Friday, July 4, 2008

გუშინწინ

გუშინწინ კარგი დღე იყო.


ჩემმა მეგობარმა ცოლი მოიყვანა.


ცოლი არ მოუყვანია, ნიშნობა ჰქონდა.


ნიშნობაც არ ჰქონდა და „ვაბშე“ ეს წყვილი ჯერ წყვილიც არ არის, ანუ ერთად არ არიან ჯერ, მაგრამ ამ ხუმრობა-ხუმრობაში გადავწყვიტეთ (სკაიპი კონფერენციაში: მე, გელამ (სიძე), თათამ (პატარძალი), ეკამ (თათას დაქალი და მეჯვარე) და ნიკამ (მე და გელას მეგობარი და გელას მეჯვარე), რომ თათა და გელა შეუღლებოდნენ და ჯერჯერობით „ნიშნობა“ ჰქონოდათ.


ჰოდა, ეს ხუმრობა (ნიშნობა) შედგა ერეკლე მეორეს ქუჩაზე აგორაში. ჩვენ ხუთნი ვიყავით და ბევრიც „ვიხუმრეეთ“. მე თამადა და ამავდროულად მღვდელიც გახლდით (აბა ვიღაცას ჯვარი ხომ უნდა დაეწერა?). სათამაშო ბეჭდებიც გაცვალეს.


მე კიდევ ეკასთან ვაქტიურობდი ძალიან, რომ გელასაც კომფორტულად ეგრძნო თავი თათასთან.


ქვემოთ სურათებზე:

1. საყვარელი (მომავალი) წყვილია (I hope so:)) თათა და გელა.

2. ნიკა.

3. მე და ეკა (არაფერი იფიქროთ just friends - I swear!).

4. სადაც არ უნდა წავიდე ყველგან ტამტამზე დაკვრას ითხოვენ ჩემგან




8 comments:

nati kuda said...

თქვენც საყვარელი წყვილი ხართ : ))

jaco said...

ჩვენ არ ვართ წყვილი:)

OTO said...

ნუთუ ეს ჩვენი გელაა გაბუნია ?

გამიხარდა. გელას Мой пламенный привет!

(OTO FROM CHILDREN'S AND YOUTH PARLIAMENT OF GEORGIA) მარტო ასე მიხვდება ვინ ვარ.

Anonymous said...

მასეთი ხუმრობები სერიოზულად მთავრდება ხოლმე, როგორც წესი :D

jaco said...

ოთო: გელა გახლავთ, სწორად იცანი:) ორშაბათს ვნახავ და მოგიკითხავ აუცილებლად:)
დოდკა: მეც ეგ არ მინდა მერე? მაგრად „ვბალეშჩიკობ“ ამ წყვილს;)

Dv0rsky said...

მირ, შენ სხვებს რო ბალელშიკობ, კაია, მარა შენ თავს როდის მიხედავ? ;)

დროა უკვე, ხო იცი ;)

P.S. თათა კარგი გოგოა

ketketa said...

ასეთი ფოტოების ნახვა ჩემთვის არ შეიძლება, ექიმმა მითხრა, სასიცოცხლოდ აუცილებელზე მეტი საყვარლობების ნახვას მოერიდეოოო, გული ვერ გაგიძლებსოო:)))

seriously, nice pics, and nice story most of all:)

jaco said...

გიგა, არ გინდა ეგეთები თორემ დაიწყება შემოტევები ყოველი მხრიდან და ატყდება ერთი ბუნტი. მაგრამ გასამართლებელი საბუთი ჯერჯერობით მაქვს: მე ხომ მივდივარ ეხლა ცოტა ხანში და სერიოზული ურთიერთობები არ მაწყობს და ამიტომ დავეთრევი უაზროდ, უსაგნოდ, იმიტომ რომ, ვთქვათ და ვინმე შემიყვარდეს ან შევუყვარდე, მერე ტირილები და სევდა მინდა მე წასვლისას? და კიდევ „უშენოდ როგორ გავძლო ერთი წელი“ ბაზარი?:D

Kეეთ, გავითვალისწინებ და ვეცდები ერთდროულად ამდენი საყვარელი ფოტო არ დავდო:)))