Saturday, March 21, 2009

ღამის 4 საათია თუ დილის და არ მეძინება



დღეს მე და მარი „ვეჯიბრებოდით“ ერთმანეთს ვინ უფრო სწორად ახსნიდა თუ რა არის სიყვარული და ამავე დროს სასაცილოდ. დავემუქრე თუ შევპირდი რომ გავბლოგავ ამას თქო და აი შედეგი:

მარი: სიყვარული არის Recycle bin. რაღაცას რომ გადმოწერ, გიხარია, მერე წაშლი და შანსს იტოვებ რომ აღადგინო.

მირო: სიყვარული არის იუმორი. ზოგს აქვს ნიჭი და ზოგს არა. ჰოდა ზოგი იცინის და ზოგს დასცინიან.

მარი: როლიკებია სიყვარული. უნდა იმოძრაო რომ ბალანსი შეინარჩუნო.

მირო: სიყვარული არის ბორჯომი. ანუ გაზი თუ გაუვიდა (ანუ თუ სიყვარული აღარ არის) სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და როცა გაზიანია გემრიელია (ანუ როცა გიყვარს და უყვარხარ) მაგრამ კარგი არ არის ჯანმრთელობისთვის.

მარი: შენ ხარ სიყვარული! აუტანელი, ჯიუტი და დეგენერატი და მაინც მიყვარხარ. ეს ბრმა სიყვარული იყო და წინები კიდევ სიყვარულები.

მირო: სიყვარული არის ცეცხლი (არ მგონია მთლად ჩემი მოგონებული იყოს მაგრამ მაინც) ზოგჯერ იწვის, ზოგჯერ ქრება, ზოგჯერ აალდება...

მარი: ოოოო, არ გეთვლება. ცეცხლი არა ისა. ოდნავ სასაცილო უნდა იყოს. ცეცხლი რომ არის ვიცით ისედაც.

მირო: მაშინ პაკრიშკებით დანთებული ცეცხლია და ბოლავს. და აწუხებს ხალხს, ხშირად მეზობლებს...

პ.ს. ეს ყველაფერი სმაილებით უფრო სასაცილო იყო და თავისი ბექგრაუნდებით რაც ამ მსჯელობას ახლდა. ბოდიშს ვიხდი არასახალისო ვერსიისთვის:)))

Wednesday, March 18, 2009

Can you just stop for a while?


არ ვიცი რატომ შემექმნა ასე უცბად რადიკალური შთაბეჭდილება, მაგრამ მგონია, რომ ქართველებს ეჭვი, ბოღმა, შური, მტრობა და უფრო კონკრეტულად ერთმანეთის ზურგსუკან მტრობა და პირში სიცილი დაგვღუპავს. არასდროს გვიყვარს აღიარება, მაგრამ ღალატიც არ ყოფილა ჩვენი ისტორიის განმავლობაში უცხო.

რამ მიბიძგა ამის დასაწერად? ახლა კურიერი ჩავრთე რამდენი ხნის პაუზის მერე და ეგრევე მეცა თვალში რომ ყველა თავისთვის ითხოვს ყველაფერს, ყველას თავისი აზრი აქვს და ყველა მართალია და მათთვის ყველა სხვა მცდარი.

ხან მგონია რომ ბევრი ბოროტება და აგრესია იმალება ჩვენი ღიმილის უკან. ზრდილობა ჩვენ არ გვიყვარს და წესრიგი. და არც საქმის წესრიგიანი კეთება.

9 აპრილი? რას ვითხოვთ? პრინციპში ვიცით რას ვითხოვთ: უკეთესს, იდეალურ შემთხვევაში - კარგს. მაგრამ ვისგან ვითხოვთ, რისგან ვითხოვთ, რანაირად გვინდა? ანუ ისევ პირველ კითხვას ვუბრუნდები: რას ვითხოვთ კონკრეტულად?


ეეეჰ, არაფერი გვეშველება. ნეტა შეგვეძლოს ყველამ საკუთარი საქმე ვაკეთოდ კარგად...

