
სახელი და გვარი კარგად მახსოვდა, ჰოდა რამდენიმე ხნის წინ სადღაც (ინტერნეტ სივრცეში) შემთხვევით აღმოვაჩინე. რა თქმა უნდა სახეზე ვერ ვიცნობდი (ის ხომ საერთოდ, აზრზეც ვერ მოვიდოდა) იმდენი დრო გავიდა. სახელი და გვარი დაემთხვა. ასე რომ, მოვიკითხე, მიცნო, მიშაც გაიხსენა, მიშასაც მივეცი კოორდინატები და მერე აღარ შევხმიანებივარ...
მიშა მეუბნება ფინალს სად ვუყუროთო. ადგილი რომ შევარჩიეთ ასე გამაფრთხილა მარტო მოდიო (ანუ ეს იმას ნიშნავდა, რომ ვინმე გოგოები არ წამოათრიოო:)). მივედი და გოგოსთან ერთად იყო (თქვენ ალბათ უკვე ხვდებით ვინ გოგოზე მაქვს საუბარი, მე კიდევ თავიდან არც მიფიქრია რომ...). მირიან როგორ ხარო მეკითხება გოგო. გადასარევად შენ მეთქი. მეც მაგრად, თმები რა უყავიო... მივხვდი, რომ ჩემს წინ ჩემი ბავშვობის სიყვარული იყო:)
ბავშვობაზე გამახსენდა, ბავშვი თვითონ ჰყავს უკვე 5 წლის...
გუშინაც ერთად ვიყავით და ამ weekend-ზეც რაღაც გეგმები დავსახეთ. მივდივარ იქ სადაც ყველაფერი დაიწყო. ბავშვობას ვიხსენებთ ალბათ:)





















