რაღაც მგონი არ გამომდის გზაზე დავდგე და დალაგებულად გავიარო. როცა ადანიანები მბეზრდება, უცნობ ადამიანებს ვაკვირდები. როცა ესეც მბეზრდება, ქუჩებს ვაკვირდები. ახლა ალბათ ქუჩებიც მომბეზრდა, რადგან მონიტორთან ვზივარ და ისევ იმ ადამიანებზე ვფიქრობ ვინც ჩემს გარშემო ტრიალებს. ხშირად მინდება, რომ ყველა სათითაოდ დავახასიათო, მაგრამ ვიცი, რომ სანამ სხვის ნაკლზე დაიწყებ ლაპარაკს ჯერ შენი უნდა გაიაზრო.
მოდი ამას თამაშის სახეს მივცემ და ადამიანებს უსულო საგნებს შევადარებ:
ოჯახი:
ჩემი ძმა: "ვეშოლკა" (ალბათ იმიტომ, რომ ყველა და ყველაფერი კიდია)
მამაჩემი: ტრაქტორი (ალბათ იმიტომ, რომ მძიმეა ხასიათით, როგორც ტრაქტორი და კიდევ ხნავს…)
დედაჩემი: სანთელი (ალბათ იმიტომ, რომ სულ თავის შვილებზე ზრუნავს და ლოცულობს და კიდე ახლობლებზე)
მეგობრები:
ბესო: რუ (ალბათ იმიტომ, რომ ისევე წყნარად და უშფოთველად მიედინება)
რუსლანი: მარსი (ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის უცხო პლანეტელი გვეგონა ეს კაცი და ახლაც ასე ვფიქრობთ და თან შოკოლადივით ტკბილია)
კახი: 30 ლარიანი მონო ბარათი (ალბათ იმიტომ, რომ მაგ კაცთან დარეკვა უკვე 5-6 წელია 1 წუთი 2 ლარი მიჯდება და იმედია მალე ჩამოვა საქართველოში საბოლოოდ)
დათო/კინდერა/ჯაზმენა: პირელის საბურავი (ალბათ იმიტომ, რომ საბურავივით დამრგვალდა და დაგორავს, მაგრამ ძალიან ხარისხიანია და მისი გამოცვლა არასოდეს დაგჭირდება)
გოჩა: შტანგა (ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მძიმე ხასიათი აქვს, მაგრამ მასთან ურთიერთობა გაძლიერებს)
შოთა: მე-8 კლასის ისტორიის წიგნი (ალბათ იმიტომ, რომ შვილისთვის უნდოდა დაერქვა ქუჯი, ისტორიული ქართული სახელი, მაგრამ ცოლისგან მოხვდა ერთი-ორი და ამჟამად აზრი შეიცვალა)
ლევანი: გარაჟი (ალბათ იმიტომ, რომ მაგისი პირველი ცოლი თავისი ნოლშესტი იყო, შემდეგი გოლფ 3 და ეხლა ამ უკანსკნელს, თავის ახალ ცოლთან, თამუნასთან ღალატობს ხოლმე)
Subscribe to:
Post Comments (Atom)
6 comments:
kgnifsagooool miro, magari xar, magram megobrebi cota rom gangevrco da chenc chagertet, urigo ar iqneboda :)
shutka
მართალი გითხრა არ მეგონა, თუ ამ პოსტის წაკითხვა ამავე პოსტში მოხსენებული ხალხის გარდა სხვისთვისაც საინტერესო იქნებოდა (აბა რაღას აქვეყნებდიო მკითხავთ) და ვფიქრობდი იუმორით მიიღებდნენ ამ დახასიეთებებს პოსტის მთავარი გმირები და ეს ასეც მოხდა! თუმცა შენიშვნა სავსებით სწორია და ჩემი მეგობრების გაცილებით ფართო წრე რომ მომეცვა უკეთესი იქნებოდა ალბათ და შევეცდები მომავალში ასეც მოვიქცე!:)
რა ფანტასტიურია:))))
მეგობრების დახასიათების ძაან კარგი მეთოდია:) მოსიყვარულე და ნამდვილი:))
შენც სცადე, საინტერესო გამოვა!:)
აუ, დიდი სიამოვნებით:))
ნებართვა მაქვს, ძაიან კარგიიი:)
ოუქეი:) დაველოდები და ვნახავ როცა დაწერ! ძალიან მაინტერესებს!
Post a Comment