Sunday, April 19, 2009

A spring party?


დიახ! სტუდენტების „კაფეა“ პიკენი. უკვე მშობლიური და გათავისებული ადგილი. ბომჟების, ნაშების, კახპების, ლუზერების, ძერსკების, მეგობრების, ლოთების, სირების, ტიპების, კაცებზე თუ ქალებზე მონადირეების... მოკლედ სტუდენტების. აქ ყველასთვის სამშაბათი პიკენთან ასოცირდება და პიკენი კიდევ სამშაბათთან. რატომ? პასუხი ერთია და უცვლელი. ყოველ სამშაბათს უცხოელი სტუდენტების, ანუ ჩვენი წვეულებაა. წვეულება გადამეტებულად ჟღერს. რა თქმა უნდა ხშირად თემა და სათაური აქვს ხოლმე ამ თავშეყრას, მაგრამ ძირითადად შედეგი ერთია: ბევრი ლუდი და ხმამაღალი მუსიკა.
მერე რა რომ არც მუსიკა მოგვწონს მაინცდამაინც და ადგილიც „ძიშოვია“, სამაგიეროდ ეს არის სტუდენტური ცხოვრება - ყველა აქ არის და შენც მიდიხარ, ნახულობ გიხარია, ახარებ და რა ვიცი რას აღარ აკეთებ კიდევ.
მივეჩვიე ძალიან.

2 comments:

Unknown said...

კარგია სტუდენტური ცხოვრება.
ნეტა დიდხანს გამიგრძელდეს მეც :P
I'm lovin it თავისი "ძიშოვი" ბარებითა და წვეულებებით.

jaco said...

I'm lovin it too!;)