Monday, October 27, 2008
ძვირფასო ბლოგის მკითხველებო!!! მნიშვნელოვანია!
რა თქმა უნდა არანაირი შეზღუდვა არ იქნება (თავში კი არ ამვარდნია), უბრალოდ ისინი ვინც არ მინდა ნახოს ეს ბლოგი არც მომწერენ თავის მეილებს.
ბოდიშს ვიხდი ხმამაღლა და ველი თქვენს მეილებს (კომენტარების სახით) პარასკევს საღამომდე.
p.s. ჩემი მეორე ბლოგი არ დაიხურება.
ნაგავი გავიტანე, სამზარეულოს მაგიდაც გავწმინდე
Sunday, October 26, 2008
ევროპა დაგშორდათ კიდევ ერთი საათით
Saturday, October 25, 2008
Muge-Miro party today!
Friday, October 24, 2008
Thursday, October 23, 2008
One wise man (ok, it was me) said:
...respect and/or disrespect what you get from the people around will be a mirror for you.
Wednesday, October 22, 2008
Tuesday, October 21, 2008
Sunday, October 19, 2008
الهجوم على قافلة الناتو بهرات
გაუღიმეთ თქვენც ჩემს ბლოგს და დატოვეთ კომენტარი (დედა რა პიარ გამოსვლა იყო)
Thursday, October 16, 2008
Tuesday, October 14, 2008
Writing essay
ხოოო, კარგი! პატარა ქალაქია ნაიმეგენი სადაც მე ვცხოვრობ და აქ მოსახლეობა ათჯერ ნაკლებია ვიდრე თბილისში და მხოლოდ ორი უნივერსიტეტია თბილისისგან განსხვავებით, თუმცა მეორე უნივესიტეტს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს აქაურებში და შენი ბიჭი თუ რადბაუდის უნივერსიტეტში (სადაც მე ვსწავლობ) არ ჩაირიცხა, ზნაჩეტ წიპა დაუნია და მეორეში, ანუ ჰანას უნივერსიტეტში უნდა ჩააბარებინო, გაუნათლებელი რომ არ დაგრჩეს და მენაგვედ არ იმუშავოს, რაც ძირითადად უცხოელების საქმეა (არახალია რასაც ვიტყვი, რომ ყველა ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ასეა, შავ სამუშაოზე უცხოელები მუშაობენ). ჩემი უნივერსიტეტის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება არის ის რომ კათოლიკური უნივერსიტეტია და წმინდანის (რადბაუდის) სახელი ჰქვია. მაგრამ იცით რას გეტყვით? თუნდაც ამ პატარა ქალაქის უნივერსიტეტი, რომელშიც 17 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს რომ შევადაროთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (რატომ თსუ-ს? იმიტომ რომ ზესიამაყე უნივერსიტეტია თბილისის) ბევრ განსხვავებას ვიპოვით. მარტივად რომ ვთქვათ: აქაური უნივერსიტეტის უზარმაზარი კომპლექსის მხოლოდ 10 პროცენტი თუ უკავია აუდიტორიებს (ავტორის შენიშვნა: აუდიტორია ის ადგილია სადაც ლექცია ტარდება:D) და დანარჩენ ტერიტორიაზე რას აღარ იხილავ სტუდენტის აქტიური ცხოვრების ხელშესაწყობად და სწავლის უკეთესი პირობების შესაქმნელად. წავედით თბილისში. თსუ-ს "კომპლექსის" 90 პროცენტი უკავია აუდიტორიებს, ხოლო დანარჩენი 10 ადმინისტრაციას და სტუდენტს რა? სტუდენტს იაფი არაყი და მოუვლელი ეზო.ახლა ესეის ვწერ (ავტორის შენიშვნა: ესეი/essay თემა რომელიც დასაწერი გაქვს, რომ კრედიტების რაღაც ნაწილი მიიღო) და ლექტორმა გვითხრა, რომ ამობეჭდილის გარდა ელექტრონული ვერსიაც უნდა გამომიგზავნოთო და იცით რატომ? იმიტომ რომ უნვერსიტეტს რაღაც google-ის პროგრამა, სისტემა თუ რა ჯანდაბა აქვს, რომელიც ინტერნეტით გიმოწმებს საიდანმე ხომ არ გადმოწერე თემა და რამდენად ემთხვევა შენი თემა სხვის ძველ ნაშრომებს...
OMG!

