რა ხდება მაშინ როცა შენი ოცნება სრულდება? რა ხდება და სხვა ოცნების ახდენაზე ფიქრობ.
და ასე მარტივია ყველაფერი, ასეთი უემოციო? ოცნება აგიხდა და ეგ არის? მორჩა? არაფერს გრძნობ?..
ზეგ დილით ბარსელონაში მივდივარ! ბავშვობიდან ბარსელონას საფეხბურთო გუნდს ვგულშემატკივრობ და შესაბამისად ჩემი ოცნებაა მისი თამაშის ცოცხლად ნახვა. ამავე მიზეზთან არის დაკავშირებული ისიც, რომ ყოველთვის ვოცნებობდი ბარსელონაში წასვლაზე. მარტო ჩემი გუნდის გამო არა. ისედაც ხომ ულამაზესი ქალაქია. ვინ არ დამეთანხმება? ვისაც ნანახი არ აქვს, გაგონილი მაინც ექნება. ჰოდა, მეც გაგონილზე მივდივარ და ნანახზე უკვე ჩამოსვლის შემდეგ მოგიყვებით.
ყველაფერი მზად არის: თვითმფრინავის ბილეთი ნაყიდია, ტაქსი აეროპორტამდე დაჯავშნულია, ბარსელონაშიც პატარა „გესთ ჰაუზში“ სალვადორ დალის სახელობის ოთახი მელოდება (ასე ჰქვია ოთახს „დალი რუუმ“ და უფრო სასიამოვნო ის არის, რომ „მირო რუუმ“-იც აქვთ, თუმცა ჩემი არა და მხატვარ მიროს საპატივცემულოდ, ალბათ უფრო ძვირია ის და მეც იმიტომ გაგამწესეს „დალისთან“) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია (და ჩემს ოცნებასთან დაკავშირებული) - ბარსელონა-დეპორტივოს თამაშის ბილეთიც ნაყიდია, მხოლოდ მისვლა და აღება არის საჭირო.
ძალიან, ძალიან, ძალიან მიხარია! (ესეც პასუხი პოსტის პირველ შეკითხვაზე)
6 comments:
Welcome to Barcelona! :D
აი ფეხბურთი არ მიყვარს, მაგრამ ისე წერ,ისე, რომ შემშურდა :)))))
რა მაგარია, მირო. ბევრი ფოტო და ბეევრი მასალა დაიდოს!
აუ რა მაგარიააააააააა :)
აბა შენ იცი ! კარგი დრო ატარე :)
ha, velodebiT ambebs :))
მადლობა ყველას! ესეც პოსტი ბარსაზეეე (იხილეთ ზემოთ), ხოლო ფოტოები ცალკე ბლოგზე:)
Post a Comment