ჩემი ახალი სამეცადინო მაგიდა არის ეს. ოღონდ მხოლოდ მაშინ როცა არ წვიმს გარეთ და კარგი ამინდია. ირგვლივ ხალხი დადის და სულაც არ უკვირთ ჩემს მიერ თვითნებურად მოწყობილი უკედლო სამუშაო კაბინეტის ფუნქციონირება. არც მაგათი ხმაური მაწუხებს. საყურისები მაქვს და მუსიკას ვუსმენ, ხან მოვიხსნი და ნიავის ხმაში გავურევ ხოლმე მუსიკას. შედეგით კმაყოფილი ვარ. მერე რა მოხდა რომ ხანდახან ვიღაცის ძაღლი მომადგება და ჩემთან თამაში მოუნდება? მეც ცოტას მოვეფერები, მერე პატრონი თავისთან გაიხმობს, ჰოლანდიურად მომიბოდიშებს და ყველა ბედნიერი რჩება საბოლოო ჯამში.
შენ მაშინ უნდა ნახო ნიავი რომ კარგად დაუბერავს რა შეგრძნებაა. წიგნს ხელებს უშვებ, ფურცლები შრიალებს და შენ თვალებს ხუჭავ... ამ მთელი პროცესის შემდეგ ზაგარსაც კი იღებ ყველაფერთან ერთად.
ზოგადად ცხოვრების სტილი შევცვალე. ვცდილობ დილით ადრე გავიღვიძო. თუ აქამდე თორმეტამდე ჩემი გაღვიძების შანსი ნულს უტოლდებოდა, ახლა საშუალოდ ათ საათზე ვდგები. ცხრამდე თუ ჩამოვედი გამიხარდება.
რატომ ვწვალობ? თუ არსად მეჩქარება, მეძინოს ბარემ ხომ? საქმე იმაშია, რომ ეს რამდენიმე დღეა ისეთი ამინდებია, აქაურ ზაფხულსაც კი უტოლდება. დღეც დაგრძელდა და უფრო მსიამოვნებს დღის შუქი და რა თქმა უნდა მზე, სითბო, მზეე! არადა, აქამდე სულ სიცივის მოყვარული ვიყავი და სიცხე არ მიყვარდა. თუმცა აქ ისეთი შთაბეჭდილება ჩამომიყალიბდა ბოლო 5-6 თვის განმავლობაში, რომ სულ ღამეა და სულ ცივა, სულ წვიმს და ყინავს. და წარმოიდგინეთ ამდენი ხნის მანძილზე მსგავსი რომ ყოვლედღიური ყოფა ხდება შენი და ერთ დღეს რომ მზე გამოანათებს, თან ისე რომ დათბება და მეორე დღეც რომ მასეთი მიჰყვება. მოკლედ, შენც ასე იზამდი ჩემს ადგილას.
გთხოვ, არ იწვიმო, გთხოვ!
12 comments:
აუ რა მაგარიააა :) მაგიდა მომეწონა :))))))))) ბუნებაში სწავლას რა ჯობია :)
ძალიან მაგარი კაბინეტია! ვგიჟდები:)
აუ მშუუუურს და არ ჩამომათვლევინო, იმდენი რამის იმდენი როოოომ, ნუ უკანასკნელი ამ ჩამონათვალში ზაგარია, მაგრამ მაინც
მშუუუუუუურს :ს
wow, ai, mesmis kabineti :)
სალი, მეც კი მშურს ჩემი:))))
კუდა, მოაწყე შენც სადმე გარეთ,იცი რა კარგია?:)
სამაგისო ადგილი რომ ვნახო დიდი სიამოვნებით მოვიწყობდი.
ძაააააააააააააააან მაგარია.
Thnx;)
ეჰ როგორ მესმის შენი,
სულ ვამბობდი სიცხე ძალიან მაწუხებსთქო და მე2 წელის სიცხე მენატრება, მაინცდამაინც ეხლა აცივდა აქ, ზამთარში რომ მეცვა იგივე მაცვია და მცივა :D სულზე ვარ როდის დააჭერს მზე.
და ზღვა მენატრება კიდე. შენ ალბათ არ მოგენატრება, მაგრამ მე ეგეც გადამავიწყდა როგორია :D
ხოდა კიდე, ადამიანო, ფიიდბურნერი მაინც დააყენე ბლოგზე, რომ გამოვიწეროთ ნიუსები, მეილზე მოვა და შემოვიხედები ხოლმე, დააყენე რა დააყენე ვაააახ
ადვილია, დაჟე შენც იზამ მაგას :D და დაჟე ჭუკიც :D
მასწავლე და დავაყენებ ვაჰ! სკაიპში გაგახსენდეს ერთხელ და ამიხსენი:)
owowwowowo
didixania, ar Semovsulvar SenTan da es ra dReSia Turme!! :D :D
mec mqonia aseti kabinetebi! is ki ara da, balaxSic vmjdarvar da asfaltzec! :D
ხოოო, შენც დაიკარგე ანუშკი ჩემი არ იყოს:) იმედია კარგად მიგდის საქმეები, ვეღარ ვიცლი ბლოგებისთვის და არაფერი ვიცი ვისთან რა ხდება:(
Post a Comment