Monday, October 27, 2008

ძვირფასო ბლოგის მკითხველებო!!! მნიშვნელოვანია!

სხვადასხვა მიზეზის გამო ეს ბლოგი კვირის ბოლოდან გახდება დახურული და მხოლოდ და მხოლოდ ამ ბლოგის და ჩემი ძველი მეგობრებისთვის იქნება მისაღწევი. ასე რომ, ვისაც გსურთ გააგრძელოთ ამ ბლოგის შემდგომი ხილვა უმორჩილესად გთხოვთ ამ პოსტის კომენტარად მომწეროთ თქვენი მეილები, რომ დაშვება მივცე თქვენს მეილებს და მობრძანდეთ ჩემს ბლოგზე როცა მოგესურვებათ.

რა თქმა უნდა არანაირი შეზღუდვა არ იქნება (თავში კი არ ამვარდნია), უბრალოდ ისინი ვინც არ მინდა ნახოს ეს ბლოგი არც მომწერენ თავის მეილებს.

ბოდიშს ვიხდი ხმამაღლა და ველი თქვენს მეილებს (კომენტარების სახით) პარასკევს საღამომდე.

p.s. ჩემი მეორე ბლოგი არ დაიხურება.

ნაგავი გავიტანე, სამზარეულოს მაგიდაც გავწმინდე

მიყვარს ორშაბათი, რომელიც ჩემთვის კვირაა და ეს პოსტებიც შემიყვარდა ძალიან.

Sunday, October 26, 2008

ევროპა დაგშორდათ კიდევ ერთი საათით

მიროს მოენატრება ქართული ჭაჭის: არომატი, სურნელი, გემო, ხასიათი და არა მარტო მას.

Saturday, October 25, 2008

Muge-Miro party today!

დღეს დიდი წვეულებააა: ტამტამი, ჭაჭა(!) და თურქი და ქართველი მასპინძლები (მიუგე და მე) თურქულ კერძებთან ერთად და სურათებს ელოდეთ იქითა ბლოგზე ხვალიდან!

Friday, October 24, 2008

ხმვნბს გრშ დწრლ პსტ

ჩმს ბლგზ სრლ ბლგნ, რ შმჩნთ.

Thursday, October 23, 2008

One wise man (ok, it was me) said:

When you look into the mirror, you will not see you, because it is just a reflection.


...respect and/or disrespect what you get from the people around will be a mirror for you.

Wednesday, October 22, 2008

სათაური, რომელიც პოსტს გადაარჩენს


დღეს პახმელია ვერ მომერია, გუშინ ორი ამ სურათზე აღბეჭდილი „კათხის“ დალევის მიუხედავად.

Tuesday, October 21, 2008

ახალი სტილი, ახალი ბლოგი

მხოლოდ ერთი ფრაზა - ასე დავწერ ამიერიდან, მომწონს!

Sunday, October 19, 2008

الهجوم على قافلة الناتو بهرات

აი მაგრად მკიდია! არც სურათს დავდებ ამ პოსტზე და არც გასაგებ სათაურს გამოვიყენებ! იმიტომ რომ არც ვიცი რაზე ვწერ პოსტს და სათაური და სურათი საიდან მოვუძებნო? დღევანდელ დღესაც არ მოვყვები, არც გუშინდელს და საერთოდ, ჩემს ბლოგზე იმდენი რამე არ იწერება, რომ მაგაზე ცალკე ბლოგის გაკეთება შეიძლება. რას ვაკეთებ და რა მაწუხებს ის უნდა დავწერო? ახლა მაგალითად ბლოგს ვუღიმი და შესაბამისად არც არაფერი მაწუხებს.

