Monday, June 30, 2008

ივნისი

არ დამაფინანსეს:( ტარიელ კრედიტი

P.S. ვიზა ჩამირტყეს...

Saturday, June 28, 2008

ლექსი მეშვიდე

მარტივად მოვრჩი ჩემს ფიქრებს შენზე,
ჩემს ფიქრებს შენზე დაედო მტვერი.
შენზე ოცნება გადავდე გვერდზე
და დავივიწყე სულ ყველაფერი.


მიკვირს რატომ ვწერ ასე მარტივად,
მე შენზე მარტივად ავიღე ხელი.
სხვებზე ვიფიქრებ მე შენს მაგივრად
ჩემს ფიქრებს შენზე ვშლი როგორც ძველი.


პარასკევს ჩაქრა სინათლე შენი,
ისევ შენ გნახე შემთხვევით შაბათს.
არ მითქვამს, მაგრამ შენ ეს იგრძენი,
ხომ გესმის ჩემი? ნუ მეტყვი ალბათს...


P.S. რაღაც მაინცდამაინც არ მომწონს ეს ლექსი, ალბათ იმიტომ რომ ცოტათი „ყალბია“ და უემოციოდ დაწერილი:) მაგრამ ორი კვირის წინ დავწერე, ეხლა აღმოვაჩინე და ფურცელი სადაც დავწერე ხომ უნდა გადავაგდო ბოლოს და ბოლოს?:) ჰოდა აქ იყოს თორემ დამავიწყდება:)

ვადგენ გრაფიკს! ვასწრებ ყველაფერს!

საყვედურები გასაგებია, მაგრამ მეც მაინტერესებს რამდენი ადამიანი მყავს სანახავი. ასე რომ, ახლა, თქვენი „თანდასწრებით“ ჩამოვყვები მობილურს და გავარკვევ ვისთან ვარ ასე თუ ისე შერცხვენილი ან ვიქნები თუ არ მოვინახულე და ერთად არ გავატარეთ დრო... დავიწყე:

აჩიკო, ალეკო, ალექსა, ავთო, ბექა, ისევ ბექა, კრისტი, ჭუკი, დათო (წამალა), დეა, დიკა, ეკა, ეკატერინე (თუ ჩამომისწრო:)), ელე (კროშკა), გია, გიგა (დვორსკის მარტო სამსახურის დერეფნებში თუ ვხვდები ხოლმე შემთხვევით და ასე არ შეიძლება:)), გუგუშა, იკა, ირაკლი, კიდევ ირაკლი („ყიფშო“ - ცოლი მოიყვანა და მივულოცავ მაინც:)), ჯუბა, ლადო, ლევანა (ქერა), ლევანა (სვანი), მიქი, ნათია, ნათკა (cooool!), ნია, ნიაკო, ნიკუშა, ნინო (ჩემი ყოფილი „ცოლი“. არაა! ასე უფრო სწორი იქნება: ჩემი „ყოფილი ცოლი“), ნინო (ჩემი „შვილი“, შვილობილი), ოქრო, პაკო, პაპაშა, სოფია (პრინციპში უკვე აღარ), თამთა, სხვა თამთა, თამუნა, ტატო (მახაშვილი), თეო, კვლავ თეო, ზარდალა, ზურა (კეჟერა).

სიაში არ არიან ის ადამიანები, ვისი ნახვისთვისაც განსაკუთრებული მიზეზი ან უფრო სწორად რომ ვთქვათ წინასწარ დაგეგმმვა არ მჭირდება (ანუ ის მეგობრები, რომლებთანაც ბავშვობიდან ვმეგობრობ და არ აინტერებთ მცალია თუ არ მცალია) და პლიუს ჩემი ნათესავები (დეიდაშვილები, მამიდაშვილები, ბიძაშვილები - რამდენი ხანია აღარ მინახავს არცერთი და როდის მოვახერხებ აზრზე არ ვარ:()

P.S. არადა, საქმე იმაშია, რომ ვალდებულების გრძნობის გულისთვის არ ვამბობ და ამ ხალხის ნახვა მართლა ძალიან, ძალიან მინდა, იმიტომ რომ ვინც ჩამოვთვალე ყველა ჩემი მეგობარია (ზოგი უფრო ახლო, ზოგიც მეტნაკელბად) და ერთხელ და ორჯერ კი არა, წესით ხშირად უნდა ვკონტაქტობდე. ამიტომ, ახლა, ყველას წინაშე ვიხდი დიიიიიიდ ბოდიშს! ყველას ძალიან გაფასებთ და წავედით დავლიოოოოოოთ!:)))

Friday, June 27, 2008

Happy faces

Viva la Furia Roja!
Viva la España!




