Monday, December 22, 2008

From Stroopwafels to Pierogi:) Didi madloba!:)


წავედი. ანუ ხვალ მივდივარ დილით: ადრე, ადრე. ჩავჯდები “შატლ-ტაქსში“ და ჰერი-ჰერი დიუსელდორფის აეროპორტისკენ. აეროპორტი - მხოლოდ 10 წუთი „ჩექ-ინ“-ისთვის და ვროცლავიც მელოდება და აეროპორტში მასპინძელი... ქართული რესტორანი ყოფილა ვროცლავში - ხაჭაპური ჰქვია, თან მინდა წასვლა და თან მეშინია. რატომ მეშინია? რამდენიმე წლის წინ ლონდონში ვიყავი ქართულ რესტორანში „თბილისი“ მსგავსი საზიზღრობა არაფერი მიჭამია, ახლაც ვფირქრობ, რომ ქართულ კერძებთან არაფერი ექნება საერთო პოლონეთში გაკეთებულ ხაჭაპურს, ხინკალსა თუ მწვადს... ჰოდა არ ვიცი ჯერ, ჩავალ და გადავწყვეტ.

მე, ბებია, ოლა, აგატა და მშობლები და ძაღლი ბიგოსი. გადასარევი შობა იქნება. ანუ ჩემთვის პირველი შობა, ანუ ის შობა, რაც ფილმებში მინახავს და რაც ჩვენთვის ახალ წელთან ასოცირდება: ოჯახი, ვახშამი, ბუხარი, ღიმილი, თამაშები, სიმღერები და ვინ იცის კიდევ რამდენად საინტერესო პოლონური ტრადიციები. რა თქმა უნდა მიხარია და ქართულად არ ვიცი რა სიტყვა არის შესაბამისი, ინგლისურად არის „ექსაითედ“, ვითომ ქართულად - აღელვებული? მთლად ასეც არა, ანუ უფრო ინგლისური სიტყვა შეეფერება ჩემს განწყობას.

და მერე პრაღა...

დიახ, პრაღა. მე, ნიკუშა, მარიკა, ბექა და მისი მეუღლე - ნინო, სულ ორი დღეა რაც დაქორწინდნენ. ჰოდა ჩემს მეგობრებსაც ვნახავ, აი აქ კიდევ „ექსაითედ“ სულაც არ მჭირდება - ანუ მიხარია და ეგ არის, ძალიან. დღეს მარიკა მეუბნებოდა, წარმოგედგინა შენ უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდით, ლარი რომ გვქონდა ჯიბეში და ერთ დღეს ასე ევროპაში თუ შევიკრიბებოდითო? ხოო, ნამდვილად არ წარმომედგინა, ხოო გოგო, პოლონეთში ვიქნები მაგ დროს და გადმოვირბენ გინახულებთ, დავსხდეთ სადმე პრაღის ბარში, ვილაპარაკოთ... მაგარია ხომ? ჰოდა მაგარია.
...Merry Christmas to all!!!

6 comments:

ola said...

I am not quite sure what is this text about, however I can risk guessing it's about you coming to Poland tomorrow. Pierogi, as well as barszcz, kapusta z grzybami & karp smażony will be waiting for you on the traditional Christmas Eve's table. I hope you'll enjoy :)
See you tomorrow!

Lalena said...

აუ რა მაგარიაააა, მირო უმაგრესად გაერთეეე, მოილხინე, მოიპრაღავ-მოიპოლონეთე :))))

Tiko said...

Merry Christmas to you too:) და Happy New Year :) მე 2 დღეში მივდივარ და ამიტომ წინასწარ გილოცავ :)

Wish you all the best :)

გაააჯაზე ნა ვსე 100 :))))

Katiee... (aka ეკა.ტერინე) said...

ბოროტებო
აქედან 1 დღიანი ვიზიტი პრაღაში უაზრო ფასი ჯდება, სხვა ქალაქიდან უნდა წახვიდე და არ მიღირს, 3 დღიანი იაფია მარა მაგდენის დრო არ მაქვს...
ასე რომ შეიკრიბეთ უჩემოდ, მე თბილისში ვნახავ მაგათ :D:D:D

Anubis said...

midi miroo magariaaaaa

jaco said...

didi madloba ყველას სურვილებისთვის, მართლა ძალიან მაგარი დრო გავატარე და თქვენც გილოცავთ დადმეგ შობა-ახალ წელს!

დავწერ მერე და სურათებსაც დავდებ.