გაუღიმეთ თქვენც ჩემს ბლოგს და დატოვეთ კომენტარი (დედა რა პიარ გამოსვლა იყო)

Tuesday, October 14, 2008

Writing essay

ხოოო, კარგი! პატარა ქალაქია ნაიმეგენი სადაც მე ვცხოვრობ და აქ მოსახლეობა ათჯერ ნაკლებია ვიდრე თბილისში და მხოლოდ ორი უნივერსიტეტია თბილისისგან განსხვავებით, თუმცა მეორე უნივესიტეტს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს აქაურებში და შენი ბიჭი თუ რადბაუდის უნივერსიტეტში (სადაც მე ვსწავლობ) არ ჩაირიცხა, ზნაჩეტ წიპა დაუნია და მეორეში, ანუ ჰანას უნივერსიტეტში უნდა ჩააბარებინო, გაუნათლებელი რომ არ დაგრჩეს და მენაგვედ არ იმუშავოს, რაც ძირითადად უცხოელების საქმეა (არახალია რასაც ვიტყვი, რომ ყველა ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ასეა, შავ სამუშაოზე უცხოელები მუშაობენ). ჩემი უნივერსიტეტის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება არის ის რომ კათოლიკური უნივერსიტეტია და წმინდანის (რადბაუდის) სახელი ჰქვია. მაგრამ იცით რას გეტყვით? თუნდაც ამ პატარა ქალაქის უნივერსიტეტი, რომელშიც 17 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს რომ შევადაროთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (რატომ თსუ-ს? იმიტომ რომ ზესიამაყე უნივერსიტეტია თბილისის) ბევრ განსხვავებას ვიპოვით. მარტივად რომ ვთქვათ: აქაური უნივერსიტეტის უზარმაზარი კომპლექსის მხოლოდ 10 პროცენტი თუ უკავია აუდიტორიებს (ავტორის შენიშვნა: აუდიტორია ის ადგილია სადაც ლექცია ტარდება:D) და დანარჩენ ტერიტორიაზე რას აღარ იხილავ სტუდენტის აქტიური ცხოვრების ხელშესაწყობად და სწავლის უკეთესი პირობების შესაქმნელად. წავედით თბილისში. თსუ-ს "კომპლექსის" 90 პროცენტი უკავია აუდიტორიებს, ხოლო დანარჩენი 10 ადმინისტრაციას და სტუდენტს რა? სტუდენტს იაფი არაყი და მოუვლელი ეზო.
ახლა ესეის ვწერ (ავტორის შენიშვნა: ესეი/essay თემა რომელიც დასაწერი გაქვს, რომ კრედიტების რაღაც ნაწილი მიიღო) და ლექტორმა გვითხრა, რომ ამობეჭდილის გარდა ელექტრონული ვერსიაც უნდა გამომიგზავნოთო და იცით რატომ? იმიტომ რომ უნვერსიტეტს რაღაც google-ის პროგრამა, სისტემა თუ რა ჯანდაბა აქვს, რომელიც ინტერნეტით გიმოწმებს საიდანმე ხომ არ გადმოწერე თემა და რამდენად ემთხვევა შენი თემა სხვის ძველ ნაშრომებს...

OMG!

Saturday, October 11, 2008

Amsterdam - city of sex

წავედი ქართველ მეგობართან და კარგი რუსული ლაპარაკის პრაქტიკაც გავიარე. კარგი საღამო იყო: მე, გიო, ანდრეი და იურა (გიოს უკრაინელი მეგობრები) ამსტერდამის ხმაურიან კლუბებში გავერთეთ და სახლში რომ მივედით დილის 6 საათზე გადავწყვიტე, რომ ჯობდა აღარ დამეძინა და ჩემს „მშობლიურ“ ქალაქ ნაიმეგენში დავბრუნებულიყავი და დილის 9 საათი იყო დაწყებული სახლში რომ მოვედი და ლოგინში შევგორდი...
მანამდე.
ქართული ლაპარაკით გული ვიჯერე, კიდევ ერთი ქართველიც გავიცანი გიოსთან, კაცი ქიმიკოსი, კაცი ტუჩის გარმონი, კაცი ბევრი თმები. მოკლედ, ასე ვითარდებოდა მოვლენები: ბაზარ-მაღაზიები, ტამტამი (ჯემბე) შევიძინე (ბედნიერი ვარ!!!), სახლი, ჰაინეკენი, დუხოვკა, პიცები, კოკა კოლა, უფასო თევზი (ძალიან გემრიელი), ჰაინეკენი, გიტარა, ტამტამი, ღორის ნენკები (მმმმმმ, სამსინგ დაუვიწყარი) და ქიმიის პატარა კოლბებში ჩასხმული რაღაც გემრიელი ალკოჰოლი, ამსტერდამის ქუჩები, მუსიკა, ცეკვა, სახლი...

