Saturday, November 1, 2008

Utvino's post!


ჩემი პირველი განახლებული, დახურული, მკაცრ რეჟიმში მომუშავე ბლოგის მკითხველი გახდაააა (ბარაბნების ხმაური): უტვინოოო, იგივე ნინიკოოოო:) და მან მოიგოოოო (გაგიკვირდებათ და) პოსტი! დიახაც პოსტი! აი ეს პოსტი. ცინცხალი, განახლებული და "სამსინგ დაუვიწყარი" პოსტი!


ავტორის ჩართვა, თუ მოკლე ჩართვა: მაპატიეთ ყველამ (ბლოგერებმა), რამდენი ხანია არავის ბლოგზე წესიერად არ შემიხედავს, ძალიან ვარ დროში შეზღუდული, თუ ნორმალურად ვერ ვანაწილებ დროს არ ვიცი...


ანუ როგორ გახდა ახლა ნინიკო პირველი მკითხველი? 35 ადამიანს შორის ვისაც ამ დახურული ბლოგის კითხვის მოსაწვევი გავუგზავნე, პირველმა ნინიკომ დაადასტურა. უახლოეს მომავალში მკითხველთა რიცხვი 50-60მდე გაიზრდება და საკმარისია მგონი.


ჰოდა დავიწყეთ, ბლოგი იშვა მეორედო:)

9 comments:

© said...

მე კი პირველი კომენტატორი გავხდი მეორედ ნაშობ ბლოგზე :) აი ასე :P

ამაში ხომ ვერ შემეცილება ვერავინ?! ;) :)

50-60 ლეგალური მკითხველიიი?! შენ სერიოზული პუბლიკა გყოლია, ჟაკ(!) :D

ნუ, წარმატებები და ბევრი პოსტები და კომენტები, მეტი რა გისურვო დასაწყისისთვის?! :)

წავიდა!

jaco said...

Welcome dear!:)

Katiée.Ge said...

აუ ჟაკი ფრანგი მეზობელი მყავს, სახლი კინაღამ გადაწვა, ისეთ საყვარელია :D შენ მირო იყავი რა, ან ჟაკო :D

jaco said...

შარზე ხართ ეხლა თქვენ!:D მე არც ჟაკ ვარ, არც ჟაკო, არც ანა ჟაკი თუ ჯაკი და კიდევ რაღაც მსგავსები ვაჰ!:D:D:D

მაგრამ როგორ გინდათ, ისე ჯაკო მინდოდა რომ ყოფილიყო ჩემი ნიკი მაგრამ მე ვინ მეკითხება? ვაგლახ! დამეწერა ქართულად ეს ფრანციცულად რას ვწერდი ჩემს ნიკს:D:D:D

ჰოდა, მიროც არ არის ცუდი:)))

Tiko said...

კეთილი იყოს ჩემი პოსტი ახლად დაბადებულ ბლოგში :)

jaco said...

You too are welcome of course:)

Jenny said...

loool :D

sabaha said...

მირო მომიკვდეს თავი
ჩემი ბლოგროლი შენს განახლებებს არ მიჩვენებდა და არ შემოვდიოდი : ((
კი ვიფიქრე მას მერე რაც დახურა ბლოგი რატომ არ წერსთქო :((
ანუ ხომ ხვდები? ჩემი ბლოგროლი განახლებულ ბლოგებს ზემოთ აგდებს და შენზე ეს არ უქნია :((
ალბათ იმიტომ, რომ დახურული გაქვს
ხოდა ვერ გადმოვცემ როგორ გამიხარდა ჩემი ამბავი
და რა პატივია ეს ჩემთვის, აი უზარმაზარი :)
აქვე ბოდიში მინდა მოგიხადო დაგვიანებული რეაქციისთვის : )))
ძალიან გამიხარდა :)))

jaco said...

თავს ნუ იმართლებ ნიინ, ვიცი ეგ, მეც შევამჩნიე შენს და სხვის ბლოგროლებში ვისაც ვყავარ, რომ ის ბოლო პოსტია, სანამდე "დავხურავდი" ბლოგს და ტყუილად რატომ შემოხვიდოდი (გარდა იმისა, რომ გეფიქრა ჩემზე რას შვება კიდევ ცოცხალიაო?:P)

და გამიხარდა რომ გაგიხარდა:)