ეგეც შენი რაგბი! გახეთქილი ტუჩი, დაწითლებული ხელები და დასინიაკებული ფეხები... მაგრამ კარგად ვარ! არაფერს ვუჩივი, წვრილმანია ყველაფერი! გუნდი? ჰმ! ორი საათი ერთ ტემპში ივარჯიშე: დარბიხარ, უცბად დაიყვირებს ტრენერი: 10 push ups! გააკეთებ - run!
თამაშობ: Look where you through the ball Miro! მიყვირის ისევ! ვერ გავაგებინე კაცო ამ ტრენერს, რომ 6 წელი კალათბურთს ვთამაშობდი და ყოველთვის საწინააღმდეგო მიმართულებით ვიყურები ვიდრე პასს ვიძლევი. ხრიკიც იმაშია, რომ გრძნობ შენს თანაგუნდელებს მოედანზე და ისე იძლევი პასს რომ არც იყურები, ასე უფრო ლამაზია და ასე უფრო დამაბნეველია, მაგრამ როგორც ჩანს ეს არ ჭრის რაგბიში. თუმცა იმაში შევცდი, რომ ჰოლანდიელები სამყაროსგან გარიყული და უყურადღებო ხალხი მეგონა. ძალიან მეგობრულები არიან. ყველა მოდის, გაგეცნობა და მოედანზეც გამხნევებს, რადგაც იცის, რომ ახალი ხარ და გუნდს უნდა შეეწყო - თან ერთადერთი უცხოელი აღმოვჩნდი ამდენ ჰოლანდიელს შორის - არც ფერნანდო მოვიდა და არც სტივი...
საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ! მეტს ვერც მოვითხოვ ჩემი თავისგან პირველ ვარჯიშზე... ზეგ ვნახოთ.
მთელი დღე ვმეცადინეობდი, მერე რაგბი, მერე სახლი და მერე ღამის 12 საათზე წავედი ყოველკვირეულ „ფართიზე პიკენ პაბში“, მერე სახლი და ძილი...
ეხლა სადღაც დილის 8 საათია და სადღაც 40 წუთში ლექცია მაქვს. მეძინება საშინლად, ყავა მიცივდება და განადგურებული ვარ. ლექციაზე წავალ, მოვალ, ცოტას დავიძინებ ალბათ და მერე ტრენაჟორები, ხვალ ისევ რაგბი და
4 comments:
ველურები ეგენი ,
მაგისთვის გაგიშვით, რომ დაგასინიაკომ? :@
ნუ ნერვიულობ ძეტკა, ყველაფერი კონტროლს ქვეშ მაქვს:)))
დაააა ყველაფერი ძაააან მაგრადაა, რომ არ ჩვთვალოთ მაგ მხეცების გამო გახეთქილი ტუჩი, დაწითლებული ხელები და დასინიაკებული ფეხები...რამდენ რამეს აწრეეებ მიროოო :)
ყველაფერს სალი, ყველაფერს:)))
Post a Comment