმა? კიიი, ერთი პატარა ტრავმა მივიღე! ცუდად დავეცი და ხელი ვიღრძე ცოტათი. ეხლა არაფერი, მაგრამ ვიცი ხვალ შემაწუხებს. მაგრამ არაუშავს! ჩემი ძმაკაცი გერმანიაში რომ წავიდა სასწავლებლად, ჩემი არ იყოს ისიც რაგბის გუნდში ჩაეწერა (და ფეხბურთისაშიც) და მგონი ერთ-ერთ პირველ ვარჯიშზე ფეხი მოიტეხა. ამას რომ დედაჩემი კითხულობდეს, ალბათ ვიზაზე დაიწყებდა ჩალიჩს, რომ ჩამოსულიყო და რაგბის ბაზა დაეხურა. აბა იცის, რომ იქიდან მე ვერაფერს შემაგნებინებს და რა ქნას, ნერვიულობს: შვილო, 6 წელი კალათბურთელი იყავი და რაგბისტობს რამ გადაგაწყვეტინაო!
მორჩა ვარჯიში და რა თქმა უნდა ჩვენი ტრენერი ისევ ჰოლანდიურად გვიხსნიდა რაღაცეებს, რაც მე, ჯეისონს და კიდევ რამდენიმე არააქაურს არ გვესმოდა და სხვა ბიჭებს ვათარგმნინებდით. ხოოო! კიდე ერთი! ჩემმა ტრენერმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ მე ფრანგი ვიყავი და მე ცალკე ფრანგულად მიხსნიდა. ნეტა რატომ?
ჰოდა, მხარზე დატყაპუნებები, მადლობა და კარგი ვარჯიში იყო, შენ საღოლ და არა შენ საღოლ და პირველად თამაშობ? და თითქმის პირველად, მაგრამ ჩემს ქვეყანაში რაგბი საკმაოდ პოპულარულია (ვინც არ იცის, რეიტინგით მე-14 ვართ მსოფლიოში და ჰოლანდია 48-ე) და სადიან ხარ და საქართველოდან და ხოო, კარგი გუნდი გყავთ და თურმე უფასო ცივი წყალია და დავლიდე და ლუდი? ხოო, ლუდი! ერთი ტიპი (გუნდის წევრი ალბათ) მაწვდის ლუდს, არ გინდა ძმაოო? რა თქმა უნდა გამოვართვი და ენერგიისთვის არის მეთქი ხო რა თქმა უნდა? ხოო, ენერგიისთვისო და მეც დავლიე და როგორც ჩანს უფასო იყო.
არა, თქვენ ალბათ ვერ ამუღამებთ ალბათ! ჰოლანდია, ევროპა, უნივერსიტეტის სპორტული ცენტრი, სადაც წელიწადში ამ ცენტრის საწევროს იხდი, რაც იმაზე ნაკლებია, რაც რაგბის ყოველ ვარჯიშზე რომ ლუდით გაგიმასპინძლდნენ და თან პირველი მისულიხარ, თან ჰოლანდიელი არ ხარ (ამას ხაზგასმით ვამბობ, იმიტომ რომ უცხოელები ჰოლანდიელებს, რბილად რომ ვთქვათ ჰკიდიათ და ამიტომაც მყავს ბევრი უცხოელი მეგობარი და ამიტომაც შევედი რაგბიზე, რომ ჩემი არაჰოლანდიელი მეგობრები შედიოდნენ და ამიტომაც ვდგავართ ყველა არაჰოლანდიელი ერთმანეთის გვერდზე - განა რამე პრობლემაა, უბრალოდ არ გეკონტაქტებიან მაინცდამაინც), თან არც იცნობ ადამიანს და უცბად - ლუდი!
იცი რისი ბრალია? რაგბის! რაგბი მართლა სხვანაირი სპორტია და რაგბის მართლა სხვანაირი ხალხი თამაშობს! ეს ყველას ემჩნეოდა (ანუ გუნდის წევრებს). მერე ლუდი რომ გამოვართვი, ამ ტიპმა, ეხლა დუშს რომ მივიღებთ, გამოვიცვლით, ზემოთ უნივერსიტეტის ბარში ვიკრიბებით და ყველანი ერთად მივდივართ რაღაც პაბშიო (ერთი ადგილი აქვთ ამ რაგბისტებს, სადაც ხშირად იკრიბებიან და ერთობიან, ამათ საიტზეც მქონდა ეგ ადრე წაკითხული) და წამოდი შენც თუ გინდაო. კარგი, რა თქმა უნდა მეთქი...
