chat - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინტერნეტ-სენი. თუ ზოგადად დავაკვირდებით, ადვილად მივალთ იმ აზრამდე, რომ აქ ყველაზე აქტიური ფენაა ხალხის ის კატეგორია, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ნაკლებ წარმატებას აღწევს საპირისპირო სქესის მიზიდვის ამბავში, ან უბრალოდ ძალიან ვიწრო და მწირი კოტაქტი აქვს გარესამყაროსთან. საქმეც იმაშია, რომ ამ მოვლენის ლოგიკური და ყველაზე სასურველი დასასრული უნდა იყოს ურთიერთობის (და გამოვლენილი გამბედაობის) რეალურ ცხოვრებაში გადატანა, მაგრამ სამწუხაროდ ან არ ხდება ასე, ან უფრო ხშირად სრული კრახით მთავრდება… ჩემი დაკვირვებით, გამბედაობაც ხშირად აორთქლდება როდესაც ადამიანი თავის სამიზნესთან პირისპირ რჩება და აქ ყოველთვის ერთი მომენტია რითიც ძირითადად "დამნაშავე" თავს იმართლებს. ის, რომ სასურველი ობიექტი ვერ აღმოჩნდა ისეთივე მიმზიდველი, როგორც ფოტოებზე და ისეთივე "პროდუქტიული", როგორც მის წარმოსახვაში.
პირადად ჩემი გამოცდილება სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არც ისეთი მდიდარია, როგორიც ჩემს გარშემომყოფებს გააჩნიათ და რომელთაგანაც ბევრი საინტერესო ამბავი მომისმენია. თუმცა დღეს რამდენიმე მეგობარი მყავს, რომელიც ინტერნეტ სამყაროდან "გადმოვაკოპირე" რეალურ ცხოვრებაში და ორჯერ იყო შემთხვევა, რომ უფრო რეალურად დამთავრდა ჩემი რეალურ ცხოვრებასთან შეხება ვირტუალურ "მეგობრებთან" ვიდრე თქვენ ამას წარმოიდგენთ…
მოკლედ, ჩემს გამოცდილებას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ დღითი დღე უფრო და უფრო მეზიზღება ის სიტყვა, რაც ამ ჩანაწერის დასაწყისში ინგლისური ასოებით ამოვტვიფრე… ალბათ სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ამ თემაზე და ხმამაღალი სიტყვებით მომეწოდებინა ყველასთვის:
მეტი დრო დაუთმეთ იმ ხალხს ვინც თქვენს გარშემო ყოველდღე ტრიალებს, რადგან მათ თვალებში თქვენ უფრო მეტს წაიკითხავთ ვიდრე კომპიუტერის მონიტორზე! ჩვენ ყველა "სხვებს" ვესაუბრებით და არა ერთმანეთს, ნუთუ ასე ძალიან მოგვბეზრდა ერთმანეთი? მე არა!
პასუხი ერთია: ჩვენ გვამოძრავებს ჰორმონები! ეს SUCKართველოა!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
13 comments:
აი ეხლა suckართველო რა შუაში იყო ნეტა
გოგო ვერ შეგიბ საქართველოს დააბრალეთ ეხლა ეგეც და სააკაშვილს კიდე :D:D:D
ხოოო, ეკატერინააა! მე მაინც ვაფასებ ჩემი ნაწერის შენეულ აღქმას და მივესალმები საკუთარი აზრის თავისუფალ გამოხატვას, მიუხედავად იმისა, ვეთანხმები მე ამ აზრს თუ არა... მადლობა კომენტარისთვის...
