Monday, July 28, 2008

კვირა

არ ყოფილა ეს ოცნება აუხდენელი. ამ ბასეინში ბანაობაც მოვასწარი.
მზე, ბასეინი, ნიავი, წყლის ლეიბი, კოქტეილი - ბოჰემური ცხოვრება!!!
1-2 საათი გაგრძელდა სიამოვნება, მაგრამ დაუვიწყარია რაღაცნაირად.
მარი დიდი ხანი არ არის რაც საჭესთან ზის და გვთხოვა თბილისში 2-ზე, 3-ზე გავიდეთო. ანუ ისე, რომ ცოტა ნორმალურ დროს ჩავიდეთ და ძალიან სიბნელეში არ ვიარო გზაშიო...
3-ზე ჩავბარგდით მანქანაში და ის წუთია გასვლას ვაპირებდით, რომ რუსლანი შემხვდა.
[რუსლანი (ქვემოთ ფოტოზე ჩემთან ერთად) იმ სასტუმროს დირექტორია, სადაც გავჩერდით მე და დათო. გარდა ამისა, რუსლანი ჩემი ძმის ძმაკაცია და შესაბამისად სასტუმროშიც უფასოდ ვიყავი. პარასკევს რომ ჩავედი დავურეკე და სასტუმროში გვიან ამოვბრუნდები და ჯობია ხვალ გნახო თუ გეცლება თქო. კიიი ძამა, რომც არ მეცალოს, შენნაირი კაი კაცის ნახვაზე უკეთესი რა არის, მოვიცლიო. მაგრამ ვერ ვნახე ვერც მეორე დღეს და მესამე დღესაც კინაღამ გამოვეპარე...]
აპ, აპ, აპ! არ არსებობს, გზაში ხომ მაინც უნდა გაჩერდეთ საჭმელად და აქ დამითმეთ ნახევარი საათი და მერე თუ წასვლას არ იშლით კი გაგიშვებთ მაშინო. მარის გადავხედე და ვიგრძენი რაც მითხრა თვალებით, მივედი ახლოს და იმანაც იგრძნო, რომ არ გამოდიოდა გაქცევა...
ნახევარი საათი რა თქმა უნდა გაგრძელდა ორი საათი, ანუ: ბევრი მარის გაბრაზებული მზერა, მამაჩემის და რუსლანის ჩემთან კახეთში ერთობლივი დაწურული ღვინოს წრუპვა, თევზი, მწვადი, სოკო, სალათები, ბადრიჯნები, ხაჩაპურები, საზამთროები, ნესვები, ბანანები, აი ყავასაც მოიტანენ და მერე გადით...

5-ზე გამოვედით, 11-ზე თბილისში შემოვედით - ახალბედა მძღოლისთვის მგონი არ არის ცუდი ხომ?

3 comments:

nati kuda said...

ცურვა არ იცი? :))

jaco said...

ეეეჰ, ლეიბს სხვა კაიფი აქვს, თორემ ცურვა ნორმალურად ვიცი, ისე რომ არ დავიხრჩობი რომ გადამაგდონ:)

Katiée.Ge said...

მშვენიერი გამოცდილებაა :D