Saturday, May 2, 2009

გუშინ პირველად დავთვერი მართლა ქართულად!

ყვავილები მოგიტანე ბლოგო! დღეს შენი დაბადების დღეა. ერთი წლის გახდი მხოლოდ, მაგრამ ბევრი კი თქვი და გამოთქვი უკვე. ახლა აღარ ვწერ აქტიურად, მაგრამ რაღაც მნიშვნელობა ჩემთვის, და ალბათ საკმაოდ დიდი უკვე გქონდა ჩემთვის. მოგაქცევ ოდესმე ალბათ უკეთეს ყურადღებას. ძირითადად გეწერინება მაშინ როცა არც თუ ისე კარგად ხარ. მე კიდევ კარგად ვარ და რა დავწერო. ყველა იმას წერს რაც აწუხებს. რამდენი ხანია არავის ბლოგში არ შევსულვარ, არავის ცხოვრება და განწყობა აღარ ვიცი. არც აქ შემოდის ბევრი, გასაგები მიზეზების გამო.
არა, მაინც მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის. დარჩი, იყავი.
გუშინ ამსტერდამში ვიყავი და დღეს დილით მოვბობღდი სახლში. ძალიან საინტერესო და სახალისო დღე მქონდა და ხომ შემეძლო აქ დამეწერა და მომეყოლა? მაგრამ აღარ ვწერ, ვეღარ. ჰოდა წავალ, სურათებს დავდებ მეორე ბლოგზე.
გილოცავ, დაბადების დღეს გილოცავ!!!


5 comments:

Tiko said...

კაიააა კაიი :))) აბა ამსტერდამში ქართულად თუ არ დათვერი რაა მამული?!

:)

Lalena said...

აუუუუ მეც ვულოცავ რაა შენს ბლოგს, და ისა, მე შემოვდივარ და მიყვარს შენი ბლოგი, მერე რა რომ ამ ბოლო დროს სიტყვაძუნწობ :p

jaco said...

ხოო თიკუშ, კარგად მოვუხლინედ ქართულად:)

სალი, გეთანხმები, სიტყვაძუნწი ვარ:(

Katiée.Ge said...

1 წლის?
მარტო 1 წლის?
ვაა მე მეტის მახსოვდა :)
გილოცავ :)

jaco said...

რა გახსოვდა მეტი? რომ მეტი ხანია აქ ვარ?:)))) ეგ შენ იყავი დიდი ხანი თორემ მე 9 ნახევარი თვეა ვარ ჯერ აქ:)