მოვედი კართან, გითხრა რომ აქ ვარ?
რატომ მოვედი? უაზროდ ვდგავარ.
ორასთორმეტი ფიქრი მაქვს სხვასთან,
მაგრამ მოვედი მხოლოდ შენს კართან.
რა უაზროა ორასთერთმეტი,
ყველა შენს გარდა არის ზედმეტი.
უაზრო არის ეს რასაც მე გწერ,
ხანდახან მინდა ვიყო უაზრო,
წავიდე მე თუ შენს კარს ვუარო,
იმის იმედით… რისი იმედით?
სადაც მე მინდა იქ თუ მივედით,
სად მინდა წასვლა?! მოვკვდი ფიქრებით,
უაზროდ მინდა გნახო და ბევრჯერ,
უაზრო არის ეს რასაც მე გწერ…
არ ვარ შენს კართან გააღე კარი,
მე არ ვარ ის ვინც დარეკა ზარი,
გააღე კარი იქნებ და მე ვარ,
არ მინდა კარგი, არ მინდა თმენა,
საიდან ამხელა ჩემს თავში რწმენა?
გააღე კარი მე ვდგავარ კართან,
გააღე კარი გააღე თამთა!
გადმომაფარე გულუხვი კალთა.
რა სულელი ვარ, რას ვეძებ შენში?
ალბათ ის ვნახე რაც არ დევს ბევრში,
ალბათ ვერც ვნახე რის ნახვაც მინდა,
შენს კართან დგომით დროც რომ გავიდა?
ორასთერთმეტი უაზრო ზიზღი,
რამაც მე მომცა შენს გზაზე ბიძგი.
დავრეკო ზარი? კარს ხომ გამიღებ?
გიყურებ ცოტას, შენ ხომ გამიძლებ?
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
ვაუუუ ...
მართლა ვაუუ?:))) თუ არც ისე ვაუუ? ვაფასებ შენს რეაქციას:) მადლობა!:)
Post a Comment