Thursday, July 31, 2008

1 დილით ადრე გაღვიძებაღა დამრჩა

სამი ლონგ აილენდი, თან უზარმაზარი ლონგ აილენდი (პირველის მერე შენიშვნა მივეცი, რა არის უალკოჰოლოა საერთოდ თქო და მეორე-მესამე როგორი მოიტანეს დღეს თვალებზე მეტყობა)
ნახევარი კათხა ლუდი (რაღაც ცივი არ იყო და აღარ დავლიე ბოლომდე)

ორი ღერი სიგარეტი...


არადა, არ ვეწევი. (არა თქვენ მე ვერ გამოგეთ! მე საერთოდ არ ვეწევი, უბრალოდ მარიმ თქვა მე უფრო მეტი იმიტომ მეკიდება, რომ თან სიგარეტს ვეწევიო და გენდერული თანასწორობის დაცვის მიზნით მეც მოვწიე);

არადა, შუა კვირაში დალევას ვერ ვიტან, მეორე დღეს რომ სამსახური გაქვს;

არადა, საჭმელიც არ ჰქონდათ არაფერი მისაყოლებელი და საერთოდ რა ჰქონდათ? (არა პიცა, არა ხილის ასორტი, არა ნალექიანი ყავა, არა ამერიკანა, არა მოჰიტო (მოჰიტოზე სულ „უი, პიტნა არ გვქონია“ მახსენდება), არა ბაკარდი, არა ბავარია, არა ბროწეულის წვენი, არა-ფერი);

არადა, ძალიან მიყვარს ეს ადგილი და რაც გაიხსნა იმის მერე ხშირად ვაგდივარ;

არადა, ბოლოს ერთი თვის წინ ვიყავი მგონი (იტალია-ესპანეთის თამაშზე) და რო დამინახეს სასწაულად გაუხარდათ, წასული ვეგონე უკვე;

არადა, ეს პოსტიც დიდი გამომივიდა და საერთოდ პახმელიაზე რა დროსია პოსტები, მომიტანეთ ფლოსტები, მეძინება...

15 comments:

Anonymous said...

2 ღერი სიგარეტიოოოოოოო? საერთოდ სიგარეტიოოოოოოოოოოოო, ტიტუუუუუუუუუ, დაიღუპა ბოვში :)))))).

შენ ნამდვილი კახელი ჯენტლმენი ხარ მიროოოო :))))))))

I'm proud of youuuuu
p.s. ისე მოწევის დაწყებას არ გირჩევ ;)

Dv0rsky said...

და რა ადგილია ეგეთი - არაფერი რომ არა აქვთ და მაინც რომ გიყვარს? :)

P.S. ვერ ვიტან ლონგ აილენდს.
ანდა შეიძლება ჯინ ტონიკივით ვერ ვიტან - რო დავლიო და მომეწონოს :)

jaco said...

არა მარო, მაგის საშიშროება ნამდვილად არ არის, რომ მე სიგარეტის მოწევა დავიწყო:)))

დვორსკ, სოლოლაკშია ასეთი ბარი ტრეფიკი (და არა ტრეფიკინგი როგორც ჩემი მეგობრები ხშირად ეძახიან) ერთადერთი დიჯეი ბარია თბილისში, ანუ ბარია და თან ელექტრონული მუსიკაა და თუ გინდა იცეკვებ (მე მინდა ხოლმე:D). კიროვზე რო აუხვევ მარცხნივ ეგრევე პოპულის რომ გაცდები ბნელი ჩიხია და ვერ იფიქრებ რომ იქ რაღაცა არსებობს და არც გარედან აწერია, ლურჯი კარებია. ანუ ვითომ დახურული ბარის პონტია, მაგრამ მგონი უკვე ყველამ იცის თბილისში...

და ლონგ აილენდი თუ გაუსინჯავად არ მოგწონს, მაშინ მანდ გასინჯე და მოგეწონება:)))

და კიდევ, ზაფხულია, ხალხი ნელნელა გაიკრიფა და იმიტომაც აღარ აქვთ არაფერი საჭმელ-სასმელი:)))

დედა რამხელა კომენტარი დავწერე, პოსტზე დიდია:)

Dv0rsky said...

ხო, მახსოვს ეგ ბარი, თებერვალში დილის 6 საათზე ორმა გოგონამ შესანიშნავი ეროტიული ცეკვა გვაჩვენეს - ბარზე აძვრნენ და...

თუმცა ეგ წინა ცხოვრებაში იყო ;)

jaco said...

კაია ეს წინა ცხოვრების ამბები: ისეთი შეგრძნება რომ გაქვს, რომ თითქოს მართლა მოხდა. მე კიდე წინა ცხოვრებაში მანდ ტანზე გახდილი ვცეკვავდი და ნათია (მაგ ბარის მენეჯერი) ტანზე ყინულებს მისვამდა:D:D:D არადა მაგარი მთვრალი ვიყავი ამ წინა ცხოვრებაში:D:D:D

Dv0rsky said...

ეგრე არაა, ჯაკო - წინა ცხოვრების ამბები მართლა მომხდარია :)

jaco said...

უიი, დავიწვი ხო რო ნადმვილ ამბავს ვყვებოდი?

კსტაწი, იმ ორი მანდილოსანიდან ბარის სტოიკაზე რომ ცეკვავდა ერთ-ერთი უეჭველი ნათია იქნებოდა, ხშირად გაუკეთებია ეგეთები:) და მეორე ალბათ ვიკა, ან კატია:)

Jenny said...

loool komentarebi :)))

პერწკლი said...

hahah
kiarada
არც ატმის წვენი ექნებოდათ მანდ
:უსერ:

Katiée.Ge said...

გაკაკატიებ მე შენ, ჟაკო!!! LOL

jaco said...

ჯენი, თვითონ პოსტი ნე კრუტა?:)))

პერწკლი, ზატო ვაშლის და ანანასის წვენი ჰქნდათ - ვიტ ტაკ!:)

კატია, მარტო შენ ხარ კატია? სხვა კატიაა ის და ვაბშე იქ აღარ მუშაობს და ვაბშე იცი რა მაგარი გოგოა?:)))

Katiée.Ge said...

aa martla tu aris ik vinme da katia kvia mashin xo, metki sitkvaze axsene saxeli katia :D:D:D

jaco said...

მართლა არის! უფრო სწორად იყო:)

nati kuda said...

:პიკული:
:ლუდიოღონდცივი:

jaco said...

ჰეჰეე, საღოლ კუდა;)