Tuesday, July 22, 2008

რამ გამამწარა?!

დღეს წავშალე ჩემი პროფაილები შემდეგი საიტებიდან: http://www.hi5.com/ (ყველაზე ძალიან ეს დამენანა, 3 წელია ამ საიტს ვხმარობ და კარგ რაღაცეებს (ვიღაცეებს) მახსენებს, ბევრს გაუტყდება რომ აღმოაჩენს ჩემს გაუჩინარებას), http://www.myspace.com/ (ეს საიტი აღარ მჭირდება, ინფორმაციები მომდიოდა თბილისში სად, რომელ ღამის კლუბში, ბარში სადაც მე ხშირად დავდივარ რა ივენთები იმართება - ახლა უკვე აღარ მაინტერესებს), http://www.facebook.com/ (აქ რა ჯანდაბა მინდოდა? ბექამ გამაკეთებინა და უაზროდ ვეგდე ერთადერთი ფრენდით. ბექას გარდა არც არავის გავხსენებივარ, რომ მოეწერა, თუმცა არც მე მომიკლავს თავი ვინმესთვის მიწერით), http://www.odnoklassniki.ru/ (მოკლედ ეს საიტი რომ დღეს ხოდშია, არ ვიცი. თუმცა არც აქ მოვხვდი ჩემი სურვილით. კრისტიმ შემომაგდო და sorry Chris, აღარ მინდაა)...


მეტი აღარ ვარ მგონი აღარსად. ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება სხვა არაფერი...

თითქოს რაღაცა მოვიშორე და თავს ბედნიერად ვგრძნობ! მომილოცეთ!

15 comments:

Anonymous said...

ძალიან ვამაყობ შენით, ძალიან.

ყველა ზემოთჩამოთვლილი დიდი ნაგავია, ბედნიერი ვარ, რომ გადაყარე :D

ketketa said...

:))))))) ყველგან ვარ დარეგისტრირებული ადნაკლასნიკის გარდა და წელიწადში ერთხელ შევდივარ, რა იდიოტობაა:))))
მე ეგრე ტვიტერი წავშალე, ვერ მივხვდი რად მინდოდა საერთოდ:)
My favorite occupation is getting rid of useless things and NEVER EVER regretting afterwards:)
და ადნაკლასნიკზე ისეთი გადარეულია ყველა და ისე მოდაშია, რო არასდროს არ შევალ, ვსო

jaco said...

ძირს ადნაკლასნიკები ქეთ! ეგეთი ლოზუნგი აქვს ერთ ჩემ ძმაკაცს და შეუერთდი თუ გინდა!:D
დოოდ, ძალიან მიხარია, როცა ჩემით ამაყობენ და არ „გაგაწბილებ“:)))

ketketa said...

:)) ორნი მთელი ქალაქის წინააღმდეგ, მაგარია:)))))))

nati kuda said...

ვაშააა, ვაშააა.
მხოლოდ ჰი5-ზე ვარ დარეგისტრირებული მაგ ჩამონათვალიდან და იქაც არ შევდივარ : )))

პერწკლი said...

მხოლოდ ადნაკლასნიკზე ვარ.... იმიტომ რომ ჩემს სიძესტან დაკონტაქტების ერთადერთი საშუალება ეგაა :ღრრრრრ:
ამასობაში მივეჩვიე და ყოველდღე შევდივარ.... :უსერ:

Anonymous said...

me yvelgan var mageebzec da yvela msoflio forumze var daregistrirebuli milioni saxelit da yvela maxsovs yvelas paroli da nikname vici da kide vapireb davregistrirde rame xo ar icit egeti? :D
-------------------
nikala1.log.ge

jaco said...

ქეთ, რატომ ორნი? დარწმუნებული ვარ კიდევ რამდენიმე თანამოაზრეს გამონახავთ და ბრძოლა ღირს!:)))

კუდა მართლა ვაშა! ჰაი-5-იც დაიკიდე თუ მაინც არ შედიხარ:)

პერწკლი - ძირსადნაკლასნიკებითქო! მაგრამ სიძის გულისთვის მოჟნა:)

ნიკალა აი საღოოოლ! რამე საიტებს კიდევ გამოგინახავ თუ ასეთი მოწადინებული ხარ, არ არის ეგ პრობლემა:) მაგრამ არ გეზარება?;)

Katiée.Ge said...

