Friday, January 23, 2009

კიდევ მინდა!





პირველ რიგში, თუ მოგზაურობის სურათები გაინტერესებთ, ჩემი ახალი ბლოგი ნახეთ: http://dreamcitytrip.blogspot.com/ და ახალი ბლოგი კი იმიტომ მივუძღვენი ამ მოგზაურობას, რომ იმსახურებდა. იმსახურებდა ქალაქი, ხალხი, ფეხბურთი და ჩემი ახდენილი ოცნება.

დაწვრილებით რომ მოვყვე როგორი დრო გავატარე, ძალიან გამიგრძელდება საუბარი და შენ კიდევ ბოლომდე წაკითხვა დაგეზარება. ასე რომ ვეცდები მოკლედ, ფრაგმენტებით მოვყვე:

ჩავედი... ცენტრში ვცხოვრობ... ორიენტაციისთვის დრო მინდა... ფეხბურთი... 5-0... დიახაც 5-0 და ბედნიერი ვარ რომ ასეთი ლამაზი თამაშის დროს ჩამოვედი... კიიი შუა ზამთარია, მაგრამ ტემპერატურა ხან 20 გრადუსამდე ადის... საოცარია, ზაგარიც კი მივიღე... კარგია ზღვის ნაპირას, დაღლილი, მთელ-ქალაქ-ფეხით შემოვლილი რომ წევხარ მოშეზლონგო ქვის ტახტზე და მზეს ეფიცხები და სითბო გსიამოვნებს... მუზეუმი ვნახე ბარსელონას გუნდის... სტადიონი ვნახე, ანუ კი არ ვნახე როგორც ასეთი, ყველა მის მნიშვნელოვან ადგილას ვიყავი... ჯაკეტი ვიყიდე ბარსასი და ძალიან სნობი მგონია თავი ასეთი ოფიციალური მაღაზიის საქონელი რომ მაქვს... ჭადრაკის ჩემპიონატზე ვიყავი, კატალონიის თასი იყო, მესმის რომ გაგიკვირდა, მაგრამ ჩემი მეგობარი თამაშობდა (თანაც ქართველი და მისი ბლოგიც მაქვს აქ ლისტში, ანა ჰქვია და კომენტარსაც კი დამიტოვებს ამ პოსტზე:P) და თანაც წარმატებით... მერე საღამოს კარგადაც მოვულხინეთ... კარგია ესპანელებთან, მხიარული ხალხია და ძალიან კეთილი, ცდილობენ დაგეხმარონ, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური მხოლოდ 1000-დან ერთმა იცის, მაინც ცდილობენ... მართლა მთელი ქალაქი შემოვიარე ფეხით და რუკა მეხმარებოდა, რომელიც ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში (შემთხვევით შესულმა) ერთმა კეთილმა ძიამ მაჩუქა... თან ერთხელ მე ავუხსენი და მივასწავლე იქაურს (ანუ ესპანელს) მისამართი... არა, მაინც მინდა ასე დავასრულო: ბარსელონა ყველაზე ლამაზი ქალაქია მსოფლიოში!!!

6 comments:

AnnA said...

hooo, ra Tqma unda, dagitoveb komentars!! Tanac pirvels!! :D ra magaria! Zalian mixaria, rom didi STabeWdilebebiT waxvedi aqedan da rom kidev Camoxval :D

Seni dreamtripblogic Zalian magaria!! ara, xo geubnebodi ara?! xo geubnebodi ara!? barcelona yvelaze lamazi qalaqia-meTqi?! xo geubnebodi ara!? :))))))))))))))))))))))))))))))))

© said...

jac! ერთადერთი კითხვა მაქვს! შარშან, ანუ 2008-ში ვინ იყო შენი მეკვლე?! :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

მიმიხვდი შეკითხვის არსს?! :)))

(პ.ს. ძალიან დიდი ხანია არ შემოვსულვარ შენს ბლოგზე, ეს იმიტომ , რომ რიდერში არ მაჩვენებს სიახლეებს და ეს კი იმიტომ, რომ დახურე :) ხოდა მავიწყდებოდა მას მერე, რაც გამოცდები დაგეწყო და დიდი ბლოგოპაუზა გააკეთე :))) ხოდა ეხლა შემოვედი, ყველაფერი წავიკითხე მეთქი რომ გითხრა, მოგატყუებ, გადავხედე, შთაბეჭდილება შევიქმენი, კიდევ ერთხელ "შემშურდა თეთრი შურით" და კიდევ ერთხელ საღოლ და tak derjat')

:D

deka136 said...

vaime ;D

barcelona - deportivoze iyavi? :D

mshurs, raga dagimalo :D savse dinamoze rom viyavi liberectan tamashze ramdenime clis cin, tanshi jruanteli mivlida da verc ki carmomidgenia mand ra iqneboda :S
gilocav :D

da es miuxedavad imisa, rom tavidan fexebamde valencias gulshematkivari var da vocnebob ertxel mainc mestalla-ze (male ukve axal Nueva Mestalla-ze) mivide da tamashs davescro :D xo, ise, valenciashic xom ar yofilxar? :P :D

jaco said...

ხომ ანა, მეუბნებოდი და მჯერა ახლა:))) ჩამოვალ, კიდევ ჩამოვალ;)

ცის, აუუუუუუ, არ მახსოვს მეკვლე, უნდა დამემახსოვრებინა:D

დეკა, ძალიან მაგარი შეგრძნება იყო!!! სუპერ! ვალენსიაში არ ვყოფილვარ, პირველად ვიყავი საერთოდ ესპანეთში და არ შევმცდარვარ ქალაქის არჩევაში:) ბარსას ბლოგზეც ვნახე შენი კომენტები, გაიხარე, შენც იგივეს გისურვებ ძმაო;)

(c) Anika said...

ძალიან მაგარია.
ჯერ ეგეთი ოცნება არ ამსრულებია, მაგრამ დავიჯერე, რომ შესაძლებელია ახდეს.
გილოცავ.

jaco said...

გაიხარე ანიკა, ძალიან კარგია რომ დაიჯერე;)