Tuesday, December 30, 2008

Prague - probably the best city in Europe!

...მანდვე ვიყავი და ჩავიარე პრაღაში ნიკუშასთან, მარიკასთან, ბექასთან და ნინოსთან. შუა ევროპაში რომ დაუთქვამ მეგობრებს შეხვედრას და ჩააკითხავ, მინდა გითხრა რომ გადასარევია!
ჯოკერიც კი ვითამაშე, მომენატრა და რა ვქნა!
ოოოო, პრაღა! საოცარი ქალაქია, ულამაზესი არქიტექტურა, დიდებული აშოტილი შენობები და თვალს რომ ვერ მოსწყვეტ ისეთი - ქალაქი საგანძური და იმდენი რამეა სანახავი არც ვიცოდი როგორც მომესწრო - საბოლოო ჯამში ვერც მოვასწარი ერთნახევარ დღეში...
თუმცა კმაყოფილი დავბრუნდი: ვნახე მონატრებული მეგობრები, ქართული კარგი დრო გავატარე, ვიბოდიალე ბევრ ზღაპრულ ადგილში და მიზნად დავისახე კვლავ მონახულება ამ ქალაქის. მინდა ჩემი ყველაზე საყვარელი ქალაქი გახდეს. ჯერჯერობით მესამე ადგილზეა ლონდონისა და სტრასბურგის შემდეგ, მაგრამ მალე მეოთხეზეც გადაინაცვლებს როცა ბარსლონაში წავალ სამ კვირაში... და ვინ იცის, იქნებ პირველი ადგილიც მოიპოვის შემდეგი ვიზიტისას, უბრალოდ დრო არ მეყო მაგისთვის, რომ ბოლომდე მეგრძნო რამდენად კარგ ადგილას ვიყავი.


ქალაქის ცენტრში, კარლოსის ხიდის დასაწყისში, საკმაოდ ლამაზ შენობაზე საქართველოს დროშაა გამოფენილი... ალბათ ჩვენი ელჩი ცხოვრობს? ძალიან პრესტიჟული ადგილია - მთელს ევროპაშიც კი, ანუ ის ადგილი სადაც საქართველოს დროშა ჰკიდია - მეამაყება!

video

12 comments:

Kate said...

ჩემი თანამშრომლები იყვნენ, გუშინწინ ჩამოვდინენ და არნახული იყოო. იქიდან ვენაში გადავიდნენ.





პ.ს. რახან მე შენს ბლოგში შემოსვლა მეღირსა რა...

utvino said...

პრაღა ჩემი ტკივილია :((

utvino said...

მარიკა ვერ მომიკითხე? :D

AnnA said...

ra praRa. barcelonaa evropashic da msoflioSic yvelaze lamazi qalaqi ;)

mixaria, rom gaerTe da kai dro gaatare da ase mogewona! :P

jaco said...

Kate, იმდენი ქართველი იყო პრაღაში ვერ დაითვლიდი, პრაღის ცენტრში ვიღაც ბიჭმა გამოიარა გოგოსთან ერთად და “ჯგირო“ და რაღაცეები თქვა კიდევ მეგრულად:))) გოგოების სასტავი შეგვხვდა კიდევ და კიდევ ორი სასტავი გოგოების მე ვიცი ჩემი ნაცნობებიდან ვინც იყვნენ კიდევ პრაღაში და კიდევ რამდენი იქნებოდნენ მე რაც არ ვიცი...

ნიინ, პრაღა ძალიან მაგარია! ვერ მითხარი ისე? მარიკასაც მოგიკითხავდი და ნიკასაც, უნდა იცნობდე წესით და ბექასაც უნდა იცნობდე, ხშირი სტუმარი იყო თქვენთან, ყველას მოგიკითხავდი... ნიკას და მარიკას ოთახში მეძინა და იმედია არ შევუშალე არაფერში ხელი, თუმცა არც ბექას ოთახიდან გამოდიოდა რამე საეჭვო ხმები, გვერდზე ოთახში იყო ახლად მოყვანილ მეუღლესთან ერთად:P

ანა, მეც მაგას არ ვამბობ? ხომ დავწერე (კარგად წაიკითხე:P) რომ პრაღა ჩემი საყვარელი მესამე ქალაქია ჯერჯერობით თქო, მაგრამ ბარსელონას ნახვის მერე მეოთხე გახდება თქო! ანუ ჯერ არ ვყოფილვარ ბარსაში და ყველაზე ლამაზი ქალაქი როგორ იქნება ჩემთვის:))) ჰოდა როცა ჩამოვალ გახდება დარწმუნებული ვარ:)

AnnA said...

xo, SeiZleba ar wavikitxe kardag :D zustad magas meubenboda 1 Cemi nacnobi im dRes, Sen moTmineba ara gaqvs da simRerebs nawyvetebad usmen da textebs diagonalurad kiTxulobo :D

AnnA said...

barça barça! ;))

jaco said...

ურაა! ურაა!:)))

Lalena said...

auuuu magari apragaaa, mec minda :(

jaco said...

გინდა და ჩამო მერე სალი;)

marika.ch said...

ძლივს არ მეღირსა შენ ბლოგზე მოხვედრა:)
პრაღასთან დაკავშირებულ ისტორიებზე,რომელი ერთი დავაკომენტო აღარ ვიცი.
პრაღა მართლა ზღაპრულია :)
თქვენ უნდა გენახათ, პრაღის მეტროში, მირო რა სერიოზული სახით ეკითხებოდა ვიღაც გოგონას ”შემდეგში ჩაბრძანდებითო?” (ოღონდ ქართულად ::::)
მირო, ვიღაცა ზანგმა რომ "night club"-
ში ჩაგვათრია ? :)))
როგორი ვიცეკვეთ?!!!!!!! :D

jaco said...

აააააა, მარო რა მაგარი ხარ! გამახსენდა ეგ ისტორიები და ბევრი ვიცინე:))))) მართლა მაგარი იყო:)))