Saturday, October 11, 2008
Amsterdam - city of sex
წავედი ქართველ მეგობართან და კარგი რუსული ლაპარაკის პრაქტიკაც გავიარე. კარგი საღამო იყო: მე, გიო, ანდრეი და იურა (გიოს უკრაინელი მეგობრები) ამსტერდამის ხმაურიან კლუბებში გავერთეთ და სახლში რომ მივედით დილის 6 საათზე გადავწყვიტე, რომ ჯობდა აღარ დამეძინა და ჩემს „მშობლიურ“ ქალაქ ნაიმეგენში დავბრუნებულიყავი და დილის 9 საათი იყო დაწყებული სახლში რომ მოვედი და ლოგინში შევგორდი...მანამდე.
ქართული ლაპარაკით გული ვიჯერე, კიდევ ერთი ქართველიც გავიცანი გიოსთან, კაცი ქიმიკოსი, კაცი ტუჩის გარმონი, კაცი ბევრი თმები. მოკლედ, ასე ვითარდებოდა მოვლენები: ბაზარ-მაღაზიები, ტამტამი (ჯემბე) შევიძინე (ბედნიერი ვარ!!!), სახლი, ჰაინეკენი, დუხოვკა, პიცები, კოკა კოლა, უფასო თევზი (ძალიან გემრიელი), ჰაინეკენი, გიტარა, ტამტამი, ღორის ნენკები (მმმმმმ, სამსინგ დაუვიწყარი) და ქიმიის პატარა კოლბებში ჩასხმული რაღაც გემრიელი ალკოჰოლი, ამსტერდამის ქუჩები, მუსიკა, ცეკვა, სახლი...

Thursday, October 9, 2008
Max, I'll kick your ass some day!
იქიდან გამომდინარე, რომ არამარტო საუბრით, არამედ ფიქრითაც სამწუხაროდ უკვე ინგლისურად ვფიქრობ, ასე გადმოგცემთ ჩემს ახლანდელ ფიქრებს ამ სურათებს როცა ვუყურებ: „ოჰ, აი ჰეით იუ, იუ თრიქი ბასთარდ! იუ არ გადდემ სთრონგ ენდ ქუიქ სან ოვ ე ბიჩ!“
Wednesday, October 8, 2008
ZERO Cola

Tuesday, October 7, 2008
I am a terrorist!

Sunday, October 5, 2008
ირაკლი ოქრუაშვილი ვნახე

არ მიყვარს პოლიტიკა და არც პოლიტიკოსებზე ვაფანატებ, მაგრამ სხვებთან შედარებით ირაკლი ოქრუაშვილი იმსახურებდა ჩემს სიმპატიებს და პრინციპში ახლაც იმსახურებს. დღეს ექსკურსია გვქონდა, არ ვიტყვი რომელ ქვეყანაში და ქალაქში, რატომღაც არ მინდა გამჟღავნება, თუმცა არავის გავუფრთხილებივარ რომ არ მეთქვა. და მოკლედ ირაკლი ოქრუაშვილი ვნახე (ფოტოზე).
ძალიან დამწუხრებული და ძალიან სევდიანი ჩანდა, თუმცა საკმაოდ თბილად მელაპარაკა, გამომკითხა რას ვაკეთებ, რას ვსაქმიანობ და ასე შემდეგ, თუმცა ჯერ მე გამოვიკითხე მისი ამბები, კარგად ვარ, გუშინ ჩამოვედი პარიზიდანო. ვიღაც ჩემთვის უცნობი წარმომავლობის მამაკაცთან იყო (არაქართველი, იმიტომ რომ საუბარში არ ჩართულა), ორჯერ მოვუბოდიშე, რომ საუბარში ჩავეჭერი, თუმცა ირაკლის როგორც ჩანს ეკიდა და არც იმჩნევდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის იმ დასკვნამდე მივედით რომ არაფერი გვეშველება (დაახლოებით ისე გამოუვიდა, რომ რა აზრი აქვს ეხლა შენს სწავლას დღევანდელ ქვეყანაშიო და მე ვუთხარი, კი ვარ გამოუსწორებელი ოპტიმისტი მეთქი, მაგრამ მაინც იმ დასკვნამდე მივდივარ რომ, საქართველო...) მაინც მიყვარს საქართველო, ქართველები. ორი წუთის მისული ვიყავი, რომ რას მიირთმევო და გამიხარდა რომ შემომთავაზა, თუმცა რა თქმა უნდა უარი ვუთხარი, იმიტომ რომ მეგობრებთან ერთად ვიყავი მეორე სართულზე. ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ და დავემშვიდობეთ.
P.S. უცნაურია, მაგრამ თბილისიდან აქეთ რომ მოვფრინავდი მეტიუ ბრაიზასთან ერთად ვიფრინე (მეც ბიზნეს კლასის ბილეთი მქონდა ახლოს ვისხედით ერთმანეთთან. სნობი არ ვარ, უბრალოდ ეკონომ კლასის ბილეთი არ იყო დარჩენილი) და მგონი ცნობილ ხალხს ვიზიდავ:D

