ისე ვეღარ ვწერ და ისე აღარ ვწერ. ალბათ იმიტომ რომ ამ ეტაპზე არ მიმაჩნია სწორად ვწერო იმაზე რეებიც მიტრიალებს თავში. არადა რაღაც-რაღაცეები ტრიალებს. იტრიალოს აცადეთ.
იმაზე მეტი დრო გავიდა ვიდრე ბავშვობაში მივდიოდი ხოლმე სოფელში და დიდი ხნით ვწყდებოდი თბილისს. რას ვგრძნობ? საოცარია და არაფერს. ან შეიძლება და ყველაფერს, მაგრამ ცოტა-ცოტას. ცოტას მეგობრებს, ცოტას ოჯახს, ცოტას ადგილებს, ცოტას შეჩვეულ ადგილებს, ცოტას ისეთ რამეებს რასაც ვერ გადაადგილებ და შეიძლება რაღაცას მეტად და არ დავკონკრეტდები, მაცადეთ.
ბედნიერი ვარ! გიკვირთ? უფრო სწორად გიკვირს? ჰოდა მაცადე, დამაცადე მეც მიკვირს. ის მიკვირს, რომ უკვე წელიწადნახევარია რაც შევიცვალე (საბოლოოდ იმედია) იმ გაგებით რომ ყოველ დღე კარგად ვარ, ნეგატიური ისე მალე ქრება ჩემი განწყობიდან, ხასიათიდან, რომ უკვე მივეჩვიე ყოველი დღე კარგი რომ უნდა იყოს.
ჰოდა, აღარ ვწერ მართლაერთიამოსუნთქვითიკითხება პოსტებს.
გასკდა თავი. მუსიკას გამოვცვლი. მეზობლებიც წუხდებიან.
ჰოდა პოსტის სათაური ჩავრთე.
6 comments:
ყოველ დღე კარგად ვარ, ნეგატიური ისე მალე ქრება ჩემი განწყობიდან, ხასიათიდან, რომ უკვე მივეჩვიე ყოველი დღე კარგი რომ უნდა იყოს.
ძაან კარგია მირო, მე ჩემ ძველ პოსტებს, რომ გადავხედე შემშეინდა უმეტესობა მელანქოლიურია, მეც მინდა მასე გამოვსწორდე :s
:))) უნდა "გამოსწორდე" სალი. მე არაფერი დამხმარებია ჩემი თავის გარდა. უბრალოდ ვთქვი რომ ყველაფერი გადასარევად არის და მართლა კარგ დროს ვატარებდი და მერე მივეჩვიე და ვეღარ გადავეჩვიე კარგად ყოფნას:)
ase unda, aba ra!! daJe yvelafer uaryofiTs aqvs Tavisi meore - dadebiTi mxare!! da Tu iswavli magis danaxvas - iswavli kargad yofnas!!!!!!!!!!!
:D
უიი? ჩემნაირო?:)))
აბააა! ჩემი ერთი-ორი პოსტი გამახსენდა, ბოლო დროინდელი! რომ ვქადაგებ, ყველაფერში დადებითი უნდა დაინახოთ და შეირგოთ მეთქი!
ვგიჟდები ასეთ განწყობაზე და მინდა არასოდეს გამიაროს. მეც მაგას ვიტყვი, დაახლოებით ნახევარი წელია ასე ვარ, ცუდი - მალე ქრება და ძირითადად კარგს და/ან ძალიან კარგს ვინარჩუნებ და იმედია მალე გაქრება იმის შიშიც, რომ ეს დროებითია და შევეგუები მეც რომ ასეც უნდა იყოს :)
ხოდა გისურვებ სულ ასე იყო და სულ გქონდეს ამისი მიზეზი :)
ოჰ, გაიხარე ცის, შენც ასევე;)
Post a Comment