Tuesday, March 10, 2009

Brussels

ყველა დიდი ქალაქი ნაგვიანია ევროპაშიო ასე ამბობენ. თბილისი სუფთა ყოფილა მაშინ, ცენტრალური და პრესტიჟული რაიონები მაინც. ისე ამდენი მათხოვარიც გამიკვირდა. ღარიბი უბნები ეგრევე ცენტრის გარშემო, კომუნისტური ვაგზალი, ლოთები, ჭუჭყიანი... ეგრეთ წოდებული ერთი დიდი გეტოა ეს ქალაქი: თურქები, არაბები, ზანგები, მუსულმანები და ეს ყველაფერი ხშირად კომბინაციაში. და ბელგიელები? ფააფუ.
თუმცა რაც ლამაზია ის ლამაზია, ზოგიც შეუდარებელი, ცხელი შოკოლადი ახლადგამომცხვარ ჰაეროვან და რბილ ვაფლზე - ყველაზე გემრიელი, ყველაზე, ყველაზე!
არადა, ევროპის დედაქალაქად თუ გულად წოდებული...
კიდევ ერთხელ უნდა წავიდე რომ სხვანაირი თვალით შევხედო.

Sunday, March 1, 2009

ორ კვირაში ერთი პოსტი? და ასე უნდა იყოს?


გაზაფხული მოვიდა (sun)!
აყვავდა ნუში და ამინდმა გამოიდარა, მზეს იღიმება და უხარია, სხივები გვათბობს? შეიძლება მანდ თბილისში ასეა, მაგრამ აქ არა! აქ ლონდონია ისევ, თუმცა ისევ და ისევ ნაიმეგენი (ან ნაიმეხხხხენი, როგორც აქაურები ეძახიან) ჰქვია ამ ადგილს. ისევ სერია და ისევ სკაიპის მოღუშული სმაილიკისდაგვარია ყველაფერი.

მაგრამ, იცი რა? ეს არ მოქმედებს ჩემს ხასიათზე. უკვე დიდი ხანია აღარ. ამ კვირაში კარნავალი იყო და მაინც უხაროდა ყველას, გვიანობამდე გარეთ იყო გამოსული ყველა ასაკის ჰომოსაპიენსი არა ჰომოსაპიენსური სამოსით. დიახ, ყველა შემოსილი იყო, სულ ყველა, სულ სულ. მეც კი. მებრძოლი ვიყავი მე. უფრო ქართულია ხომ? ალბათ კი, ან არა.

ჰოდა გაზაფხულია ჩემთან, პირველი აქ და ბოლოც შესაბამისად.



ალბათ ჩიტებიც ჭიკჭიკებენ სადღაც, მაგრამ მე არ მესმის... ყურში წყვდიადია და ხვალ ექიმთან მივდივარ.

Monday, February 16, 2009

9090 ევრო დავხარჯე 6 თვეში, აქედან 3670 პირველ თვეს

6 თვის წინ ამ დროს ჩემს ჩემოდანს მოვაკოტრიალებდი ახალ და გაუგებარ გარემოში. გაფართოებული და ინტერესის თვალებით ვუყურებდი ყველაფერს გარშემო, ვაკვირდებოდი შენობებს, ხალხს, ქუჩებს... ველოსიპედებს.
აჰაა, ეს ის ადგილია სადაც მომდევნო 1 წელი უნდა ვიცხოვრო. არაუშავს, წავა.
6 თვე გავიდა, ნახევარი გავიდა და ზუსტად 6 თვის შემდეგ თვითმფრინავის ტრაპზე ვიდგები ალბათ და სიამაყით გადავხედავ მშობლიურ მიწას.
უცნაური გრძნობაა, როცა იცი რომ რაღაცის ნახევარ გზაზე დგახარ. აქამდე რაც და როგორც მოხდა ყველაფრის კმაყოფილი ვარ. შემდეგში არც უკეთესს ველოდები და არც უარესს. თითქოს ვიცი კიდევაც როგორ დროს გავატარებ - კარგს.
მიზანში ჯერ ბრიუსელი და რომია და მერე ვნახოთ, ან ვერც ვნახოთ იქნებ მეტი ვერაფერი: ფული ფული ფული...

Thursday, February 12, 2009

Miro II

ეს აყლაყუდა, როხროხა, ძონძორა, მაგრამ მაგარი ტიპი არის მირო! დიახ მირო! გაგიკვირდებათ და ის უფრო მიროა ვიდრე მე. მე თუ ნამდვილი სახელი მირიანი მქვია, იმას მირიანი კი არა მიროსლავიც კი არ ჰქვია, უბრალოდ მირო - ოფიციალურად და რეალურად მირო. ნუუუ, მაგარი ტიპიც ალბათ (ალბათ კი არა ნამდვილად) იმიტომ არის რომ მიროა!
შვეიცარიელი, წარმოშობით სერბი გოლიათი. საინტერესოა, რომ პირველად კალათბურთზე გავიცანი. ანუ ერთად დავდივართ კალათბურთზე. რაგბი გაინტერესებთ? მესმის, რომ პირველ სემესტრში რაგბის ვთამაშობდი, თან ძალიან კარგად და მოტივირებულიც ვიყავი, მაგრამ ახლა რატომღაც გადავწყვიტე კალათბურთი მეცადა - მიყვარს მრავალფეროვნება და გარდა ამისა ყოფილი კალათბურთელი ვარ, 6 წელი ვთამაშობდი კალათბურთს ბავშვობაში.
მეორე მიროს ხვალ ვნახავ ვარჯიშზე და კარგ ილეთებსაც ჩავუტარებ... ხომ გჯერათ ჩემი?:)


Sunday, February 1, 2009

I will miss U! friends have left...

