400 გრამი სოკო:
იეღოველები აქ იცი როგორები არიან? ანუ მე მეგონა რომ არ აირიან, მაგრამ არიან. უფრო სწორად არ არიან, მაგრამ სხვები ხომ არიან, ასევე სექტანტები, რომლებიც ჩემთვის იგივე იეღოველები არიან... ორი ამერიკელი ტიპი შემხვდა რამდენიმე დღის წინ იმის იმედით რომ „ჭეშმარიტ“ ღმერთს მაზიარებდა... ბროშურა და თავიანთ ეკლესიაში დაპატიჟება. ბლააჰ: მორმონები.
იცი, რომ მორმონები ის ხალხია რომლებიც თუ არ ვცდები მე-19 საუკუნეში მრავალცოლიანობის მომხრე იყო? ახლა არ ვიცი თუ შეიცვალეს აზრი. ბლააჰ: ამავდროულად მასონებიც.
300 გრამი კარტოფილი:
ოოოო დიდებულო მატრიცა! ასრულდა ჩემი ოცნება და გიხილე როგორც იქნა! არადა, იმის გამო რომ შენში შემოსვლა ფული ღირდა არავინ მომყვებოდა შენს დასაპყრობად. და დაგიპყარი(თ). 15 ევრო რა ამბავია, საერთოდ 10 ღირს, მაგრამ რადგან 7 წლის იუბილე გქონდა, არაუშავს. ნამდვილად საუკეთესო ღამის კლუბი ხარ რაც ამ ქალაქშია და თან ადგილი გაქვს საკმარისი ბოლოს და ბოლოს რომ კარგად დაიხარჯოს ადამიანი...
1 თავი ხახვი:
კარგი ბავშვები არიან, რომ აიტეხეს წამოსვლა. კარგი იყო. ბედად სახლის გზაზე ორმა აქაურმა კეთილმა ადამიანმა გამიყოლა, ველოსიპედით, უკანა სკამზე ვიჯექი და კი დავტანჯე ის საწყალი, თუმცა ჯარისკაცი ვარო ბლატაობდა და... საკმაოდ შორს კი წამოვსულვარ, ფეხით ნეტა როდის მივიდოდი სახლში...
1 კვერცხი:
კარგი ინგრედიენტი შევურჩიე. მირო ჯუნიორი (ჩემი ველოსიპედი) ცენტრალური სადგურის გაჩერებაზე დავტოვე და დამავიწყდა წამოყვანა. ორი დღე სახლში ვიჯექი, დანიელმა გამომიარა მესამე დღეს ლექციაზე რომ წავსულიყავით, ჩავედი ქვემოთ და სად არის ველოსიპედი. კვერცხი. სადგურზე მაქვს დატოვებული... გადავრჩი რომ არ მომპარეს...
სადილის ტომატი:
ღმერთო ჩემო! როდემდე შეიძლება საქართველოს ნაკრები სულ აგებდეს და მე კიდევ სულ უაზროდ ბევრი მქონდეს სამეცადინო?
მარილი:
მირო ჯუნიორი შევაკეთე: უკანა საბურავი გამოვცვალე და წინ ბორბალზეც ცხვირი გავუსწორე - კი არ დადის, დაფრინავს.
პილპილი:
ელემენტებში 5 ევრო გადავიხადე. ბლააჰ...
მნიამნიააა, იმედია გემრიელი პოსტი გამომივიდა.
პ.ს. მართლა მშია, წავალ კარტოფილს მაინც შევწვავ.
11 comments:
vamimeeeeeeee, ra sayvareli zazunaaaaaaaaaaaaaaaaa
:*:*:*:*:*:*
აი მესმის ორიგინალური პოსტი :) kind of special post u have created,miro :)
ანა, ზაზუნასაც უყვას კომპიუტერი, ერთობა თავისთვის:)
თიკო, როცა მშია თურმე როგორი ორიგინალური ვყოფილვარ:)))
aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa
vaime ra sayvareliaaaaaaaaaaa
aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa
rogoraa gabrtyelebuliiiiiiiiiiii :D
albat Cven blogebze postavs :D
ალბათ უფრო შენს ბლოგზე პოსტავს ანა, იმიტომ რომ ჩემსაზე ცდილობს და ვერ შემოდის, მე ხომ დავაპრივატე ბლოგი და შეხედე სახეზე რა სერიოზულია, ბრაზობს ჩემზე:)))
ehehehehehhehe
vamimeeeeeeee ra roJaaaa
martali xar me mgoniii hehehe
:)))
ზაზუნა მეც მომეწონა და პოსტი ორიგინალია! შენ ჯაყო [ვითომ არ ვიცი რომ ჯაყო არ ხარ :)] ფრენის რეცეპტები ხომ არ გაქ? არა ფრენით კი დავფრინავ ბლომად, პროსტო ფრენის წესები არ ვიცი და კატასტროფებში ვყვები ხოლმე :)))))))))))))
ორიგინალური პოსტი იყო ფრიად.,
ოღონდ მართლა ვერ გავიგე, სერიოზულად უნდა მივიღო ეს ყველაფერი და რეცეპტად გამოვიყენო, თუ არა :D
ეს ზებრა შედეგია? თუ სუნს გამოჰყვა? :*
Post a Comment