ცოტა ხანში სარა და ოლა მოვლენ! რა მაგარია! არ მომიწევს სარეცხ მანქანასთან წვალებააა! ჯერ იშოპინგებენ გოგჩოურად, ევროპულად და მერე ამოვლენ და სარეცხს დამირეცხავეეენ! მეც ვისწავლი სარეცხ მანქანასთან მოპყრობას და აღარ შევაწუხებ არავის. ყავა-სარა; კოკაკოლა-ოლა; ასე გაიყვეს სასმელი; ნამცხვარი ორივეს... თან სარას ცოტა ჰოლანდიური ესმის და არ გაუჭირდება სარეცხ მანქანაზე ჰოლანდიური წარწერების გარჩევა...
რაზე გავჩერდი? ანიტამ მომწერა, სლოვაკი გოგოა ერთი და სულ კარგი ინფორმაციები აქვს ხოლმე. ეხლა მითხრა შაბათს რაღაც სამბა ფესტივალის პონტია და ჩვენები წავალთ ალბათ ყველანიო და შენებსაც უთხარი და წამოდიო.
დღეს არ იცით რა ხდება? „პიჟამა ფართია“! და ვისი იდეაა? რა თქმა უნდა ესპანელების (რომლებიც აქ ძალიან ბევრნი არიან!) ხალხი საღამოს 8 საათზე იკრიბება ლენთში (ლენთი ჩემი ქალაქის მოსაზღვრე სოფელია და ქვემოთ მოგიყვებით ლენთზე) და ყველას პიჟამა უნდა ეცვას, დალევენ, ბარბექიუს მოაწყობენ და მერე აპირებენ ასე პიჟამოებში (დაახლოებით ასი სტუდენტი) ქალაქის ცენტრში წასვლას, ხალხის გაოცებას. მერე, როგორც მე ვიცი ერთობლივად უნდა დაწვნენ და დაიძინონ დემონსტრაციულად თუ რაღაც ეგეთი.
მე ვერ მივდივარ, იმიტომ რომ დღეს რაგბის პირველი ვარჯიში მაქვს მაგ დროს და ვარჯიშის დროს არ მგონია მაგათი თავი მქონდეს, თუმცა სურათებს ვნახავ მერე...
Lent! - ლენთი ის ადგილია სადაც ჩემი მეგობრების უმრავლესობა ცხოვრობს. სოფელია პატარა როგორცვე გაცდები ნაიმეგენს (ქალაქს სადაც მე ვცხოვრობ და ვსწავლობ). ქალაქს გაცდები თუ არა დიდი ხიდი უნდა გადაიარო, დიიიდიიი და მერე ლენთში შედიხარ და მართალი გითხრათ ლენთსაც უნდა გასცდე და 20-30 მეტრში მარჯვნივ რომ ჩაუხვევ უცხოელ (არაჰოლანდიელ) სტუდენტთა დიდი საცხოვრებელი ბანაკია და იქ ცხოვრობს ბევრი ჩემი მეგობარი და ხომ წარმოგიდგენიათ რამდენჯერ მიწევს იქ წასვლა და მერე უკან სახლში ნასვამს დაბრუნება? ველოსიპედით ნახევარი საათია ჩემი სახლიდან (ცენტრში ვცხოვრობ მაინც) და ერთი მომენტი ძალიან მეწყინა მეც იქ რომ არ შემხვდა ბინა, მაგრამ ეხლა კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ჩემს სამეგობროში ყველაზე კარგი და ყველაფრით უზრუნველყოფილი ბინა (პლიუს ადგილმდებარეობა) მე მაქვს!
კარგი, დროა ხილი გავრეცხო:)
13 comments:
მიროოო, ძალიან ჩართულხარ უკვე ჰოლანდიურ ცხოვრებაში. განსაკუთრებით ვიხალისე ”ველოსიპედით ნახევარი საათიაო” :))))))
მაგრამ, როგორც ვატყობ კომენტების ნაკლებობააა ბლოგზე, რაშია საქმე??;)
მიროს რო დაურეკავ, და გეტყვის, მაცალე კაცო, ვრეცხაობო:)))))))
აუ პიჟამა ფართი მაგარია :D:D აბა თბილისში წარმოიდგინეთ, სტუდენტები, რომ გამოტანტალდნენ :D ისე, მე ველოსიპედზე სერიოზულად ვფიქრობ, რა მოხდება ჩვენთანაც, რომ იყოს ეგ სატრანსპორტო საშუალებასავიიით? მერე რააა... :?
