მწვრთნელმა მითხრა სამშაბათს მოდიო. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ მე მეორე გუნდთან ერთად ვივარჯიშებ, რომელიც მესამე დივიზიონში თამაშობს უნივერსიტეტის ლიგის. ანუ ეს იმასაც ნიშნავს, რომ მე ამათთან აღარ ვითამაშებ, რადგან მწვრთნელის თქმით კლასში აშკარა სხვაობაა. ეს მაშინ, როცა რაგბის ბურთი სულ ოთხჯერ მაქვს ხელში დაჭერილი და აქედან სამჯერ აქ, ჰოლანდიაში. ეს მარტო მე არ მეხებოდა. სამს გვითხრა: მე, სტივს (ავსტრალიელი) და ფერნანდოს (ესპანელი). თუმცა ალბათ ჯეისონიც (ამერიკელი) შემოგვიერთდება თუ გაქაჩავს და უცხოელი სტუდენტები კარგად მოვერგებით ჰოლანდიელების გუნდს.
გუნდში ვარ გუნდში!!! მართალია მეორე გუნდში, მაგრამ ესეც ხომ სასწაულია? ალბათ ის მეხმარება, რომ ბევრისგან განსხვავებით წესები ვიცი და ოფსაიდს და წინ პასს გავკივივარ ხშირად.
ვნახოთ აბა თუ დამიტოვებენ გუნდში და უკან თუ არ დამაბრუნეს კურსებზე, დამწყებებისთვის.
7 comments:
:ამაყ: :ამაყ: :ამაყ:
მიუხედავად იმისა, რომ რაგბი არ მიყვარს, მანც ყოჩაღ :P დედასამშობლო ამაყობს შენით :)
მადლობა ნინიკო და სალი რომ ამაყობთ...
სალი, რატომ არ გძინავს? თქვენთან ოთხი დაიწყო უკვე!:)
აბა შენ იცი!
რა ნომრად ხარ - 9 თუ 8?
ჯერ არ ვიცი დვორსკ, იმედია ბურჯად არ დამაყენებენ 2 ან 3 ნომრად... ყველამ აღნიშნა რომ სწრაფი ვარ და ასე რომ შერკინებაში ჩემი ადგილი არ უნდა იყოს, აქ არიან საკმაოდ „ჩასხმული“ რაგბისტები, თუმცა ბევრს არც მე ჩამოვრჩები ტანით... მოკლედ ვნახოთ;) შეგატყობინებთ აუცილებლად და მერე სურათებსაც დავდებ იქითა ბლოგზე, როგორც კი ვინმე გადამიღებს... სავარაუდოდ გოგოებს ვეტყვი და დაესწრებიან ვარჯიშს როცა ფორმაში ვიქნები:)
aba carmatebebi!!!
ragbi mikvars, ubralod sherkinebas roca vukureb xolme, tvalebs vxuchav da chemi zmis tamashi jer arasodes mikurebia da arc survili makvs, ra makurebinebs, guli miskdeba :D:D:D
ჩემი თამაშის ყურება მოგიწევს:D რა იცი იქნებ ვიდეოები გადამიღონ და მერე ბლოგზე დავდებ:D
Post a Comment