Monday, February 16, 2009

9090 ევრო დავხარჯე 6 თვეში, აქედან 3670 პირველ თვეს

6 თვის წინ ამ დროს ჩემს ჩემოდანს მოვაკოტრიალებდი ახალ და გაუგებარ გარემოში. გაფართოებული და ინტერესის თვალებით ვუყურებდი ყველაფერს გარშემო, ვაკვირდებოდი შენობებს, ხალხს, ქუჩებს... ველოსიპედებს.
აჰაა, ეს ის ადგილია სადაც მომდევნო 1 წელი უნდა ვიცხოვრო. არაუშავს, წავა.
6 თვე გავიდა, ნახევარი გავიდა და ზუსტად 6 თვის შემდეგ თვითმფრინავის ტრაპზე ვიდგები ალბათ და სიამაყით გადავხედავ მშობლიურ მიწას.
უცნაური გრძნობაა, როცა იცი რომ რაღაცის ნახევარ გზაზე დგახარ. აქამდე რაც და როგორც მოხდა ყველაფრის კმაყოფილი ვარ. შემდეგში არც უკეთესს ველოდები და არც უარესს. თითქოს ვიცი კიდევაც როგორ დროს გავატარებ - კარგს.
მიზანში ჯერ ბრიუსელი და რომია და მერე ვნახოთ, ან ვერც ვნახოთ იქნებ მეტი ვერაფერი: ფული ფული ფული...

10 comments:

Lalena said...

და 6 თვის მერე ჩამოხვაააალ?

jaco said...

კიი სალი, 6 თვის მერე ჩამოვალ, აგვისტოს შუა რიცხვებში: ჩამოვალ და დავრჩები მანდ, ფეხს აღარ გავადგავ არსად:D თუ წავალ ხოლმე, მხოლოდ სამოგზაუროდ და ცოტა ხნით, თორემ ასე ძალიან აღარ მოგანატრებთ თავს:))))

nika said...

miro chamo chamo. gelodebit

Tiko said...

ისე, რა მალე გავიდა 6 თვე

jaco said...

ნიკუშ, ცოტაც და მანდა ვარ:)))

თიკო, შენ ის თქვი დანარჩენი 6 როგორ მალე გავა:)

Tiko said...

ufff ra male gava tan :)

mere mogenatreba mandauroba amitom enjoy evry second, minute, hour and week :) and month :D :D

nati kuda said...

სწავლაში ფული არასდროს დამენანება თქო ასე მგონია, მარა რომ არ მაქვს? :)
ასე რომ ხარჯებზე დონთ ვარი

jaco said...

თიკო, მომენატრება ნადვილად:) ჰოდა ვერთობი საკმარისად:) მადლობა რჩევისთვის ენივეი:)))

კუდა, ვააა, დამაინტერესა და დავთვალე, სამაგიეროდ შემდეგ 6 თვეში გაცილებით ნაკლებს დავხარჯავ და მაინც მშვენივრად მეყოფა:)

ally said...

სიამოვნებით დავხარჯავდი მასეთ ადგილას და მაგდენივეს ან თუნდაც მეტს... იყოს საშუალება დაააა..... :)

ვგიჟდები ევროპაში ფულის ხარჯვაზე :)))))))))))))))))))))

jaco said...

მეც სიამოვნებით დავხარჯე ყოველი თეთრი, თუ ცენტი:)