უცნაური გამონათქვამები (part 1)

გუშინდელი დღის ფრაზა:
ნიაკო - თვალებზე აგურები მჯაბნის.
თარგმანი - თვალებზე სიმძიმეს ვგრძნობ.

Wednesday, June 25, 2008

DO NOT THROW RUBBISH!!!

until you throw something on the street imagine your city like this




















your city is where you live, it's like your home. So, imagine your home like this















what will you say when you go camping and see this?

















what will you say when you go to the seaside and see this?















when you drink water, do you think about this?





















things like this happen
















isn't it ironic?
















he thinks it's funny, what an idiot!
















if you still do it, you deserve this



































do we look like this?^

***

think about it!

Tuesday, June 24, 2008

smoking kills!!!

video

ვიწყებ ხმამაღალ „ძირსსიგარეტიგაუმარჯოსჯანმრთელცხოვრების“ კამპანიას, ჯერ პირველ ნაბიჯებს ვდგამ და ვისაც გსურთ შემომიერთდით:))) ამ კლიპის გაკეთებაზე ძალიან ბევრი არ მიწვალია, დაახლოებით იგივე რაოდენობის დრო დამჭირდა, რამდენიც ამ კლიპის მუსიკის „შექმნას“ მოვანდომე:) თუმცა, ეს კომპოზიცია 2 თვის წინ გავაკეთე და ამჯერად, არამარტო შემსრულებელი, არამედ კომპოზიტორიც მე გახლავართ, ოღონდ, რამდენად ამართლებს ეს მუსიკა თავის მიზანს არ ვიცი და მკაცრად ნუ განმსჯით:)


თუ ვინმეს სიგარეტის გადაგდებისკენ გიბიძგებთ ეს ვიდეო, მოხარული ვიქნები!

Friday, June 20, 2008

ლექსი მეექვსე (Just for fun)

მე ვარ ჰამაკზე შენ ხარ ნიავი,
შენ ხარ ტყემალზე მე ვარ ქლიავი,
მე ვარ სასმელი შენ რომ დაგათრო,
შენ ხარ უტკბესი როგორც საზამთრო.


2007 წლის ოქტომბერი

Girls!






ასეთი სტილის გოგოები მომწონს პირადად მე. თუ ვინმეს კიდევ მოეწონება, ვერაფრით დავაიმედებ, რადგან არც ერთის ტელეფონის ნომერი და საერთოდ, სახელიც კი არ ვიცი:)
P.S. თუ რომელიმე თქვენგანი რამეთი მაინც ჰგავხართ ერთ-ერთს, დამანებეთ თავი, ტყუილად გულს ნუ მატკენთ:)))

Thursday, June 19, 2008

Viva ბარსელონა!

video

მუსიკა: თქვენი მონამორჩილი;
კლიპის რეჟისორი, სცენარისტი და ოპერატორი: ისევ მე;
კომპოზიტორი: Yann Tiersen (კინოფილმიდან Amelie);
გოლი: მესი:)

Wednesday, June 18, 2008

ლექსი მეხუთე?


60 დღე დარჩა:

იანვარი:
რაღა დარჩა ერთ თვეში მაქვს გამოცდა,
აუ მაინც მეზარება რა მოცდა...

თებერვალი:
ჩავაბარე, მოვიხსენი ჰალსტუხი,
როდის მოვა ამ გამოცდის პასუხი...

მარტი:
მივდივარ და ვერ წავედი ვერაფრით,
სპონსორს ვეძებ ანთებული კელაპტრით...

აპრილი:
ჰოლანდიამ მოგვეწონე შენაო,
მაგრამ ფულზე, უკაცრავად ვერაო...

მაისი:
აბა რა ვქნა, ისევ ფონდში მივედი,
მუდამ მქონდა პრეზიდენტის იმედი...

ივნისი...



Tuesday, June 17, 2008

DON'T DRINK ON MONDAY!