წავიდა დავიდე და წავიდა. აი ეს არის ერასმუსის პროგრამის მინუსი. სტუდენტების 90 პროცენტი ერთი სემესტრით იყო ჩამოსული და ახლა? ახლა ახლებს დაველოდებით ვინც დავრჩით ისინი.
ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი წავიდა, დავიდე წავიდა და მარტში ჩამოვა ისევ სანახავად იმედია როგორც შეგვპირდა.
ბევრი, ბერვი მეგობარი წავიდა: სარა, ეტორე, მარტა, ინეზი, მაქსიმი, ვალერია, ირუნე, ბეატრისი, აგატა, იუჯენიო, მეტიუ, კასპერი, პიტერი, სტივი. დღე-დღეზე წავა: სერხიო, კონრადი, ბრიგიტა, მიუგე, ჰანდე, ფერნანდო, ლაურა, პიოტრეკი...
მაგრამ რამდენიმე ახლო მეგობარი მაინც რჩება მთელი წლით და

Friday, January 23, 2009

კიდევ მინდა!





პირველ რიგში, თუ მოგზაურობის სურათები გაინტერესებთ, ჩემი ახალი ბლოგი ნახეთ: http://dreamcitytrip.blogspot.com/ და ახალი ბლოგი კი იმიტომ მივუძღვენი ამ მოგზაურობას, რომ იმსახურებდა. იმსახურებდა ქალაქი, ხალხი, ფეხბურთი და ჩემი ახდენილი ოცნება.

დაწვრილებით რომ მოვყვე როგორი დრო გავატარე, ძალიან გამიგრძელდება საუბარი და შენ კიდევ ბოლომდე წაკითხვა დაგეზარება. ასე რომ ვეცდები მოკლედ, ფრაგმენტებით მოვყვე:

ჩავედი... ცენტრში ვცხოვრობ... ორიენტაციისთვის დრო მინდა... ფეხბურთი... 5-0... დიახაც 5-0 და ბედნიერი ვარ რომ ასეთი ლამაზი თამაშის დროს ჩამოვედი... კიიი შუა ზამთარია, მაგრამ ტემპერატურა ხან 20 გრადუსამდე ადის... საოცარია, ზაგარიც კი მივიღე... კარგია ზღვის ნაპირას, დაღლილი, მთელ-ქალაქ-ფეხით შემოვლილი რომ წევხარ მოშეზლონგო ქვის ტახტზე და მზეს ეფიცხები და სითბო გსიამოვნებს... მუზეუმი ვნახე ბარსელონას გუნდის... სტადიონი ვნახე, ანუ კი არ ვნახე როგორც ასეთი, ყველა მის მნიშვნელოვან ადგილას ვიყავი... ჯაკეტი ვიყიდე ბარსასი და ძალიან სნობი მგონია თავი ასეთი ოფიციალური მაღაზიის საქონელი რომ მაქვს... ჭადრაკის ჩემპიონატზე ვიყავი, კატალონიის თასი იყო, მესმის რომ გაგიკვირდა, მაგრამ ჩემი მეგობარი თამაშობდა (თანაც ქართველი და მისი ბლოგიც მაქვს აქ ლისტში, ანა ჰქვია და კომენტარსაც კი დამიტოვებს ამ პოსტზე:P) და თანაც წარმატებით... მერე საღამოს კარგადაც მოვულხინეთ... კარგია ესპანელებთან, მხიარული ხალხია და ძალიან კეთილი, ცდილობენ დაგეხმარონ, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური მხოლოდ 1000-დან ერთმა იცის, მაინც ცდილობენ... მართლა მთელი ქალაქი შემოვიარე ფეხით და რუკა მეხმარებოდა, რომელიც ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში (შემთხვევით შესულმა) ერთმა კეთილმა ძიამ მაჩუქა... თან ერთხელ მე ავუხსენი და მივასწავლე იქაურს (ანუ ესპანელს) მისამართი... არა, მაინც მინდა ასე დავასრულო: ბარსელონა ყველაზე ლამაზი ქალაქია მსოფლიოში!!!

