Thursday, February 12, 2009

Miro II

ეს აყლაყუდა, როხროხა, ძონძორა, მაგრამ მაგარი ტიპი არის მირო! დიახ მირო! გაგიკვირდებათ და ის უფრო მიროა ვიდრე მე. მე თუ ნამდვილი სახელი მირიანი მქვია, იმას მირიანი კი არა მიროსლავიც კი არ ჰქვია, უბრალოდ მირო - ოფიციალურად და რეალურად მირო. ნუუუ, მაგარი ტიპიც ალბათ (ალბათ კი არა ნამდვილად) იმიტომ არის რომ მიროა!
შვეიცარიელი, წარმოშობით სერბი გოლიათი. საინტერესოა, რომ პირველად კალათბურთზე გავიცანი. ანუ ერთად დავდივართ კალათბურთზე. რაგბი გაინტერესებთ? მესმის, რომ პირველ სემესტრში რაგბის ვთამაშობდი, თან ძალიან კარგად და მოტივირებულიც ვიყავი, მაგრამ ახლა რატომღაც გადავწყვიტე კალათბურთი მეცადა - მიყვარს მრავალფეროვნება და გარდა ამისა ყოფილი კალათბურთელი ვარ, 6 წელი ვთამაშობდი კალათბურთს ბავშვობაში.
მეორე მიროს ხვალ ვნახავ ვარჯიშზე და კარგ ილეთებსაც ჩავუტარებ... ხომ გჯერათ ჩემი?:)


3 comments:

AnnA said...

ra kacia :)

Lalena said...

კიიიი აბბაააა,
ხოოოდა გეორგიან მირო ოთხ ევერ :დ:დ:დ

jaco said...

ანუშკიიი, მაგარი კაცია მაგარი, ცოტა ბოთე მაგრამ საყვარელი:D

სალიი, გაიხარე, მეც მაგ აზრზე ვარ:D