გასახდელში ვიღაც ტიპს ვკითხე და ეგენი არ ვიცი სად მიდიანო, მგონი ჩვენთვის პირველ წლიანებისთვის არ არის ეგო და მე სახლში უნდა წავიდეო. მერე მეც რომ დავფიქრდი, ასე შეტენვა არ მინდოდა პირველ ვარჯიშზე და წამოვედი სახლში. მეორე ვარჯიშიდან, პაბშიც წავალ რა თქმა უნდა და უკეთ გავიცნობ „ასნავნოი სასტავს“:)))
ტეხავს, რომ მარტო კვირაში ერთხელ არის...
პ.ს. დღეს სარეცხი მანქანის ხმარება ვისწავლეე! ბავშვებს ვთხოვე და ამოვიდნენ (სარა და ოლა) და დამეხმარნენ, მე კიდე კარტოფილი შევუწვი და ვაცეცხლე!:)
მორჩა! დავამუღამე სარეცხი მანქანა!
24 comments:
შენ გაიხარე!
რაღაცნაირი პოსტი იყო, სხვანაირი, ლიტერატურულად უფრო ღირებული ვიდრე წინები, რატომ არ ვიცი :)) ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და გევიგე ყველაფერი :)))
გიგის ფეხის მოტეხვა შენგან შორს და ისე რაგბი მართლა სხვანაირი სპორტია:)
მეც მყავდა ფეხბურთელი გოგოები.
მარა მირო ჩემო, ფეხბურთს და რაგბს რა უჭირს, ევროპელი ფემინისტი გოგოებისგან დაცუციკებულ კაცებს რომ ნახავ მანდ, კედელზე რომ ააკრავენ ბიჭებს და თითს დაუქნევენ ცხვირწინ, მაშნ კიდევ ერთხელ დაგვაფასებთ ქართველ გოგოებს!!! მაააშ! :D:D:D
უი ხო, ველოსიპედით მეც უფაროდ დავდივარ, თან შუა ტრასაზე, მანქანების გასწვრივ. რაც მთავარია ყიდვასაც არ ვფიქრობ :ღმერთო მშვიდობით მატარე:
შენგან განსხვავებით მე დამეწია პოლიცია, არადა ვითომ მოვიყრუე, იჰ შპრეჰე დოიჩ ნიჰთ-თქო თქმასაც ვაპირებდი, ის იყო პირი გავაღე და... ხელფეხით და ყვირილით ისე მშვენივრად გამაგებინა, ეხლავე ტროტუარზე აბრძანდი და ფარები იყიდეო რომ არაფრის თქმას აზრი არ ჰქონდა, ია ია, ოკ ოკ, დანქე დანქეს მეტი ვერაფერი მოვასწარი და ავიძურწე ტროტუარზე :D სადაა გადასაყრელი 50 ევრო (გასარისკი თავი ხომ მაბია ორი :D)
ჰოდა ასთე ჩემო გენაცვალე :)
წავედი ეხლა მე და ისე, მაინც აქ ვარ, სალომეც ჩამოდის და იქნება მერე ჩამოსულიყავი, სტრასბურგში გავაჭრიდით, იქ სულ კაი ამინდია აქაურობასთან და მაქაურობასთან შედარებით :)))
ჟაკ, შემშურდა ველოსიპედით რომ დადიხარ :) ჩემი ფარული ვნებაა ველოსიპედი :)))))
ხოდა პროწივზეც ვიკაიფე, გამოცდილი მაქვს ეგ, დიიიდხანს ვიარეთ მე და ორმა მეგობარმა დიდი ხნის წინ ერთ შორეულ ევროპულ პატარა ქალაქში პროწივე, თან აღმართზე და თან მოხვეულ ხიდზე და მერე ჩვენც აბორიგენმა მოგვაძახა რაღაც, რომელიც იმავე ზოლში მოდიოდა ჩვენს პირისპირ :)))
რაგბზე რომ არ გავაკეთო კომენტარი, არ გეწყინება, იმედია :)
ჰეი, მადლობა კატუშ თბილი კომენტარისთვის, მეც ერთი ამოსუნთქვოთ დავწერე:) და ქართველ გოგოებს კიდევ მინდა გითხრა რომ საკმარისად გაფასებთ და არა შენი მოყვანილი არგუმენტის გამო:)
გიგის კიდე მართლა არ გაუმართლა ფეხი რომ მოიტეხა:(
სალომე ჩამოდის უკვე?! რა მაგარია! ჯერ ვერ შეგპირდებით რომ დაგადებით, მაგრამ როცა ავეწყობი ნორმალურად აუცილებლად გამოვნახავ დროს, იმიტომ რომ სტრასბურგი მართლა ერთ-ერთი უსაყვარლესი ქალაქია ჩემთვის... ვნახოთ;)
ცის, რა არი საწყენი, ან კიდე რა კომენტარი უნდა გაგეკეთებინა რომ რაგბიზე? რამე ასეთი: რაქში თამაში გააუმჯობესე და მე მაინც შენში მარჯვენა ჰავბეკს ვხედავო?:))) ასეთს არც ველოდი:D ასე რომ ისევ ველოსიპედებზე იყოს:))) გაიხარე შენ;)
ე.ი. ყოველთვის ვოცნებობდი რაგბისტობაზე და და ახლა იმედი ჩამესახა, იქნებ სადღაც, შორეულ ევროპაში, ოდესმე ავიხდინო ოცნება :D
ხოოო, ტანი გავქს ნამეტანი რაგბისტის!:D ამ გახსენებაზე, არ უნდა გასუქდე ცოტა?