ღამე და დღე ამერია. მგონი ეხლა ღამეა და უნდა დავიძინო. ან პირიქით, არ უნდა დავიძინო, იმიტომ რომ ღამე ვიფხიზლებ და დღე დავიძინებ ხოლმე. არადა სინამდვილეში დილის 10 საათია და მთვარლი ვარ მგონი... სულ რამდენიმე საათის წინ დავწექი და ველოდებოდი დილით როდის შემოვიდოდა დედაჩემი, რომ გავეღვიძებინე და მე პასუხი მზად მქონდა. „დღეს ვიგვიანებ სამსახურში დიანა!“ და დედაჩემიც ალბათ წყნარად გავიდოდა და მეც მშვიდად გავაგრძელებდი ძილს - რა მოხდა მერე! აღარც მახსოვს ბოლოს როდის დავაგვიანე სამსახურში... ძალიან ვინერვიულე! იმიტომ რომ დედაჩემს ეღვიძა, ტელევიზორიც ჩართული იყო, მამაჩემსაც ეღვიძა და ასე მოძრაობდნენ ოთახიდან ოთახში და ერთი არ უფიქრიათ, რომ შემოსულიყვნენ და გავეღვიძებინე. ძალიან ვინერვიულე, მართლა! ვიწექი და ველოდებოდი და ჩუმად ვიმეორებდი გონებაში „დღეს ვიგვიანებ სამსახურში დიანა!“ ან „დღეს ვიგვიანებ სამსახურში ტარიელ!“ (გააჩნია რომელი შემოვიდოდა)! საათზე მინდოდა დამეხედა, მაგრამ თვალის გახელაც არ მინდოდა, არ მინდოდა გამოვფხიზლებულყავი! ძალიან, ძალიან ვინერვიულე! დახუჭული თვალებით ვგრძნობდი, რომ უკვე საკმაოდ გათენებული იყო და დრო იყო ვინმეს გავეღვიძებინე და ნერვები მეშლებოდა! ბოლოს, ავდექი და ჯიბრზე თავის დროზე მოვედი სამსახურში!

P.S. გუშინ იცი როგორი მთვრალი ვიყავი? ჩემი ატეხილი მეგობრების ცნობისმოყვარეობა რომ დამეკმაყოფილებინა, მაგიდაზე ჩვენნაირი მთვრალი კაცებისთვის სპეციალურად ცალკე მსხდომ კახპებთან მივედი და გავარკვიე, რომ 1 საათი ასი დოლარიოოო... მცხვენია...

მაგრამ, ეგეც რო არა, როგორ აიწია კაცო ბაზარზე ფასებმა:)))

Sunday, June 15, 2008

Polish Friends! Do you want to die for these?

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანია გარდა შეიარაღებული ომისა, აგრეთვე ინფორმაციული ომის მეთოდებსაც იყენებდა აქტიურად. გამოსცემდა სხვადასხვა სახის ბროშურებს საკმაოდ საინტერესო ლოზუნგებით. ერთ-ერთი ბროშურა ეს გახლავთ, სადაც ებრაელ მამაკაცს კალთაში შიშველი მანდილოსანი ჩაუსვამს და სურათსზეც გონებამახვილი დევიზი დაუწერიათ, რომელიც ამ პოსტის სათაურად ავირჩიე...

Friday, June 13, 2008

დაე მომპარონ! (TV Show)

საქპატენტის წარმომადგენლებისგან ველი გამოხმაურებას. პრინციპში ზუსტადაც ვიცი ვინ გამომეხმაურება ზემოხსენებული უწყებიდან. ახლა მოგახსენებთ რაშია საქმე:


