Saturday, June 28, 2008

ლექსი მეშვიდე

მარტივად მოვრჩი ჩემს ფიქრებს შენზე,
ჩემს ფიქრებს შენზე დაედო მტვერი.
შენზე ოცნება გადავდე გვერდზე
და დავივიწყე სულ ყველაფერი.


მიკვირს რატომ ვწერ ასე მარტივად,
მე შენზე მარტივად ავიღე ხელი.
სხვებზე ვიფიქრებ მე შენს მაგივრად
ჩემს ფიქრებს შენზე ვშლი როგორც ძველი.


პარასკევს ჩაქრა სინათლე შენი,
ისევ შენ გნახე შემთხვევით შაბათს.
არ მითქვამს, მაგრამ შენ ეს იგრძენი,
ხომ გესმის ჩემი? ნუ მეტყვი ალბათს...


P.S. რაღაც მაინცდამაინც არ მომწონს ეს ლექსი, ალბათ იმიტომ რომ ცოტათი „ყალბია“ და უემოციოდ დაწერილი:) მაგრამ ორი კვირის წინ დავწერე, ეხლა აღმოვაჩინე და ფურცელი სადაც დავწერე ხომ უნდა გადავაგდო ბოლოს და ბოლოს?:) ჰოდა აქ იყოს თორემ დამავიწყდება:)

5 comments:

MOW said...

კვირას აანთებს ქარი კვლავ სანთელს,
ალბათს არ გეტყვის ვისაც უყვარხარ,
მუდამ გაგიგებს ცხოვრების გზაზე
ფიქრზე დადებულ მტვერს სულ გაფანტავს...

რატომღაც მომინდა რომ დამებოლოვებინა.იმედია არ მიწყენ :)
ისე ლექსი მშვენიერია,მარა აი ფურცლის გადაგდება იქნებ არ ღირდეს? მაგრამ ალბათ უკვე გადააგდე

jaco said...

კარგი იყო ნამდვილად! გაგრძელება მომეწონა, ოპტიმისტურია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში სამწუხაროდ გამოუდეგარი... ნებისიმერ შემთხვევაში დიდი მადლობა...
ფურცელი(ც) გადავაგდე...

P.S. ისე და, არ მეტყვი რომელი ხარ? ( დაახლოებით ვხვდები:))

MOW said...

შაკო ვარ კაცო :))) დამავიწყდა მეთქვა.
ხშირი სტუმარი ვარ შენი განზომილების :)))

jaco said...

აჰაა, გიცანი გიცანი:))) კეთილი იყოს შენი ფეხი ყოველი სტუმრობისას:)

MOW said...

arc micdia damalva :) Gaixare!