ah holandia ragbi
mechta vso eta!!
kaia magariaa uuh!!
utvino moi ertad me kamandas vagroveb :D
nu chemi tanis patroni me pirvel xazshi viqnebio da shenc gamogizebnit adgils :D
საღოლ ჩორვენ, კაი იყო:))) საინტერესო იქნება თქვენი რაგბის ცქერა:)
ისე ტიფლისშიც მოგვეხაზა საველოსიპედე გზა :D ნუუუ, უფრო ევროპული ქალაქი გვექნებოდასავით :P
აუ, რა კარგია :user:
ა?
უნდა გავსუქდე ?
მაგაზე არ მიფიქრია ...
რავიცი დღე-ღამის ნებისმიერ დროს შემიძია მივირთვა საჭმელი, ღამე გამღვიძებია , ავმდგარვარ და მიჭამია და ეს ვარ :D
ხოდა ჩორვენ მე კარში ჩავდგები :))))
ან ბურთი ვიქნები : ))))
:(
რა მტკივნეულია თემაა...
დღეს აღმოვაჩინე, რომ თურმე ველოსიპედი მომპარეს... მაუნთბაიკი იყო თან :(
მარა გაფუჭებული იყო და უნდა წამეღო გასაკეთებლად....
;(
შით, ფუცკ...
სალი თბილისში ვეერ, ვეეეერასდროს, მთაგორიანი ვართ ძალიან:)))
ბოღმა ნანა, განა ასეთი რა გაწყენინე და რა ბოღმა ჩაიდე გულში, რომ დაპოსტე და მერე წაშალე?:)))
დეკა, მართლა საკაიფოა ჟარგონულად რომ ვთქვათ.
ნიიინ, ჭამე ძეტკა, ჭამეეე, მაგრამ კარში არ ჩაგაყენებთ, იმიტომ რომ რაგბიში კარში არავინ დგას:)
ქაოთიქ, ვიზიარებ:(
რავი აბააა...
ხოო, კაი...
ნახე რა კარში არ ჩამაყენებთ და ბურთი ვიყო ხო? :)))
ვიცი რო კარში არავინ დგას, ვიხუმრე :((
თორე რაც მე რაგბის დროს სტადიონზე ხმის იოგები ჩამიხლეჩია :)))
მე ვამაყობ შენით ძეტკა:)
მორჩა! დავამუღამე სარეცხი მანქანა!
xooooo.
ai maladec!
:))))))))))))))))
შენა და..ძაან არ შეყვე სარეცხის და ჭურჭლის მანქანებს... ჰოლანდიაა მაინც :))))))))))))))))
ისე რაგბზე საღოლ, და მართლა ვილიტი ბურჭულაძე ხარ რა
ვაიმე შოოოოოოოოოოოოოოოონ! :)))))))))))))))))
ბურჭულაძეზე მაგრა ვიცინე :))))))))))
ზამზა! გრეგორ ზამზა! :))))
რა გინდათ კაცო ამ ბურჭულაძისგან? დასაერთოდ რა გაუგებარ კომენტარებს მიტოვებთ? მე რა შუაში ვარ?:D
იმ შუაში ხარ რომ გავხარ ამ სურათზე ბურჭულაძეს, რაც შონმა აღნიშნა და რაშიც მეც დავეთანხმე :))) და შენი შემდეგი პოსტი უნდა იყოს ”წერილი დედას” ;)
ხოოო და თუ გინდა გეტყვით ვინ არის ბურჭულაძე. თუ მიხვდი უკვე? გავშიფრე კაცო ზედა პოსტში :)
ჰოდა არ ვგავარ ამ ბურჭულაძეს თქო:)))
საკაიფოდ წამეკითხა :)
ასე ვთქვათ შემოგეკითხა ხომ?:) ძალიან კარგიი, მადლობელი ;)
Post a Comment