Thursday, October 9, 2008

Max, I'll kick your ass some day!

იქიდან გამომდინარე, რომ არამარტო საუბრით, არამედ ფიქრითაც სამწუხაროდ უკვე ინგლისურად ვფიქრობ, ასე გადმოგცემთ ჩემს ახლანდელ ფიქრებს ამ სურათებს როცა ვუყურებ: „ოჰ, აი ჰეით იუ, იუ თრიქი ბასთარდ! იუ არ გადდემ სთრონგ ენდ ქუიქ სან ოვ ე ბიჩ!“
ქართულად გავაგრძელებ: იქიდან გამომდინარე რომ სურათებზე აღბეჭდილი ყაზილარი პირველი გუნდში თამაშობს (რამდენიმე წელია) და მისი ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა და მე კიდევ მეორე გუნდში ვვარჯიშობ (თამაშითაც არ ვთამაშობ ჯერ ჩემპიონატში, მაგრამ მალე ვითამაშებ) და მეორე გუნდის წევრად ვითვლები, გასაგებია, რომ ჩვენს კლასში საკმაო განსხვავებაა. ვარჯიშებზე კი ერთმანეთის წინააღმდეგ გვიწევს თამაში და რა ჯადაბად დავდექი მაგის ფლანგზე გუშინწინ! ბოლო კაცი ვიყავი ფლანგზე და გამაწამა, რამდენჯერაც შეუტია იმდენჯერ გამექცა. „ჰი ოლვეის დაზ ზეთ, ჯასთ თექლ ჰიმ, გეთ ჰიზ ეს დაუნ“ შემომძახა გუნდელმა როდესაც მაქსმა მორიგი ლელო დადო ჩემი შეცდომის წყალობით...
ვგდივარ ძირს და ეს ცხოველი ზედ მაწევს, როგორც იქნა წავაქციე, მაგრამ რის ფასად: ფეხი გადამიბრუნდა და ამ გადაბრუნებულ ფეხზე მთელი სხეულით წამოკოტრიალებულა მაქსი. სათამაშო ეპიზოდის მერე თამაშის გაგრძელება ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. რა აღარ გააკეთა გუნდის ექიმმა, მაგრამ ვერაფრით ჩავერთე თამაშში და ბოლო ოცი წუთი არც ვიცი რა სიტყვა ვიხმარო (აი ბოღმას რომ სიბრაზეს დაუმატებ, მერე მინუსში რომ ხარ და მერე თავს რომ ვერ იკავებ ისე რომ გინდა თამაში) იმნაირად ვიდექი და ვუყურებდი თამაშს. თან მტკივან ფეხს ვამოძრავებდი და ორ სამ წუთში ერთხელ სირბილსაც ვცდიდი, მაგრამ უშედეგოდ...
შენი დედაც ჯეკ კი არა და მაქს! დღესაც ვერ მოვდივარ ვარჯიშზე ფეხის გამო, დღეს სახლში ვივარჯიშებ, ტრენაჟორებზეც ვერ მივდივარ, კვირას წავალ ტრენაჟორებზე და სამშაბათს მიფრთხილდი!

Wednesday, October 8, 2008

ZERO Cola


მარიამს დღეს ლექცია აქვს და ასე რომ შემიძლია ვიმეცადინო ერთი ორი საათი ხვალინდელი ლექციისთვის, მაგრამ "ცოდნის დედას" არ გავკარი! ანუ გამეორებას (გამეორება რომ ცოდნის დედაა იმაზე ვამბობ), მაინც ნასწავლი მაქვს და მეზარება კიდევ გადახედვა.

ჰოდა არ შევდივარ სკაიპიში, მეზარება.

გადავწყვიტე დღეს ჩინელი ვარ! ავდგები ბრინჯს მოვხარშავ, მერე ქათმის ფილეს შევწვავ და ეგეც ჩემი ვახშამი.


