Tuesday, October 14, 2008

Writing essay

ხოოო, კარგი! პატარა ქალაქია ნაიმეგენი სადაც მე ვცხოვრობ და აქ მოსახლეობა ათჯერ ნაკლებია ვიდრე თბილისში და მხოლოდ ორი უნივერსიტეტია თბილისისგან განსხვავებით, თუმცა მეორე უნივესიტეტს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს აქაურებში და შენი ბიჭი თუ რადბაუდის უნივერსიტეტში (სადაც მე ვსწავლობ) არ ჩაირიცხა, ზნაჩეტ წიპა დაუნია და მეორეში, ანუ ჰანას უნივერსიტეტში უნდა ჩააბარებინო, გაუნათლებელი რომ არ დაგრჩეს და მენაგვედ არ იმუშავოს, რაც ძირითადად უცხოელების საქმეა (არახალია რასაც ვიტყვი, რომ ყველა ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ასეა, შავ სამუშაოზე უცხოელები მუშაობენ). ჩემი უნივერსიტეტის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება არის ის რომ კათოლიკური უნივერსიტეტია და წმინდანის (რადბაუდის) სახელი ჰქვია. მაგრამ იცით რას გეტყვით? თუნდაც ამ პატარა ქალაქის უნივერსიტეტი, რომელშიც 17 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს რომ შევადაროთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (რატომ თსუ-ს? იმიტომ რომ ზესიამაყე უნივერსიტეტია თბილისის) ბევრ განსხვავებას ვიპოვით. მარტივად რომ ვთქვათ: აქაური უნივერსიტეტის უზარმაზარი კომპლექსის მხოლოდ 10 პროცენტი თუ უკავია აუდიტორიებს (ავტორის შენიშვნა: აუდიტორია ის ადგილია სადაც ლექცია ტარდება:D) და დანარჩენ ტერიტორიაზე რას აღარ იხილავ სტუდენტის აქტიური ცხოვრების ხელშესაწყობად და სწავლის უკეთესი პირობების შესაქმნელად. წავედით თბილისში. თსუ-ს "კომპლექსის" 90 პროცენტი უკავია აუდიტორიებს, ხოლო დანარჩენი 10 ადმინისტრაციას და სტუდენტს რა? სტუდენტს იაფი არაყი და მოუვლელი ეზო.
ახლა ესეის ვწერ (ავტორის შენიშვნა: ესეი/essay თემა რომელიც დასაწერი გაქვს, რომ კრედიტების რაღაც ნაწილი მიიღო) და ლექტორმა გვითხრა, რომ ამობეჭდილის გარდა ელექტრონული ვერსიაც უნდა გამომიგზავნოთო და იცით რატომ? იმიტომ რომ უნვერსიტეტს რაღაც google-ის პროგრამა, სისტემა თუ რა ჯანდაბა აქვს, რომელიც ინტერნეტით გიმოწმებს საიდანმე ხომ არ გადმოწერე თემა და რამდენად ემთხვევა შენი თემა სხვის ძველ ნაშრომებს...

OMG!

7 comments:

Tiko said...

ამას ჰქვია "ჩვენ სადა ვბანაობთ" :))))))

Lalena said...

ეგეთი კონტროლი ესეების, რომ ჩვენთანაც იყოს რამდენს დაერხაააააააააააააა :D:D:D:D

Katiée.Ge said...

პროგრამა რა პრობლემაა მაგრამ ლექტორების ნახევარმა მოხმარება არ იცის ან თვითონ აქვს თავის დროზე მთელი თავისი ნაშრომები რუსულიდან გადმოქართულებული :D

Kate said...

1)"არახალი" არ არსებობს, ბიძია. "ძველი" ჰქვია მაგას.
2)" აუდიტორია ის ადგილია სადაც ლექცია ტარდება" ამაზე ბარემ მიგეწერა, ჩლუნგებისთვის ვხსნი ამ სიტყვის მნიშვნელობასო :D :D :D :D
3)ძალიანაც კარგი. აბა ევროპაში სად მოსულა შპარგალკები და ცოფიანი პასტები, კიარადა Copy Paste-ები.

საქმე არ მქონდა, შენ რომ გესწერვებოდი, მაგრამ ხომ იცი, მაინც მიყვარხარ. :2კისს:

jaco said...

თიკო, ჩვენ ვბანაობთ ჩამორჩენილ აზიაში ჯერჯერობით:(

სალი, ჩემი აზრით უნდა იყოს:)

ოოოო კატერინააა, შენ ისეთი ბრალი დასდე ეხლა ჩვენს ქართველ ლექტორეეებს, არ გცხვენია?:D მაგრამ ეგრეა და რას იზამ:)

ქეით, მესწერვე რამდენიც გინდა, მაინც ვერ გადაგიყვარებ:D:D:D და პლიუს:
1. არახალია უფრო ჯდებოდა კონტექსტში და ძველიას ვერ ვიხმარდი და საერთოდ რასაც მინდა იმას დავწერ!:D
2. ჩემი ბლოგი ისეთი პოპულარულია სკოლის მოსწავლეებიც კითხულობენ, რომლებმაც ჯერ არ იციან აუდიტორია რას ნიშნავს:D
3. ცოფიან პასტებზე მაგრად ვიკაიფე და ვერ მივხვდი სანამ "თარგმანი" არ მიუწერე:D:*

nati kuda said...

უი, ეგ გუგლში გადამოწმება მაგარი რამეა, ვიღაცამ დაწერა ადრე ფორუმზე, გოგო ამყავდა სამუშაოდ და რაღაც თეზისი მოვთხოვეო, ძალიან მომეწონაო. რომ წავიდა, ერთი აბზაცი ავკრიფე და სიტყვასიტყვით ჰქონდა გადმობეჭდილიო : ))

და თსუ–ს რაც შეეხება.. ადრე მხოლოდ სახელი ყო და ახლა ეგეც აღარ დარჩა :))

jaco said...

:))) ერთს დავამატებდი, რომ ნათი შენ არ იცი რა ბედნიერი ვარ - ესეის წერას მოვრჩიიიიიიიიიიიი!:)))