Sunday, October 5, 2008

ირაკლი ოქრუაშვილი ვნახე



არ მიყვარს პოლიტიკა და არც პოლიტიკოსებზე ვაფანატებ, მაგრამ სხვებთან შედარებით ირაკლი ოქრუაშვილი იმსახურებდა ჩემს სიმპატიებს და პრინციპში ახლაც იმსახურებს. დღეს ექსკურსია გვქონდა, არ ვიტყვი რომელ ქვეყანაში და ქალაქში, რატომღაც არ მინდა გამჟღავნება, თუმცა არავის გავუფრთხილებივარ რომ არ მეთქვა. და მოკლედ ირაკლი ოქრუაშვილი ვნახე (ფოტოზე).

ძალიან დამწუხრებული და ძალიან სევდიანი ჩანდა, თუმცა საკმაოდ თბილად მელაპარაკა, გამომკითხა რას ვაკეთებ, რას ვსაქმიანობ და ასე შემდეგ, თუმცა ჯერ მე გამოვიკითხე მისი ამბები, კარგად ვარ, გუშინ ჩამოვედი პარიზიდანო. ვიღაც ჩემთვის უცნობი წარმომავლობის მამაკაცთან იყო (არაქართველი, იმიტომ რომ საუბარში არ ჩართულა), ორჯერ მოვუბოდიშე, რომ საუბარში ჩავეჭერი, თუმცა ირაკლის როგორც ჩანს ეკიდა და არც იმჩნევდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის იმ დასკვნამდე მივედით რომ არაფერი გვეშველება (დაახლოებით ისე გამოუვიდა, რომ რა აზრი აქვს ეხლა შენს სწავლას დღევანდელ ქვეყანაშიო და მე ვუთხარი, კი ვარ გამოუსწორებელი ოპტიმისტი მეთქი, მაგრამ მაინც იმ დასკვნამდე მივდივარ რომ, საქართველო...) მაინც მიყვარს საქართველო, ქართველები. ორი წუთის მისული ვიყავი, რომ რას მიირთმევო და გამიხარდა რომ შემომთავაზა, თუმცა რა თქმა უნდა უარი ვუთხარი, იმიტომ რომ მეგობრებთან ერთად ვიყავი მეორე სართულზე. ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ და დავემშვიდობეთ.

P.S. უცნაურია, მაგრამ თბილისიდან აქეთ რომ მოვფრინავდი მეტიუ ბრაიზასთან ერთად ვიფრინე (მეც ბიზნეს კლასის ბილეთი მქონდა ახლოს ვისხედით ერთმანეთთან. სნობი არ ვარ, უბრალოდ ეკონომ კლასის ბილეთი არ იყო დარჩენილი) და მგონი ცნობილ ხალხს ვიზიდავ:D

12 comments:

Katiée.Ge said...

lool
მეგონა ღადაობდი :D
დიდი კაცის დასიზმრება არაა მგონი კაი თორე ნახვას რა უჭირს :))
პ.ს. ისე ეხლა ეგ ლეგალურადაა საზღვარგარეთ თუ საქართველოში კიდევ ძებნაშია?

m i r a m a x said...

აღარაა ძებნაში, მოიგო სასამართლო და ცხოვრობს ჩვეულებრივად, დაჟე როგორც ვიცი პოლიტიკური თავშესაფარით ცხოვრობს.
თუ ვცდები გამისწორეთ :უსერ: ვერც მე ვერკვევი პოლიტიკოსობაში

Khatia Caroline said...

მეც ვერ ავხსნი ზუსტად რა და როგორ მოხდა. ოქრუაშვილის წამოწყება მაინც არასერიოზულად მიმაჩნდა. რეაქციები კი მის წინააღმდეგ, შემაშფოთებლად! ... საბოლოო ჯამში კი, სამწუხაროა რომ ხალხსაც ვკარგავთ.

ვცდილობ პოლიტიკური თემები დავივიწყო და არ გამომდის. ნერვების მომშლელია და მეტი არაფერი. თანაც ჩვენ არავინ გვეკითხება, ნაკლებად რამე თუ შეგვიძლია ...

sabaha said...

ავტოგრაფი არ სთხოვე :((
:D
რომ ჩამოხვალ შეგეხებით ხო = )))

Lalena said...

ოქრუაშვილი ჩემს სიმპატიებსაც იმსახურებდა, არ მეგონა ასე თუ დამთავრდებოდა მისი ”პოლიტ კარიერა”... ავტოგრაფი კი მართლა კაი იდეააა :P

Tiko said...

ვახ ვახ ვახ :)))))

I wonder იქიდან ვისთან ერთად გამოფრინდები :))))))

Kate said...

მეც დიდი სიმპატიებით ვარ ირაკლის მიმართ განწყობილი. გული მწყდება, რომ ასე დაამთავრა პოლიტიკური კარიერა. მეც დიდი სიამოვნებით გავესაუბრებოდი რამდენიმე საკითხზე. საინტერესო ადამიანია ჩემი აზრით. ხოდა ისა, მერე მე და უტვინო შეგეხებით. :დ

Katiée.Ge said...

მე არ მაქვს ჯერაც ჩამოყალიბებული კონკრეტული წარმოდგენა ამ პოლიტიკოსის შესახებ.
მიუხედავად იმისა რომ ზოგადად ძალიან მიყვარს ძლიერი ადამიანები, პლიუს ემოციურები, მაინც პოლიტიკაში მგონია რომ აფექტური გადაწყვეტილებები და მაგარი ბიჭობა არაა საკმარისი იმისთვის რომ საიმედო და დასაყრდენი პოლიტიკოსი იყო ხალხისთვის. ამიტომ გული მწყდება რომ ვერ გაამართლა იმედი და ალბათ მართლა დაამთავრა პოლიტ. კარიერა.
თუმცა ვინ იცის... :)

nati kuda said...

მეც მესიმპათიურება ეს კაცი და რავი

Anonymous said...

სადაურსა სად წაიყვანო კი არა და რა პატარაა ქვეყანა..
არა, არც ეს გამოდგება :)
მაგრამ რაღაც მსგავსი მინდოდა მეთქვა :)

jaco said...

ნინო, ქეით - რომ ჩამოვალ შემეხეთ რამდენიც გინდათ, თითქოს მანამდე ნაკლებად დასაფასებელი კაცი ვიყავი:D

თიკო, ეჭვი მაქვს იქიდან ვინმე გაცილებით ცნობილ ადამიანთან გამოვფრინდები:)))

Alexander said...

ვახ, ჩემიიი :)