Tuesday, March 10, 2009

Brussels

ყველა დიდი ქალაქი ნაგვიანია ევროპაშიო ასე ამბობენ. თბილისი სუფთა ყოფილა მაშინ, ცენტრალური და პრესტიჟული რაიონები მაინც. ისე ამდენი მათხოვარიც გამიკვირდა. ღარიბი უბნები ეგრევე ცენტრის გარშემო, კომუნისტური ვაგზალი, ლოთები, ჭუჭყიანი... ეგრეთ წოდებული ერთი დიდი გეტოა ეს ქალაქი: თურქები, არაბები, ზანგები, მუსულმანები და ეს ყველაფერი ხშირად კომბინაციაში. და ბელგიელები? ფააფუ.
თუმცა რაც ლამაზია ის ლამაზია, ზოგიც შეუდარებელი, ცხელი შოკოლადი ახლადგამომცხვარ ჰაეროვან და რბილ ვაფლზე - ყველაზე გემრიელი, ყველაზე, ყველაზე!
არადა, ევროპის დედაქალაქად თუ გულად წოდებული...
კიდევ ერთხელ უნდა წავიდე რომ სხვანაირი თვალით შევხედო.

5 comments:

© said...

"ცხელი შოკოლადი ახლადგამომცხვარ ჰაეროვან და რბილ ვაფლზე" - მარტო ამისთვის ღირს ჩასვლა! ! ! :)

Tiko said...

vetanxmebi ally-s :)

jaco said...

მეც ვეთანხმები:)

Katiée.Ge said...

ანალოგიური რეაქცია მქონდა მეც ბრიუსელში, ესაა ევროპის დედაქალაქითქო??? :)
თან ძალიან საშიში ქალაქია ევორპის პირობაზე, ღამე სიარული აგვიკრძალეს :)

jaco said...

ხოო საშიშია ალბათ, ჩემ ძმაკაცს შეეშინდა, მე ვუთხარი დაწყნარი ქართველთან ერთად ხარ თქო:)