Monday, July 28, 2008

შაბათი

სარფის ზღვა ღელავს და ტალღებში შორს არ არის საჭირო შეხვიდე, მაგრამ მაინც სუფთაა წყალი და არ მინდა ზაგარი, მეზარება. ბათუმში ან სადმე სხვაგან აჭარაში ბანაობა უაზრობაა - ბინძური. არადა, ზღვაზე ბანაობას მე ბასეინი მირჩევინა, მაგრამ რომ აიტეხავენ...
ბერეგზე ორი ხულოელი ძუკნა პომადას ანათებს და შენ მაინც გემრიელად ჭამ აჭარაში-ხარ-ჩამოსული-და-რომ-არ-ჭამო-არ-გამოდის აჭარულ ხაჭაპურს. მარის ღიმილი უხდება და დათოს ანა უხდება და ანას დაქალია მარი და მე მივდივარ ჰოლანდიაში და რა კარგია ღიმილი, უგემური ცეზარი და გემრიელი ღიმილი.

აი ვსხედვართ ბასეინთან და ისევ ჩემი აუხდენელი ოცნებაა ამ ბასეინის დაპყრობა - არადა ნასვამი არ ჩავალ, შანსი არ არი!
ანას გული წაუვიდა და „მაპატიე ანა უნდა დაგარტყა“ და მოვასულიერეთ მთელმა სასტუმრომ.
ოოოოო, ისევ პენსიონერული დასვენება გამოგვდის, წავედით ღამის კლუბში...
სულ ორი დისკოთეკაა მგონი ბულვარზე და იქაც მთვრალი თინეიჯერები, კბილებ ალესილი აჭარლები, ჩხუბები და მოდი თბილისში რომ ჩავალთ ზენში წავიდეთ! გადაწყდა!
მთელი ღამე ბულვარზე ფეხით მოსეირნე, ორი დიდი და უაზრო ბოროტი ანეგდოტი. მალე გათენდება, უძინარი რულზე დაჯდომა ტეხავს და ღამის (დილის) 5 საათისთვის ვიძინებთ.
ტაქსისტიც კი გავაძვიძეთ, ჯერ გამოფხიზლდა, ყავა დალია და ისე აგვიყვანა სასტუმროში.

2 comments:

nati kuda said...

„მაპატიე ანა უნდა დაგარტყა“ - :)))))))
რაღაც გამახსენდა : )))

jaco said...

რა გაგახსენდა, შენც გიქნა ვინმემ ეგრე?:)