ვსიოოო! ვისწავლე სარეცხი მანქანის ხმარებააა!:)))
მარო, ჩართული ვარ აბა როგორ ვიქნები:) ავეწყე უკვე აქაურ ცხოვრებაზე:) და რაც შეეხება ველოსიპედს, მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია ჩემთვის, ანუ ველოსიპედის გარეშე ვიღლები თუ დავდივარ (ისიც ერთხელ იყო შემთხვევა რაც ველოსიპედი ვიყიდე, რომ 10 წუთი ფეხით სიარული მომიწია და დავიტანჯე), არადა პირიქით შეიძლება გეგონოთ, რომ ველოსიპედით უფრო რთულია და იღლები, მაგრამ ჩემთვის ველოსიპედზე დაჯდომა როგორც რბილ სავარძელში ჩაჯდომა ისეა და ვისვენებ პირიქით - სუპერ პრაქტიკულია აქ!:)
ასე რომ სალი, შეგვიძლია თბილისშიც ვიფიქროთ, მაგრამ ძალიან ბევრი აღმართ-დაღმართია და დაიტაბჯები. აქ თითქმის არ არის აღმართი და სულ არ ვიღლები;)
ქეეთ, ქეეეთ!!! რა მოხდა მერე? აბა რა გეგონა?:D
უფ უფ თბილისში რომ სამსახურში აასკდები ველოსიპედით გახვითქული და მაგას კიდე რა უჭირს, ისედაც ხშირად არჩთუ კარგად დაბანილი რომელიმე თანამშრომელიც თუ ამოასკდა აღმართს დილის პაპანაქება 33 გრადუსში და დაგატკბო სურნელით.... ჰუჰუ რა იქნება ! >D
პიჟამა პართიმ დაგლიჯა რა, აი ამიტომ მევასება ჰოლანდია, ყველა უბერავს მაგრამ რაღაც სხვანაირად, ზომა მაინც იციან :))
ხო, ლენთს რაც შეეხება, ზუსტად ეგეთ პონტში ვცხოვრობდი მეც, ანუ ცენტრში, ოღონგ აქაური ლენთელები მოდიოდნენ დღეში 9ჯერ ცენტრში :D
აბა ტი ჩტო, ქართველი ქალაქგარეთ ბინას იქირავებს ფულის დაზოგვის მიზნით? :D
არ გვინდა ოფლები ეკუშ!:D პიჟამა ფართი კი კაი იყოო, პროსტა ვიღაცას ქართულად გაუპათოლოგებია და ჭურჭელი დაუმსხვრევია, დეტალები ჯერ არ ვიცი:D
ჰოდა ცენტრს რაც შეეხება, მე აქ ცნობილი ვარ როგორც პირველი სნობი! ხუმრობით რა თქმა უნდა:D
ოლა კარგი გოგოა ტოჩკა
და ვისთვის გინდა ნინიკო ოლა? გინდა ჩამოგიყვანო? გაიცნობ დაუდაქალდები და მერე ვინმე ქართველი ბიჭი გავაცნოთ (ნუუ, თუ მანამდე თავის შეყვარებულს დაშორდა რა თქმა უნდა:D)
I am on this bike :D
Hey Ola;) I know that it's U on that bike:)
U know it's funny but actually we were talking about U:) "utvino" said that U R a good girl. U had to notice that, 'coz U know how to write your name in Georgian: ოლა :)
ოხ, როგორ ვერ ვიტან U-ებს და 'coz-ებს ნეტა იცოდე.
შენთვის მინდა შენთვის :))
უი ეგ მართლა ოლაა თუ შენ მაიმუნობ რაღაცას? : )))
კიდევ გადაეცი, რომ სურათებიდან ყველაზე მეტად ეგ მოგვწონს ,ვგულშემატკივრობთ და სულ ვუყურებთ დანიიდან :D
კატუშ რა გინდა კაცო, შემოკლებით ვწერ და პა ამერიკანსკი. ეგრე ვარ მიჩვეული:)))
ნინო! პირველ რიგში მართლა ოლაა და რომ შემოვა და წაიკითხავს ამდენ ოლა ოლას გაუკვირდება, იმიტომ რომ „ოლა“ს წაკითხვა შეუძლია ქართულად, ვასწავლე და აქ ჩემი სკაიპიდან შემოდის, ლინკი მიდევს და ისედაც ნათქვამი მაქვს, რომ ბლოგი მაქვს და მეორეზეც შემოდის ხოლმე... ასე რომ არ ვმაიმუნობ და მართლა მაგრად დაემთხვა, ძაღლი (თუ ოლა) ვახსენეთ და:)))
მეორე რიგში გადავცემ, რომ მოგწონთ (სურათებიდან მარტო რატო? ვიდეოებშიც არის:))
და მესამე რიგში უკვე შენ მიხვდი. არ გავაკეთებ კომენტარს:D
Post a Comment