წავედი ქართველ მეგობართან და კარგი რუსული ლაპარაკის პრაქტიკაც გავიარე. კარგი საღამო იყო: მე, გიო, ანდრეი და იურა (გიოს უკრაინელი მეგობრები) ამსტერდამის ხმაურიან კლუბებში გავერთეთ და სახლში რომ მივედით დილის 6 საათზე გადავწყვიტე, რომ ჯობდა აღარ დამეძინა და ჩემს „მშობლიურ“ ქალაქ ნაიმეგენში დავბრუნებულიყავი და დილის 9 საათი იყო დაწყებული სახლში რომ მოვედი და ლოგინში შევგორდი...
მანამდე.
ქართული ლაპარაკით გული ვიჯერე, კიდევ ერთი ქართველიც გავიცანი გიოსთან, კაცი ქიმიკოსი, კაცი ტუჩის გარმონი, კაცი ბევრი თმები. მოკლედ, ასე ვითარდებოდა მოვლენები: ბაზარ-მაღაზიები, ტამტამი (ჯემბე) შევიძინე (ბედნიერი ვარ!!!), სახლი, ჰაინეკენი, დუხოვკა, პიცები, კოკა კოლა, უფასო თევზი (ძალიან გემრიელი), ჰაინეკენი, გიტარა, ტამტამი, ღორის ნენკები (მმმმმმ, სამსინგ დაუვიწყარი) და ქიმიის პატარა კოლბებში ჩასხმული რაღაც გემრიელი ალკოჰოლი, ამსტერდამის ქუჩები, მუსიკა, ცეკვა, სახლი...

9 comments:
დედა, დედა, ნუ ე. ი. ღმერთო ჩემო რა...
sweet :)
მშურს ...
ეკომ მოწვევას გამოგიგზავნიო და ისე მინდა მანდ ჩამოსვლააააა :)))))))))
Crazy Piano-ში მინდა :)))))))))ყველა მანდ რო იღებს სურათებს :))))))))))))
მადლობა ბავშვებო:)
თიკო, მეც არ ვყოფილვარ ჯერ ქრეიზი პიანოში და ვაპირებ მერე, მე და ვეკუას არ გვქონდა ამჯერად მაგდენი დრო, გამოცდები აქვს მაგას ამ თვეში და მერე ჩემთანაც ჩამოისეირნებს და მერე ალბათ ზამთრის დასვენებაზე წავალთ ქრეიზი პიანოში და საერთოდ სად აღარ წავალთ, მე მაგალითად საკმაოდ ვრცელი სამოგზაურო სია მაქვს მეორე სემესტრამდე: სტოქჰოლმი, სტრასბურგი, ერთი ორი აქაური ქალაქი, პარიზი, ბარსელონა, რომი, ბერლინი და პრაღა თუ მოვასწარი, თუ მეტი მოვასწარი ხომ საერთოდ:)))
ჰოდა ჩამოდი, გაგვიზარდება ყველას, რაც მეტი ქართველი მით უკეთესი;) გიაც ჩამოდის მგონი ზამთარში:)
აუუ რა მაგარიააა :))) მანდ ყველგან თუ წახვედი შენ უნდა თქვა მე ვარ რაცა ვარო :))))) მე ახალ წელს პარიზში ვიქნები თუ ვიზები მოგვცეს და თქვენ ჩამოდით ყველა იქ :))))))))))))) crazy piano-ზე მაგარი ბარებია იქ :))))))
ახალი წელი და პარიზი მეც მაქვს გეგმაში, მაგრამ კიდევ რაღაცას ვაპირებ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანს და თუ ის არ გამომივიდა, მაშინ დავირაზმოთ ქართველები და შევხვდეთ ახალ წელს პარიზში:)))
ვერ შეგპირდები, მაგრამ კარგი იდეაა და თუ მოვახერხე(თ) დიდი სიამოვნებით:)
ველით მოვლენათა განვითარებას ესე იგი :)))) ეკო ახლა ჩამოდის შაბათს და ჭკუაზე არ ვარ ისე მიხარია, ჩვენი დაქალის ქორწილია :))))))
ნამდვილად, დაველოდოთ:)))
აბა კარგი დრო გაატარეთ ქორწილში!:)
Post a Comment