Tuesday, July 1, 2008

back 2 childhood memories
















სასიყვარულო სამკუთხედი, თუ როგორ ჰქვია ამას ზუსტად არ ვიცი, იმაზე ვამბობ, „ტრეწი ლიშნიო“ რომ იძახიან. ჰოდა ერთი ეგეთი ისტორია გადამხდა თავს 11 წლის წინ. მაშინ მე და მიშა 15 წლის ღლაპები ვიყავით და 12 წლის ბავშვი, ვიკა შეგვიყვარდა და თან როგორ შეგვიყვარდა. ვიკასაც უხაროდა ორი „მამენტ“ სიმპატიური „მამაკაცის“ ყურადღებას რომ გრძნობდა და... პრინციპში არაფერი. ზაფხული იყო, ერთად ვისვენებდით, მერე ყველა ისევ ერთად თბილისისკენ დავიძარით და იმის მერე აღარ გვინახავს მე და მიშას ჩვენი სატრფო.
სახელი და გვარი კარგად მახსოვდა, ჰოდა რამდენიმე ხნის წინ სადღაც (ინტერნეტ სივრცეში) შემთხვევით აღმოვაჩინე. რა თქმა უნდა სახეზე ვერ ვიცნობდი (ის ხომ საერთოდ, აზრზეც ვერ მოვიდოდა) იმდენი დრო გავიდა. სახელი და გვარი დაემთხვა. ასე რომ, მოვიკითხე, მიცნო, მიშაც გაიხსენა, მიშასაც მივეცი კოორდინატები და მერე აღარ შევხმიანებივარ...
მიშა მეუბნება ფინალს სად ვუყუროთო. ადგილი რომ შევარჩიეთ ასე გამაფრთხილა მარტო მოდიო (ანუ ეს იმას ნიშნავდა, რომ ვინმე გოგოები არ წამოათრიოო:)). მივედი და გოგოსთან ერთად იყო (თქვენ ალბათ უკვე ხვდებით ვინ გოგოზე მაქვს საუბარი, მე კიდევ თავიდან არც მიფიქრია რომ...). მირიან როგორ ხარო მეკითხება გოგო. გადასარევად შენ მეთქი. მეც მაგრად, თმები რა უყავიო... მივხვდი, რომ ჩემს წინ ჩემი ბავშვობის სიყვარული იყო:)
ბავშვობაზე გამახსენდა, ბავშვი თვითონ ჰყავს უკვე 5 წლის...
გუშინაც ერთად ვიყავით და ამ weekend-ზეც რაღაც გეგმები დავსახეთ. მივდივარ იქ სადაც ყველაფერი დაიწყო. ბავშვობას ვიხსენებთ ალბათ:)


6 comments:

Anonymous said...

ააა მიყვარს მიყვარს ბავშვობის სიყვარულების ისტორიები :დ

jaco said...

გაგრძელება იქნება!:)

Anonymous said...

ვააა, ტრეუგოლნიიიკ?

აასწინათ ინტერნეტში ემც...

მარა იქ მესამე არ იყო..
:)))))))))))

jaco said...

ჰეჰ, შონ ეგ იდეალურია როცა მესამე არ არის, გინდა კაცი იყოს და გინდა ქალი:p
ვდვაიომ ლუჩშე:D

მარიამ ბლანკი¹³ said...

es me cakitxuli maqvs :D ogond aq ara :D

jaco said...

რას ქვია კაცო წაკითხული გავქს? ვიღაცა ჩემს პოსტებს იპარავს?:D:D:D

იქნებ და მითხრა სად წაიკითხე? it's very important!:)))