ჰოდა სურათს რაც შეეხება. გამოვიდა ახალი კოკაკოლა სახელად ზერო და აქ უკვე ფართო მასშტაბით იყიდება, იმედია თქვენთანაც ჩამოაღწევს, ჯერ აქაც ახალია და ამ სურათზე აქციის სახით უფასოდ დავაგემოვნე და იმიტომაა ასეთ პატარა ბოთლში (უფასო ყველაფერი პატარაა (c) Jaco). მაღაზებში კიდევ ჩვეულებრივი ზომის იყიდება ბანკებში და საერთოდ მაცივარში მაქვს, წავალ გავგრილდები!


P.S. ჩემი გუშინდელი და დღევანდელი დღის სიმღერაა John Frusciante - The Will To Death, წადით, იშოვეთ, გადმოწერეთ, რედ ჰოთ ჩილი პეპერსის გიტარისტია ეს კაცი და თუ არ ვცდები ეს სიმღერა (ბალადა) კურტ კობეინს მიუძღვნა...

Tuesday, October 7, 2008

I am a terrorist!


It's seems that I don't deal with mornings. 5 days without alcohol and there will be 3 more. Well hello sober life! Care for a beer?

I am different today. I told you I would change some day, as it happens every year. So screw you blog! I disguise you for being my mirror but you didn't notice that you have dust on you, so not everything is reflected on your face!

I am confident but I am furious! I am a terrorist! I'll blow you up!

Enough! I am changed! Glad to see me changed! Be afraid of my smile...


P.S. What a wonderful morning! I'll go prepare breakfast!

Sunday, October 5, 2008

ირაკლი ოქრუაშვილი ვნახე



არ მიყვარს პოლიტიკა და არც პოლიტიკოსებზე ვაფანატებ, მაგრამ სხვებთან შედარებით ირაკლი ოქრუაშვილი იმსახურებდა ჩემს სიმპატიებს და პრინციპში ახლაც იმსახურებს. დღეს ექსკურსია გვქონდა, არ ვიტყვი რომელ ქვეყანაში და ქალაქში, რატომღაც არ მინდა გამჟღავნება, თუმცა არავის გავუფრთხილებივარ რომ არ მეთქვა. და მოკლედ ირაკლი ოქრუაშვილი ვნახე (ფოტოზე).

ძალიან დამწუხრებული და ძალიან სევდიანი ჩანდა, თუმცა საკმაოდ თბილად მელაპარაკა, გამომკითხა რას ვაკეთებ, რას ვსაქმიანობ და ასე შემდეგ, თუმცა ჯერ მე გამოვიკითხე მისი ამბები, კარგად ვარ, გუშინ ჩამოვედი პარიზიდანო. ვიღაც ჩემთვის უცნობი წარმომავლობის მამაკაცთან იყო (არაქართველი, იმიტომ რომ საუბარში არ ჩართულა), ორჯერ მოვუბოდიშე, რომ საუბარში ჩავეჭერი, თუმცა ირაკლის როგორც ჩანს ეკიდა და არც იმჩნევდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის იმ დასკვნამდე მივედით რომ არაფერი გვეშველება (დაახლოებით ისე გამოუვიდა, რომ რა აზრი აქვს ეხლა შენს სწავლას დღევანდელ ქვეყანაშიო და მე ვუთხარი, კი ვარ გამოუსწორებელი ოპტიმისტი მეთქი, მაგრამ მაინც იმ დასკვნამდე მივდივარ რომ, საქართველო...) მაინც მიყვარს საქართველო, ქართველები. ორი წუთის მისული ვიყავი, რომ რას მიირთმევო და გამიხარდა რომ შემომთავაზა, თუმცა რა თქმა უნდა უარი ვუთხარი, იმიტომ რომ მეგობრებთან ერთად ვიყავი მეორე სართულზე. ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ და დავემშვიდობეთ.

P.S. უცნაურია, მაგრამ თბილისიდან აქეთ რომ მოვფრინავდი მეტიუ ბრაიზასთან ერთად ვიფრინე (მეც ბიზნეს კლასის ბილეთი მქონდა ახლოს ვისხედით ერთმანეთთან. სნობი არ ვარ, უბრალოდ ეკონომ კლასის ბილეთი არ იყო დარჩენილი) და მგონი ცნობილ ხალხს ვიზიდავ:D