Thursday, January 15, 2009

დღეს ბოლო გამოცდა ჩავაბარე და...



რა ხდება მაშინ როცა შენი ოცნება სრულდება? რა ხდება და სხვა ოცნების ახდენაზე ფიქრობ.
და ასე მარტივია ყველაფერი, ასეთი უემოციო? ოცნება აგიხდა და ეგ არის? მორჩა? არაფერს გრძნობ?..
ზეგ დილით ბარსელონაში მივდივარ! ბავშვობიდან ბარსელონას საფეხბურთო გუნდს ვგულშემატკივრობ და შესაბამისად ჩემი ოცნებაა მისი თამაშის ცოცხლად ნახვა. ამავე მიზეზთან არის დაკავშირებული ისიც, რომ ყოველთვის ვოცნებობდი ბარსელონაში წასვლაზე. მარტო ჩემი გუნდის გამო არა. ისედაც ხომ ულამაზესი ქალაქია. ვინ არ დამეთანხმება? ვისაც ნანახი არ აქვს, გაგონილი მაინც ექნება. ჰოდა, მეც გაგონილზე მივდივარ და ნანახზე უკვე ჩამოსვლის შემდეგ მოგიყვებით.
ყველაფერი მზად არის: თვითმფრინავის ბილეთი ნაყიდია, ტაქსი აეროპორტამდე დაჯავშნულია, ბარსელონაშიც პატარა „გესთ ჰაუზში“ სალვადორ დალის სახელობის ოთახი მელოდება (ასე ჰქვია ოთახს „დალი რუუმ“ და უფრო სასიამოვნო ის არის, რომ „მირო რუუმ“-იც აქვთ, თუმცა ჩემი არა და მხატვარ მიროს საპატივცემულოდ, ალბათ უფრო ძვირია ის და მეც იმიტომ გაგამწესეს „დალისთან“) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია (და ჩემს ოცნებასთან დაკავშირებული) - ბარსელონა-დეპორტივოს თამაშის ბილეთიც ნაყიდია, მხოლოდ მისვლა და აღება არის საჭირო.
ძალიან, ძალიან, ძალიან მიხარია! (ესეც პასუხი პოსტის პირველ შეკითხვაზე)

Friday, January 2, 2009

Stepping in 2009

ბედობას პოსტის დაწერაზე მეტი ბლოგერობის დაბედება აღარ გამიგია მე. გუშინაც მინდოდა დაწერა, მაგრამ გადმოვდე დღეისთვის. ალბათ იმიტომ რომ ვატყობ ჩემი ბლოგი ნელნელა უინტერესო ხდება, მკითხველიც რა თქმა უნდა ნაკლები ჰყავს იმის გამო, რომ კარგად მოგეხსენებათ თითქმის ორი თვეა დახურულია ჩემი ბლოგი და მხოლოდ ერთგული მკითხველები, მეგობრები მსტუმრობენ... სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პოსტის დაწერა დამბედებოდა, იქნებ გავაქტიურდე ამ წელს უფრო, უფრო საინტერესო წასაკითხი გავხადო. თუმცა ალბათ დამეთანხმებით, ყველაფერი ამის შეძლებაზე კი არა, სურვილზეა დამოკიდებული. ანუ არის პერიოდი, რომ უბრალოდ გადართული ხარ ბლოგზე და გინდა კარგად დაწერო და არის პერიოდი, რომ მხოლოდ მოვალეობად აღიქვამ სიახლეების დადებას ბლოგზე. რით ვერ დამთავრდა ჩემთვის ეს მეორე პერიოდი ვეღარ გავიგე. შესაძლებელია მეტი დრო უფრო მეტად მნიშვნელოვანი რამეებისთვის მინდა დავუთმო და ამიტომაც... მორჩა ყველაფერი ვითომ?

ახლა ახალ წელზე.
ღმერთო ჩემო რა ელეგანტურები ვიყავით ყველანი. სურათებს მეორე ბლოგზე დავდებ. ეტორე გადასარევი კულინარი რომ არის კვლავ დავრწმუნდი. ასაფეთქებლებიან-ფეიერვერკებიანი ახალი წელი ჰოლანდიაშიც სცოდნიათ და არანაკლებ შთამბეჭდავად.

უბრალოდ კარგია მეგობრებთან ერთად ყოფნა. ახალი წელია ისევ.