გუშინ მეგობართან საუბარი მქონდა სხვადასხვა ტელეპროექტზე. ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი დაეთმო პროექტს „უკანასკნელი გმირი“:
- არადა ვიღაც შვედი ტიპია, გამოიგონა ეს შოუ, დააპატენტა და ზის ეხლა სახლში. ქვეყნები რიგში დგანან, რომ ეს გადაცემა თავის ქვეყანაში გააკეთონ და ამ „როჟას“ „დარმავოი“ ფული მისდის. აზრზე ხარ რა მაგარია ეგეთ რაღაცას რო აკეთებ? - დაიწყო საუბარი მეგობარმა.
- ხოო, მაგრამ ეგრე ადვილიც არ არის, დაპატენტებასაც ფული უნდა, მით უმეტეს საერთაშორისო პატენტს. ზუსტად არ ვიცი რამდენია საჭირო, მაგრამ საკმაო ფული უნდა გქონდეს ეგეთი რაღაც რო დააპატენტო და თან გარკვეული რისკია. თუ არ გაამართლა პროექტმა, ანუ თუ არავინ დაინტერესდა მაშინ ტყუილად გადაყრი ფულს! ისედაც ყველაფერი რეკლამაა და კარგ რეკლამას რო მიაღწიო ალბათ ვინმე უნდა გყავდეს ნაცნობი ტელევიზიაში, რომ შენ პროექტს წარმატების შანსი ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში საქართველოში ასეა!
- ისედაც ყველაფერი გაკეთებულია უკვე და ახალი რა უნდა მოიგონო...
- მაგალითად რო გადავხედოთ დღესდღეობით ყველაზე „ხადავოი“ შოუებს, ძირითადად „ქაჩავს“ რეალითი და ყველას ერთი პრინციპი აქვს. ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი ცხოვრობს ერთად და რაღაცას ჩალიჩობს. და შენც თუ გინდა ახალი მოიგონო, უბრალოდ უნდა მოიფიქრო ამ ერთად ცხოვრების სპეციფიკა. ანუ, აიღე უკანასკნელი გმირი: ხალხი ცხოვრობს კუნძულზე და სხვადასხვა დავალებებს ასრულებს და „გადარჩენილი“ იგებს ფულს. სპეციფიკა: სათავგადასავლო ისტორიები; ვარსკვლავების აკადემია - სპეციფიკა - მუსიკა, ერთმანეთს ეჯიბრებიან სიმღერაში; ჯეობარი - სპეციფიკა - ბარში მუშაობა; კანდიდატი - სპეციფიკა - დავალებების უკეთ შესრულება და ბოლოში სამსახური პრესტიჟულ ორგანიზაციაში და ასე შემდეგ. ანუ მარტო ერთად ცხოვრების ასე ვთქვათ მიზეზი უნდა მოიფიქრო.
- პრინციპში მართალი ხარ, მაგრამ ყველაფერი გაკეთებულია ალბათ!
- რა ვიცი, აი გადავხედოთ სფეროებს რა სფეროში შეგიძლია გააკეთო რო სიახლე იყოს... მმმ...
- მაგას სერიოზული ნიჭი უნდა, ისე საინტერესო პროექტს ვერ მოარტყავ.
- ხოოო, მაგის პრეტენზია არ მაქვს... ისეე, თუნდაც სპორტი! არის ეგეთი შოუ სადმე, რომ სპორტსმენები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს თავის სპორტულ მიღწევებში (ჩვენი საუბრის ადგილი იყო სატრენაჟორო დარბაზი და ყველაზე აქტუალური თემაც ამიტომაც იყო სპორტი).
- ეეე, მართალი ხარ! ეგეთი შოუ მგონი არ არის არსად!
- ყველაზე პოპულარული სპორტი რომელია საქართველოში? რა თქმა უნდა ფეხბურთი.
- ხოო ეგ კარგად მოარტყი! საქართველოში ფეხბურთი კი არის პოპულარული, მაგრამ...
- ნუუ ხოოო, მაგაში გეთანხმები, ანუ აღარ გააგრძელო.
- და მაინც როგორი სახის უნდა იყოს შოუ, ანუ როგორი ფორმატი ექნება?
- ზუსტად არ ვიცი. ეგეთი მაგარიც ვერ ვარ... დაუშვათ თერთმეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი ცხოვრობს ერთად და როგორც ყველა შოუშია ყოველ კვირა ერთი ვარდება, ნუუ არ ვიცი ზუსტად რა პრინციპით გააგდებენ, მაგრამ ალბათ ისე როგორც სხვა პროექტებშია: მაყურებლის მესიჯები: ანუ მაგთი ან ჯეოსელი და სპონსორიც უკვე ვიშოვეეთ!
- ხოო, მაგას მოიფიქრებ კაცი როგორმე. მერე რა ხდება?
- მერე ერთი რჩება მოგებული. ანუ მანამდე რაღაც კონტრაქტს დადებ რომელიმე ქართულ კლუბთან და შოუს განმავლობაში ეს ფეხბურთელები ვარჯიშობენ ამ გუნდთან, მერე ღამის ცხოვრება, ვიღაცამ ჩუმად ლუდი დალია, დასჯიან და ასე შემდეგ, ინტრიგა და რამე, როგორც სხვაგან არი, ხალხს რაც აინტერესებს... ფანები...
- პრინციპში რაღაც საინტერესო ჩანს.
- ხოო, ან კიდე ყოველ კვირას სხვადასხვა ქართულ გუნდებთან ვარჯიშობენ ან თამაშობენ... ბევრი რაღაცის მოფიქრება შეიძლება.
- და პრიზი რა იქნება? კონტრაქტი თბილისის დინამოში (და გულიანად გაეცინა ჩემს მეგობარს)
- არააა, უფრო სხვა რამე, უფრო პატრიოტული... მოვიფიქრე! გამარჯვებული ფეხბურთელი პროექტის ბოლოს ითამაშეს საქართველოს ნაკრებში ერთ შეხვედრას, ოღონდ ამხანაგურში.
- ააუუუუფ! შენც თქვი რა მაგარი. მერე რა რო ითამაშებს! დედაა რა მაგარი პრიზიაა!
- ეეე, მე ეგრე არ ვფიქრობ! წარმოიდგინე 16-17 წლის ლაწირაკი ბავშვები და შენც კარგად იცი ნაკრებში მოხვედრა როგორ ხდება ხოლმე. ანუ წარმოიდგინე რამხელა სტიმული და რეკლამა იქნება მაგათთვის, პლიუს კიდე კარიერისთვის. მგონი კარგი პრიზია და შოუც ყურებადი იქნება ალბათ, რა თქმა უნდა ბევრი დეტალია მოსაფიქრებელი რო უფრო საინტერესო იყოს... სხვა პრიზებიც იქნება: იქ ცენტრ პოინტი, მაგთი და ასე შემდეგ... მოკლედ არ ვიცი.
- მგონი ცუდი აზრი არ არის! მერე მიდი დააპატენტე! (აი ამაზე კიდე მე გამეცინა ხმამაღლა, ძალიან ხმამაღლა)

