Friday, January 2, 2009

Stepping in 2009

ბედობას პოსტის დაწერაზე მეტი ბლოგერობის დაბედება აღარ გამიგია მე. გუშინაც მინდოდა დაწერა, მაგრამ გადმოვდე დღეისთვის. ალბათ იმიტომ რომ ვატყობ ჩემი ბლოგი ნელნელა უინტერესო ხდება, მკითხველიც რა თქმა უნდა ნაკლები ჰყავს იმის გამო, რომ კარგად მოგეხსენებათ თითქმის ორი თვეა დახურულია ჩემი ბლოგი და მხოლოდ ერთგული მკითხველები, მეგობრები მსტუმრობენ... სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პოსტის დაწერა დამბედებოდა, იქნებ გავაქტიურდე ამ წელს უფრო, უფრო საინტერესო წასაკითხი გავხადო. თუმცა ალბათ დამეთანხმებით, ყველაფერი ამის შეძლებაზე კი არა, სურვილზეა დამოკიდებული. ანუ არის პერიოდი, რომ უბრალოდ გადართული ხარ ბლოგზე და გინდა კარგად დაწერო და არის პერიოდი, რომ მხოლოდ მოვალეობად აღიქვამ სიახლეების დადებას ბლოგზე. რით ვერ დამთავრდა ჩემთვის ეს მეორე პერიოდი ვეღარ გავიგე. შესაძლებელია მეტი დრო უფრო მეტად მნიშვნელოვანი რამეებისთვის მინდა დავუთმო და ამიტომაც... მორჩა ყველაფერი ვითომ?

ახლა ახალ წელზე.
ღმერთო ჩემო რა ელეგანტურები ვიყავით ყველანი. სურათებს მეორე ბლოგზე დავდებ. ეტორე გადასარევი კულინარი რომ არის კვლავ დავრწმუნდი. ასაფეთქებლებიან-ფეიერვერკებიანი ახალი წელი ჰოლანდიაშიც სცოდნიათ და არანაკლებ შთამბეჭდავად.

უბრალოდ კარგია მეგობრებთან ერთად ყოფნა. ახალი წელია ისევ.

5 comments:

ola said...

i recognise this heart; don't understand a single word though :(

jaco said...

Ola, you should, no, you have to learn Georgian!:))) And don't forget that you are Georgian for me:))) So, time to start learning. classes are every Tuesday and Friday at 20:00 in Espinoza building SP1:)))

Lalena said...

შენი არა, მაგრამ ჩემი ბლოგი კი მართლა გახდა უინტერესო, აგარჩ მკითხველი ყავს და აღარც წესიერი პატრონი ცოტა აზრიანი პოსტები, რომ დადოს :( საერთოდ დავკარგე ნორმალურად წერის სურვილი, არ ვიმსახურებ ბლოგს! უი ეს მე მგონი ნამეტანია, მოკლედ იმედია გამოვსწორდები :)
გილოცავ კიდევ ერთხელ :)

jaco said...

მეც გილოცავ კიდევ ერთხელ:) მრავალს დაესწარი!;)
აღარც მე ვიმსახურებ ბლოგს:)

nati kuda said...

ჰეფი ჰეფი :* სულ სიამტკბილობები დაგბედებოდეს.