Friday, January 23, 2009

კიდევ მინდა!




video

პირველ რიგში, თუ მოგზაურობის სურათები გაინტერესებთ, ჩემი ახალი ბლოგი ნახეთ: http://dreamcitytrip.blogspot.com/ და ახალი ბლოგი კი იმიტომ მივუძღვენი ამ მოგზაურობას, რომ იმსახურებდა. იმსახურებდა ქალაქი, ხალხი, ფეხბურთი და ჩემი ახდენილი ოცნება.

დაწვრილებით რომ მოვყვე როგორი დრო გავატარე, ძალიან გამიგრძელდება საუბარი და შენ კიდევ ბოლომდე წაკითხვა დაგეზარება. ასე რომ ვეცდები მოკლედ, ფრაგმენტებით მოვყვე:

ჩავედი... ცენტრში ვცხოვრობ... ორიენტაციისთვის დრო მინდა... ფეხბურთი... 5-0... დიახაც 5-0 და ბედნიერი ვარ რომ ასეთი ლამაზი თამაშის დროს ჩამოვედი... კიიი შუა ზამთარია, მაგრამ ტემპერატურა ხან 20 გრადუსამდე ადის... საოცარია, ზაგარიც კი მივიღე... კარგია ზღვის ნაპირას, დაღლილი, მთელ-ქალაქ-ფეხით შემოვლილი რომ წევხარ მოშეზლონგო ქვის ტახტზე და მზეს ეფიცხები და სითბო გსიამოვნებს... მუზეუმი ვნახე ბარსელონას გუნდის... სტადიონი ვნახე, ანუ კი არ ვნახე როგორც ასეთი, ყველა მის მნიშვნელოვან ადგილას ვიყავი... ჯაკეტი ვიყიდე ბარსასი და ძალიან სნობი მგონია თავი ასეთი ოფიციალური მაღაზიის საქონელი რომ მაქვს... ჭადრაკის ჩემპიონატზე ვიყავი, კატალონიის თასი იყო, მესმის რომ გაგიკვირდა, მაგრამ ჩემი მეგობარი თამაშობდა (თანაც ქართველი და მისი ბლოგიც მაქვს აქ ლისტში, ანა ჰქვია და კომენტარსაც კი დამიტოვებს ამ პოსტზე:P) და თანაც წარმატებით... მერე საღამოს კარგადაც მოვულხინეთ... კარგია ესპანელებთან, მხიარული ხალხია და ძალიან კეთილი, ცდილობენ დაგეხმარონ, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური მხოლოდ 1000-დან ერთმა იცის, მაინც ცდილობენ... მართლა მთელი ქალაქი შემოვიარე ფეხით და რუკა მეხმარებოდა, რომელიც ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში (შემთხვევით შესულმა) ერთმა კეთილმა ძიამ მაჩუქა... თან ერთხელ მე ავუხსენი და მივასწავლე იქაურს (ანუ ესპანელს) მისამართი... არა, მაინც მინდა ასე დავასრულო: ბარსელონა ყველაზე ლამაზი ქალაქია მსოფლიოში!!!

Thursday, January 15, 2009

დღეს ბოლო გამოცდა ჩავაბარე და...



რა ხდება მაშინ როცა შენი ოცნება სრულდება? რა ხდება და სხვა ოცნების ახდენაზე ფიქრობ.
და ასე მარტივია ყველაფერი, ასეთი უემოციო? ოცნება აგიხდა და ეგ არის? მორჩა? არაფერს გრძნობ?..
ზეგ დილით ბარსელონაში მივდივარ! ბავშვობიდან ბარსელონას საფეხბურთო გუნდს ვგულშემატკივრობ და შესაბამისად ჩემი ოცნებაა მისი თამაშის ცოცხლად ნახვა. ამავე მიზეზთან არის დაკავშირებული ისიც, რომ ყოველთვის ვოცნებობდი ბარსელონაში წასვლაზე. მარტო ჩემი გუნდის გამო არა. ისედაც ხომ ულამაზესი ქალაქია. ვინ არ დამეთანხმება? ვისაც ნანახი არ აქვს, გაგონილი მაინც ექნება. ჰოდა, მეც გაგონილზე მივდივარ და ნანახზე უკვე ჩამოსვლის შემდეგ მოგიყვებით.
ყველაფერი მზად არის: თვითმფრინავის ბილეთი ნაყიდია, ტაქსი აეროპორტამდე დაჯავშნულია, ბარსელონაშიც პატარა „გესთ ჰაუზში“ სალვადორ დალის სახელობის ოთახი მელოდება (ასე ჰქვია ოთახს „დალი რუუმ“ და უფრო სასიამოვნო ის არის, რომ „მირო რუუმ“-იც აქვთ, თუმცა ჩემი არა და მხატვარ მიროს საპატივცემულოდ, ალბათ უფრო ძვირია ის და მეც იმიტომ გაგამწესეს „დალისთან“) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია (და ჩემს ოცნებასთან დაკავშირებული) - ბარსელონა-დეპორტივოს თამაშის ბილეთიც ნაყიდია, მხოლოდ მისვლა და აღება არის საჭირო.
ძალიან, ძალიან, ძალიან მიხარია! (ესეც პასუხი პოსტის პირველ შეკითხვაზე)

Friday, January 2, 2009

Stepping in 2009

ბედობას პოსტის დაწერაზე მეტი ბლოგერობის დაბედება აღარ გამიგია მე. გუშინაც მინდოდა დაწერა, მაგრამ გადმოვდე დღეისთვის. ალბათ იმიტომ რომ ვატყობ ჩემი ბლოგი ნელნელა უინტერესო ხდება, მკითხველიც რა თქმა უნდა ნაკლები ჰყავს იმის გამო, რომ კარგად მოგეხსენებათ თითქმის ორი თვეა დახურულია ჩემი ბლოგი და მხოლოდ ერთგული მკითხველები, მეგობრები მსტუმრობენ... სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პოსტის დაწერა დამბედებოდა, იქნებ გავაქტიურდე ამ წელს უფრო, უფრო საინტერესო წასაკითხი გავხადო. თუმცა ალბათ დამეთანხმებით, ყველაფერი ამის შეძლებაზე კი არა, სურვილზეა დამოკიდებული. ანუ არის პერიოდი, რომ უბრალოდ გადართული ხარ ბლოგზე და გინდა კარგად დაწერო და არის პერიოდი, რომ მხოლოდ მოვალეობად აღიქვამ სიახლეების დადებას ბლოგზე. რით ვერ დამთავრდა ჩემთვის ეს მეორე პერიოდი ვეღარ გავიგე. შესაძლებელია მეტი დრო უფრო მეტად მნიშვნელოვანი რამეებისთვის მინდა დავუთმო და ამიტომაც... მორჩა ყველაფერი ვითომ?

ახლა ახალ წელზე.
ღმერთო ჩემო რა ელეგანტურები ვიყავით ყველანი. სურათებს მეორე ბლოგზე დავდებ. ეტორე გადასარევი კულინარი რომ არის კვლავ დავრწმუნდი. ასაფეთქებლებიან-ფეიერვერკებიანი ახალი წელი ჰოლანდიაშიც სცოდნიათ და არანაკლებ შთამბეჭდავად.

უბრალოდ კარგია მეგობრებთან ერთად ყოფნა. ახალი წელია ისევ.