მეც ყველგან ვარ ჯერჯერობით და არ ვშლი, თუმცა ვფიქრობ.
ჰი5ის პაროლი არ მახსოვს და შეხედვის მეშინია, ვინმე ისეთ ნაცნობი არ აღმოვაჩინო, მერე გული დამწყდეს წასაშლელად, ერთადერთი საკონტაქტი ეს ჰი5 ყოფილათქო. ხოდა იყოს ისე.
ფეისბუქმა წაიღო ჩემი დრო, მთელი ცემი ახლანდელი კურსი იქაა და მეც ვარ თავფეხით ჩართული, 24 ალბომი მაქვს გახსნილი და ახალი ფოტოების დადებაზე რამდენი იმეილ ნოტიფიკაცია მომდის თაგებზე და კომენტარებზე, ხომ წარმოგიდგენიათ.

ადნაკლასნიკებზე ჩმი ამერიკაშ გადაკარგული მეგობრის ხათრით შევედი და აღმოვაჩინე კლასელები და კურსელები , დაჯე ნათესავები სვანეთიდან. ხოდა არ გინდა ეხლა ექაუნთის წაშლა? ://

სამაგიეროდ იაჰუ მესენჯერი იგნორირებული მყავს წელზე მეტია და მსნ-საც ერთადერთ ადამიანთან საკონტაქტოდ ვრთავ, რომელსაც სკაიპი ვერ დავაყენებინე.

ნუ სკაიპში რომ 100 რაღაცა კონტაქტი მყავს და აქედან 35-40ია დღის განმავლობაში მუდმივად ონლაინ, მაგაზე არ შევჩერდები.

პროგრესი მარტო იმ მიმართულებით მაქვს, რომ ფორუმებს შევეშვი.
კვირაში ერთხელ ვიჭყიდები ფორუმ.გეზე, სვანეთის და იურიდიული ფაკულტეტის თემებში, ან თუ რამე ხდება ქვეყანაში რუსთავი ორის ნაცვლად ფორუმ.გეზე შევდივარ ჭორმართალის გასაგებად.

ფოტოსაიტები დავიკიდე. თან დამბლოკეს და ამანაც ხელი შემიწყო დაკიდებაში :) ერთადერთზე ვარ და მეინ მოდერატორი რომ მაწერია მცხვენია, ისე იშვიათად შევდივარ, ძირითადად მორიგი ავტო-ტუალეტ-პორტრეტის დასადებად.

ჰოდა კიდევ ჩემი ერთი 10 კაციანი საყვარელი ფორუმი მაქვს, იმას ვერ ვღალატობ :)) მაგრამ ის არ მაცდენს :)

ამ ყველაფრის მერე თუ იფიქრეთ რომ ნორმალური არ ვარ და ამდენ დროს რაში ვკარგავ, გეტყვით რომ სულაც არაა ასე, ამ ყველაფერზე მეტი დრო მიაქვს ჩემს მეილს, სადაც დღეში მარტო ჩემი ძვირფასი დეკანატისგან რამდნეიმე მეილს ვიღებ, საინფორმაციო თუ დავალების სახით, + ჯგუფელები იაჰუგრუფის საშუალებით ყველანაირ კითხვას და პასუხს ყველასთან აგზავნიან.

ხოდა მიტირეთ....

პ.ს. ჯობს.გეც გამოვრთე კაი ხანია, ეგ მაინც არ მჭირდება აქ :D:D:D

jaco said...

აი ამას ჰქვია - internet addicted! საღოლ შენ კატია, მაგდენს თუ უძლებს შენი ნერვები და თვალები... მა ლა დეც!

Khatia Caroline said...

მე სადაც ვარ, ბედნიერად ვარ :) გააჩნია, როგორ და რას აკეთებ, ან გჭირდება საერთოდ? მე მჭირდება, იდეები მაქვს განსახორციელებელი :)) და ჩემი მარტო დატოვება ისედაც არ შეიძლება :) :) და ვრჩები ერთგან. დანარჩენებში ან არ ვარ, ან ვარ და არ მაინტერესებს.

jaco said...

ჩემი მარტო დატოვება არ შეიძლებაო ეგ მომეწონა!:))) არ დაგტოვებ(თ) მარტო;)

Anonymous said...

რატომ არ გევასებათ ადნაკლასნიკები, მე აქტიურად შევდივარ და ძალიანაც მეუასება :uzer:

jaco said...

რა ვიცი, რომ დავფიქრდი, არც ერთი მაგ საიტის ქონის საჭიროება არ გამაჩნდა და მაგიტომ წავშალე:)

Jenny said...

prailna ;)