შე მართლა ჩატავიკო, გვამოდზრავებს რა უბუდურობაა? :D
ეკუშ! ძალიან გთხოვ!!!:)))
რატომ მიწერია გვამოდზრავებს და არა გვამოძრავებს? და შენ ამას ჩემს ჩათავიკობას აბრალებ?:))) საქმე იმაშია, რომ წინა ბლოგი log.ge-ზე მქონდა და იქ ასო „ძ“ არ იწერებოდა და იძულებული ვიყავი „დზ“ დამეწერა ყოველთვის და ახალ პოსტებს თუ დააკვირდები, რაც აქ (www.blogspot.com) გავაკეთე „დზ“-ს მაგივრად ყველგან „ძ“ წერია და ძველებში გადაკეთება დამეზარა:)))
კაი ეხლა, ძ არ იწერებოდაო ეგეთი არაფერი გამიგია ჯერ :D:D:D
არ ითვლება არგუმენტად :P
აი რომ არ გაგიგია, შეგიძლია ჰკითხო ჭუკის, მახოს და კიდევ ბევრს, ვისაც log.ge-სთან შეხება ჰქონია და საერთოდ, იცი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? მთავარია ადამიანი საკუთარ თავთან იყოს მართალი და არა სხვასთან, იმიტომ რომ თუ იტყუები ესე იგი საკუთარ თავსაც ატყუებ და მე სრულ სიმართლეს გეუბნები!:)))))))
შენ, ჭუკიმ, მახომ და კიდევ ბევრმა ნეტში ქართულად წერა არ იცოდეთ, ლოგ.გეს გაუმართავ საიტს გადააბრალეთ. არსებობს კონვერტორი (რომელსაც აგერ უკვე წარმატებით იყენებ, და ადრეც შეგეძლო გამოგეყენებინა და ძირძველი ასო "ძ" არ შეგეწირა ამ გაუგებრობისათვოს!!! :D)
არსებობს KA - ქართული შრიფტი კომპში, DE, EN და RU ხომ ყველას გაქვთ, KA არ გჭირდებათ ხომ! ა??? თქვე ვაი-პატრიოტებო!
მაგრამ რას გერჩით, მახოსთან არ მქონია შეხება და დანარჩენები მესიჯს რომ აგზავნით მობილიდან, უკვე კაია, დანარჩენსაც ისწავლით ნელნელა :P
ხახაააა :D:D:D:D
მე მიხარია, რომ შენ გერმანიიდანაც ქართული შრიფტით გვწერ! ყოველთვის გამოგარჩევდი ჯგუფელებს შორის ნიჭიერებით და ალბათ ამიტომაც იყავი ჩვენი ჯგუფხელი... ვხედავ შორს წასულა შენი ტექნოლოგიური განვითარების დონე და მე ესეც მიხარია, მე მართლა მიხარია და ვამაყობ! დიახ, არ მცხვენია ამ სიტყვების! მე შენით მართლაც რომ ვამაყობ და ამას ხმამაღლა და ყველას გასაგონად ვამბობ!
შენი გულისწყრომა და შენიშვნები ჩვენთვის მისაღებია და აუცილებლად შევეცდებით გავითვალისწინოთ და უფრო მეტი ვისწავლოთ ვიდრე უბრალო sms-ის გაგზავნა... ჩვენ ამას მართლა შევძლებთ შენი მხარდაჭერით, გვერდში დგომით და მზრუნველი დარიგებებით. ჩვენ ყველაფერს გადავლახავთ და ყველაფერს ვისწავლით, რაც არ უნდა ძნელი იყოს ეს ჩვენთვის! შენ ჩვენთვის სამაგალითო იყავი და ჩვენც აუცილებლად გასახელებთ და შენ სულ მალე ამაში დარწმუნდები, როცა skype-ში ქართული შრიფტით მოგწერთ, როცა ჩვენი მონიტორების ქვემოთ მარჯვენა კუთხეში წარწერა „KA“ აენთება, როცა „ძ“-ს და „მ“-ს დაწერას სწორად ვისწავლით და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამით გაგაოცებთ ჩვენ შენ სასიამოვნოდ...
და მე მინდა შენ ერთი რამე იცოდე: ჩვენ შენი სიყვარული გვაძლებინებს ყველა უბედურებას!
looooooooooooooooooooooool
გაიხარე მირო, გულანთებული მამულიშვილის პოსტი იტო, ოღონდ აი მე რა შუაში ვარ არ ვიცი :D:D:D
ჩვენ კამათს მართალია წერტილი დაესვა, მაგრამ მაინც დავუარე ძველ პოსტებს (ამ პოსტის ჩათვლით) შენი ხათრით და ყველგან სადაც „დზ“ ეწერა ახლა „ძ“ არის უკვე!:)))
:))))) ო–ლა–ლაა, იურისტების კომენტები:)))))))))
ძაან ვიცინე:))
ეკატერინა, ნიკა, მარიკა, ჭუკი!! როგორ მოხდა რო ბლოგის ავტორს არ ვიცნობ:)))
ხოოო, მგონი არ ვიცნობთ ერთმანეთს ketketa, მაგრამ შენ თუ შენს მიერ აქ ჩამოთვლილ ხალხს ყველას იცნობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენც მალე გავიცნობთ ერთმანეთს:)))
მეც ასე ვფიქრობ:))
Post a Comment