Monday, July 21, 2008

ბოლო კოჯორი

მიყვარს? ალბათ ატეხილი ვარ, თორემ მე ბოლოს ვინ მიყვარდა (რასაც ჰქვია მიყვარდა) აღარც მახსოვს...ეს ისე... ჯერ აზრი არ აქვს ამ თემაზე საუბარს და მერე დავწერ თუ რამე საინტერესო იქნება.
კოჯორში ვიყავი შაბათს. მართლა კარგი იყო. დავრჩი, თბილისში ჩამოვედი, 1 საათში ძმაკაცები დამადგნენ და ისევ კოჯორში ამათრიეს. ამ დაბლ მწვადაობამ დამღალა ცოტა და კიდევ იმან, ბესომ ჩამოსვლისას ჩემს ქუჩაზე რომ ამოუხვია შოთამ „რუჩნოის“ ამოუწია რამდენჯერმე, ეს გარეწარი (ჩემზეა საუბარი) სახლში რო აიყვანო დაგერხევაო, ყველანი ლევანასთან მივდივართ დასალევადო (ნუუ, პლიუს კიდე მანქანაში იმ დღეს გაცნობილი ადამიანი გვესვა და იმასთან ჩხუბები და საქმის გარჩევები არ გამოდიოდა, მაგრამ ვიჩხუბეთ კიი და...) და ფინალი გაინტერესებთ ხომ? რა თქმა უნდა ბესომ სახლში ამიყვანა! ჩემმა ძმამ კარები რომ გამიღო თვალები გადმოყარა: შენ სახლში არ ხარ კაცოო? აბა კონდიციონერი რო არი შენს ოთახში ჩართულიო? (იმდენად ახლოს ვართ მე და ჩემი ძმა ერთი არ უფიქრია 8 საათი რომ ხმას არ ვიღებდი, ერთხელ მაინც შემოეღო ჩემი ოთახის კარი და შეემოწმებინა ცოცხალი ვარ თუ არა და ხო დარწმუნდებოდა, რომ თურმე სახლში არ ვარ... მოკლედ კონდიციონერის ხმას ენდო). მეც იხტიბარი (ჩორტ ივო ზნაეტ რას ნიშნავს ეს სიტყვა) არ გავიტეხე და პასუხად მივუგე (იმენა მივუგე, თუ მივუგდე): ხოო ვიცი, სპეციალურად დავტოვე, აბა სიცხეში ხომ არ დავიძინებდი თქო...

თან ამ დაწყევლილ მანქანას შუა გზაში „გლუშიწელიც“ რომ ჩამოძვრა...


P.S. შაბათს კიდევ ვითამაშეთ ის ნამიოკობანა updated...

12 comments:

sabaha said...

აუუუუ მე და ჩემი დაც ასე ვართ
რა საშინელებაა
:(((

sabaha said...

ხოოო მართლაააა
სიმღერა დაიდოს :)))

jaco said...

ნინო, სიმღერა კი დავწერე, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ ავრილ ლავინის რომელიღაც სიმღერას გავდა მისამღერი და დავიკიდე:D
ისე, სიმღერა როგორ დავდო კაცო, მარტო ტექსტის დადებას რა აზრი აქვს?:) ასე რომ მერე სადმე სხვა სიტუაციაში გიტარით შეიძლება:) როცა დავასრულებ რა თქმა უნდა ამ სიმღერას:)

nati kuda said...

ჰოო, ძმა მაგარი იყო : ))
მე კიდევ ისეთი ჩუმი ვარ სახლში, რომ ავიწყდებათ ხოლმე სახლში რომ ვარ : ))

jaco said...

მე ვერ ვარ ჩუმი, ხმაური მიყვარს და სიწყნარე მძაგს!:D

sabaha said...

კაი მირიან დავიმახსოვრებ :)))
ბაკოს მუსიკა მომეწონა ისე :D

jaco said...

უიი, მოგეწონა? მაშინ შენზეც დავწერ, თან უკეთესს:p

sabaha said...

მიდი აბა )))

Katiée.Ge said...

დაგლიჯა!

პ.ს. ბაკოს მუსიკა რომელი იყო?

jaco said...

აბა როგორ გითხრა რომელი იყო ბაკოს მუსიკა? ოთახში ვიყავი ასული ბაკოსთან და ის პროგრამა ჰქონდა გადმოწერილი, რომლითაც მე ვაკეთებ ხოლმე ელექტრონულ მუსიკას და ერთი პატარა მელოდია სახელდახელოდ შევუქმენი. ნინოც იქ იყო იმ დროს და იქ მოუსმინა.

თუმცა, სამწუხაროდ, ბაკოს თურმე დემო ვერსია ჰქონია ამ პროგრამის გადმოწერილი და შესაბამისად არც პროექტად და არც მპ3-ად არ დაამახსოვრა ჩემი ნაწვალები:(((

Khatia Caroline said...

:) მაგარია! :)

jaco said...

thnx khatia;)