ჰოდა აქ მივდივარ. შობას პოლონეთში შევხვდები. 4 დღე დავყოფ და მშობლიურ ქალაქ ნაიმეგენს დავუბრუნდები. ამ ქალაქს ვროცლავი ჰქვია და მეოთხეა სიდიდით პოლონეთში. ლამაზი და საინტერესო ქალაქია და ბევრ რამეს დავათვალიერებ დარწმუნებული ვარ.
ლამაზი არქიტექტურა და სიძველის და თანამედროვეობის ნაზავი. აი ქვემოთ სურათზე კიდევ ქალაქის ის ნაწილი, გარეუბანი თუ დასახლებაა სადაც მივდივარ. ჩემმა პოლონელმა მეგობარმა დამპატიჟა და რატომაც არ უნდა წავიდე. მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ოჯახთან ერთად ხვდება შობას (საქართველოს გარდა, ჩვენთვის ეს კათოლიკური შობაა, თუმცა არც მართლმადიდებულ შობას ვხვდებით ოჯახებით, რადგან ათეისტმა კომუნისტებმა ახალი წელი შემოგვტენეს საოჯახო "წმინდა" დღესასწაულად და მთელს პოსტ საბჭოურ სივრცეში ახალი წელია ოჯახთან ერთად ყოფნის დატკბობის პერიოდი). მოკლედ მაინტერესებს რა ხდება შობას ევროპაში, ევროპულ ოჯახში და დაპატიჟება მიღებულია!
ბილეთები ვიყიდე უკვე და ოცდასამში დილით დიუსელდორფიდან გავფრინდები, ოცდაშვიდში უკან დიუსელდორფში და ვინ იცის დავრჩე კიდეც ამ ქალაქში, გაგონილი მაქვს დიდი, არა, უზარმაზარი "შოფინგ მოლებიაო" და დავთვალიერდები, დავიხარჯები.
ბილეთები ვიყიდე უკვე და ოცდასამში დილით დიუსელდორფიდან გავფრინდები, ოცდაშვიდში უკან დიუსელდორფში და ვინ იცის დავრჩე კიდეც ამ ქალაქში, გაგონილი მაქვს დიდი, არა, უზარმაზარი "შოფინგ მოლებიაო" და დავთვალიერდები, დავიხარჯები.
11 comments:
რა კარგი პერსპექტივაა, ჟაკ! :) კარგი იქნება დარწმუნებული ვარ!
:) და ფოტოზე მომეწონა ქალაქი
აუ აუ რა მაგარაიააააააა
:ჯამპ: ჯამპ: :ჯამპ:
აბა შენ იცი
მაქსიმალურად დატკბი
ეგ შენ არ გესწავლება ჩემგან
მაგრამ მაინც :)))
დაწვრილებით ინფოებს ველით :))
Thnx for your wishes, I will have fun;)
kargia poloneTi, Zalian lamazia, magram bevr adgilas Zveli da maincdamainc ara-komfortuloba SeimCneva :/
:S ძაააან ძააან მინდა ვნახო უცხოეთში, როგორ ხვდებიან შობას, იქ წინა დღეებშიც ისეთი სადღესასწაულო განწყობაა და ჩვენთან თვიოთონ შობის დღე ერთი ჩვეულებრივი დღეა :( ასე, რომ დაწვრილებით მოგვიყევი რა მოხდება (angel)
ძვირფასო ანა:) ცოტა ძველი ქალაქია, მაგრამ ლამაზიაო ასე ვიცი და ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეიძლება. თუმცა ბარსელონას რომ ვერ შეედრება ეგ კი ვიცი და მერე მირჩიე სად წავიდე და რა ვნახო ბარსაში, ორ დღეში რასაც მოვასწრებ რა თქმა უნდა:)
სალი, მეც ძალიან მინდოდა, აი ყოველთვის მინდოდა და ოლამ რომ დამპატიჟა გამიხარდა, თუმცა თავიდან არ ვაპირებდი წასვლას, მერიდებოდა (გარდა მაგისა, სხვა უკეთესი გეგმები მქონდა, რომელმაც ცოტა მოგვიანებით გადაიწია) და მერე რომ დავრწმუნდი, რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა და ოჯახიც სიამოვნებით მიმიღებდა ქართველ სტუმარს, ავდექი და თანხმობა ვუთხარი. ჰოდა 23-ში ჩავდივარ, წინა საშობაო მომზადებასაც დავეწრები (მონაწილეობას მივიღებ) და შობის შემდეგი ორი დღეც (რომელიც უსაქმოურობის, სიმღერების, თამაშების და გართობის დღეებიაო) კარგ დროს გავატარებ... იფ იფ იფ რა შეგაშურე:D
hey
ჩემი ოცნებაა შობის ნახვა ევროპაში.
ალბათ ძაან მაგარი იქნება.
კარგ დასვენებას გისურვეებ. :)
ჰოდა შენს ოცნებას მე ავიხდენ:P
Wow! These are my cities! I have never seen such a picture of Ostrzeszów, amazing... Looks poor in comparison to Wrocław however.
So what are the comments? ;) All of your friends are soooo jealous that you're coming to Poland on Christmas? :D
Of course they are! Because eight is great and you are great! And Pოლაnd is also great of course:D
ეე დუსელდორფში მოდიხარ?
ჩამოსულიყავი ბარემ აქ 1/2 დღით, ჟმოტო!!!
Post a Comment