Wednesday, June 11, 2008

ციკლიდან ღამის ცხოვრება (part 1)

არ გჯერათ, რომ ეს SUCKართველოა?


საქართველოში ერთ ბიჭზე რამდენი გოგო მოდის?


























გამოსავალი???














ეს რა გვაცვია? ან რატომ გვაცვია?

















არადა არ ჰყავს boyfriend-ი და წინასწარ ემზადება
















ჩვენ ისევ გვიკვირს, ზოგს ძალიან...
















ყველაფერი მორჩა! ახლა წავედით სახლებშიიი














...

Tuesday, June 10, 2008

დაიწყოოო!


22:40
sms: ჰა აბა რა ვქნათ?
22:45
პასუხი: შენ დეგენერატი ხარ ხოო? ფეხბურთის ტრანსპორტში ყურება, რომ მდომებოდა გეტყოდი. დაიწყო უკვე თამაში და ეხლა რაღა უნდა ვქნათ? ცოტა ადრე რო დაგერეკა ვეერ?
22:47
sms: დაიწყო უკვე?
22:50
პასუხი: ისიც არ იცი რო დაიწყო? მეკაიფები? კიდევ კარგი არსად ადგილები არ დავბრონე თორე შენ იმედზე ჩემი მტერი იყოს
22:52
sms: მე 11-ზე მეგონა
22:56
პასუხი: ხო კაი გაეთრიე, ჰოლანდია - საფრანგეთს ვუყუროთ მაშინ პარასკევს ერთად...


26-ე წუთი
1-0


29-ე წუთი

ვრეკავ იტალიის „ბალეშჩიცასთან":

- ხო არ გძინავს? უყურებ?
- არაა, არ მძინავს ვუყურებ!
- დღეს რაღაც ვეღარ მოვახერხეთ ერთად ყურება, მაგრამ შემდეგში ვუყუროთ, არაუშავს.
- ერთი წამით გავედი და გოოლო არ დაიწყეს ყვირილიი, ეეეჰ!
- გეენაცვალე! ხო გითხარი ჰოლანდია მოიგებს თქოო.
- ვერ მოიგებს, იტალია მოიგეებს.
- ვაბშე რატო ბალეშჩიკობ იტალიას, ჰოლანდია არ ჯობიაა?
- დაქალის გამოო, იქ არი ეხლა და მაგარს ნერვიულობს.
- ოოოო, მოიგებს ჰოლანდია უეჭველი და ევროპის ჩემპიონ ქვეყანაში წავალ!
- ვაიმე დედა ნერვები დამაწყდა (ტონიმ ააცილა კარებს).
- ჯერ სადა ხარ!
- ოოო, თამაშგარედან გაიტანეს გოლი!
- აი ეხლა ნახე მეორე გოლი იქნება.
- მააშ


