Tuesday, April 21, 2009
სამშაბათი - პიკენის დღე! (მანამდე შვეიცარიული ვახშამი!)
Sunday, April 19, 2009
A spring party?
Friday, April 3, 2009
იფ იფ იფ ცივი კოკაკოლა! მმმმმ
ჩემი ახალი სამეცადინო მაგიდა არის ეს. ოღონდ მხოლოდ მაშინ როცა არ წვიმს გარეთ და კარგი ამინდია. ირგვლივ ხალხი დადის და სულაც არ უკვირთ ჩემს მიერ თვითნებურად მოწყობილი უკედლო სამუშაო კაბინეტის ფუნქციონირება. არც მაგათი ხმაური მაწუხებს. საყურისები მაქვს და მუსიკას ვუსმენ, ხან მოვიხსნი და ნიავის ხმაში გავურევ ხოლმე მუსიკას. შედეგით კმაყოფილი ვარ. მერე რა მოხდა რომ ხანდახან ვიღაცის ძაღლი მომადგება და ჩემთან თამაში მოუნდება? მეც ცოტას მოვეფერები, მერე პატრონი თავისთან გაიხმობს, ჰოლანდიურად მომიბოდიშებს და ყველა ბედნიერი რჩება საბოლოო ჯამში.
შენ მაშინ უნდა ნახო ნიავი რომ კარგად დაუბერავს რა შეგრძნებაა. წიგნს ხელებს უშვებ, ფურცლები შრიალებს და შენ თვალებს ხუჭავ... ამ მთელი პროცესის შემდეგ ზაგარსაც კი იღებ ყველაფერთან ერთად.
ზოგადად ცხოვრების სტილი შევცვალე. ვცდილობ დილით ადრე გავიღვიძო. თუ აქამდე თორმეტამდე ჩემი გაღვიძების შანსი ნულს უტოლდებოდა, ახლა საშუალოდ ათ საათზე ვდგები. ცხრამდე თუ ჩამოვედი გამიხარდება.
რატომ ვწვალობ? თუ არსად მეჩქარება, მეძინოს ბარემ ხომ? საქმე იმაშია, რომ ეს რამდენიმე დღეა ისეთი ამინდებია, აქაურ ზაფხულსაც კი უტოლდება. დღეც დაგრძელდა და უფრო მსიამოვნებს დღის შუქი და რა თქმა უნდა მზე, სითბო, მზეე! არადა, აქამდე სულ სიცივის მოყვარული ვიყავი და სიცხე არ მიყვარდა. თუმცა აქ ისეთი შთაბეჭდილება ჩამომიყალიბდა ბოლო 5-6 თვის განმავლობაში, რომ სულ ღამეა და სულ ცივა, სულ წვიმს და ყინავს. და წარმოიდგინეთ ამდენი ხნის მანძილზე მსგავსი რომ ყოვლედღიური ყოფა ხდება შენი და ერთ დღეს რომ მზე გამოანათებს, თან ისე რომ დათბება და მეორე დღეც რომ მასეთი მიჰყვება. მოკლედ, შენც ასე იზამდი ჩემს ადგილას.
გთხოვ, არ იწვიმო, გთხოვ!