Sunday, March 1, 2009

ორ კვირაში ერთი პოსტი? და ასე უნდა იყოს?


გაზაფხული მოვიდა (sun)!
აყვავდა ნუში და ამინდმა გამოიდარა, მზეს იღიმება და უხარია, სხივები გვათბობს? შეიძლება მანდ თბილისში ასეა, მაგრამ აქ არა! აქ ლონდონია ისევ, თუმცა ისევ და ისევ ნაიმეგენი (ან ნაიმეხხხხენი, როგორც აქაურები ეძახიან) ჰქვია ამ ადგილს. ისევ სერია და ისევ სკაიპის მოღუშული სმაილიკისდაგვარია ყველაფერი.

მაგრამ, იცი რა? ეს არ მოქმედებს ჩემს ხასიათზე. უკვე დიდი ხანია აღარ. ამ კვირაში კარნავალი იყო და მაინც უხაროდა ყველას, გვიანობამდე გარეთ იყო გამოსული ყველა ასაკის ჰომოსაპიენსი არა ჰომოსაპიენსური სამოსით. დიახ, ყველა შემოსილი იყო, სულ ყველა, სულ სულ. მეც კი. მებრძოლი ვიყავი მე. უფრო ქართულია ხომ? ალბათ კი, ან არა.

ჰოდა გაზაფხულია ჩემთან, პირველი აქ და ბოლოც შესაბამისად.



ალბათ ჩიტებიც ჭიკჭიკებენ სადღაც, მაგრამ მე არ მესმის... ყურში წყვდიადია და ხვალ ექიმთან მივდივარ.

7 comments:

Lalena said...

კიიიი, ქართულია :დ
მაგარი ფოტოა :P

ყურში წყვდიადი რისი ბრალია :ს

ally said...

”ნუ მწერ, მე ისეც ვიცი რაგვარი
ფერებით ყვავის თბილისი ახლა
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს...”

უf, რა გავილექსე :)

მთავარია რომ არ მოქმედებს ხასიათზე არცა წვიმა, არცა ღრუბელი და არც ნისლი :)

აბჯარი გახეული ხომ არ გქონდა, ჟაკ?! :)))))

AnnA said...

hahahaha, asworebs samosi :D

yurma gagiara? :/

jaco said...

სალი, კაი ფოტოა, მეც მომწონს. ყურში წყვდიადი რა ვიცი აბა მე, დამიგუბდა და მაგისგან:)

ცის, რა კარგად იწერები, მადლობა:) აბჯარი არ მჭირდება, ანუ მძიმეა:)

ანუშკი, გამიარა კიი, სულ გამიარა, ექიმთან ვიყავი და გამომიწმინდა;)

Katiee... (aka ეკა.ტერინე) said...

1 პოსტი კი არა თვეში 1ხელ ვიხედები, რა ქენი ეს რომ დახურე :(((

nati kuda said...

ნამდვილი ქართველი რაინდი ხარ :D

jaco said...

კატია, დავხურე რა მექნა აბა:) სხვანაირად ვერ:)

კუდა კუდა ნათიკუდა, რა გეგონა აბა?:)