2-0
- გაეთრიეეე! აააა, რატო მირეკააავ! რა დროს მირეკავს თან. აააა!
- ჰაჰაა, ეგეც შენ! კიდევ დაგირეკავ მესამე გოლზე!
- ვერ დამირეკავ! მე დაგირეკავ პირველ გოლს რო გაუტანენ ესენი და მერე მეორეს!
- კიი აბა, ნამდვილად გაუტანენ! კარგი მიდი, უყურე, პაკაა...
- პაკაა!
შესვენებაზე დედაჩემი შემოდის:
- ხედავ შენ რა მაგარი ყოფილა ეს ჰოლანდიაა? მე მართალი გითხრა იტალიას ვბალეშჩიკობდი და იტალია მეგონა მოუგებდა. რა მაგრად დარბიან და როგორ ურტყავენ!
- მაგრები არიან, მე ვიცოდი ჰოლანდია რო მოიგებდა!
- შენი ძმაკაცები იგებენ რა მოკლედ!

დაიწყო მეორე ტაიმი
23:55
sms: დადებული გქონდა?
00:00
პასუხი: არააა, მე რო დამედო მაინც ვერ მოვიგებდი, იმიტომ რომ რუმინეთის მოგების დაწერასაც ვაპირებდი და ნიჩია დაჯდა:((( მაგრამ იმან მოიგო მგონი...


79-ე წუთი
3-0
აღარსად დამირეკავს. ვიცი ჩემი ზარი არ ესიამოვნებოდათ იტალიის გულშემატკივრებს...

Friday, June 6, 2008

ცილკიდან music (part 1)

video

ვისაც გიყვართ როკი ალბათ მოგეწონებათ ეს სიმღერა. ყოველ შემთხვევაში ეს „ვეში“ ჩემს სამეგობროში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ამ სიმღერის ძირითადი ავტორი და შემსრულებელი არის ჩემი მეგობარი „წამალა“, თუმცა ეს სიმღერა უკვე წარსულს ჩაბარდა, რადგან წამალა იმ ჯგუფიდან წამოვიდა, სადაც ამას ასრულებდა. ასე რომ, ველოდებით მის ახალ პროექტებს, თუნდაც ისევ თავის ძველ ჯგუფთან, „Dreams garden“-თან ერთად...

რაც შეეხება ვიდეოს. ეს ვიდეო ჩემი წვალებით არის შექმნილი იმ კადრებიდან რაც მე გამაჩნდა (საახალწლო კონცერტიდან ოპერის წინ). გთხოვთ, მკაცრად ნუ განმსჯით ვიდეოს საინტერესო სიუჟეტის არ ქონისთვის.:)))

Monday, June 2, 2008

თბილისიდან თბილისში და უკან


ისეთი დრო მოვიდა კაცს ქალაქგარეთ მივდივარ დაჩაზეო ვეღარ გითქვამს. კოჯორიც თბილისი გახდა და ასე რომ თბილისიდან ისევ თბილისში ავდივარ ხოლმე:)))
გუშინ თბილისიდან თბილისში რომ მოვდიოდი იმ ადგილას გავჩერდი, სადაც ბევრი ქართველი წყვილი ადის ხოლმე და ღამის თბილისის ხედით ტკბება და არა მარტო ხედით. ისიც იცით ალბათ ასეთი რომანტიული გარემო რაზე უბიძგებს გულანთებულ შეყვარებულებს. აი ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას ვიდექი მეგობრებთან ერთად და ღამის თბილისს ვუღებდი სურათებს, რომლის ცენტრშიც სამების წმინდა ტაძარი მდებარეობს.
პარადოქსია, მაგრამ ყველაფერი ხშირად ზუსტად იმ ადგილას იწყება, საიდანაც მე სამებას სურათს ვუღებდი და ზუსტად სამებაში გვირგვინდება...
ოოოჰ, რა რომანტიული ვარ არ შემიძლია!:)))